ძმა ძმაზე ნაკლებიო _ გოგა და ამიკო გიორგისა და ნიკას ნაკვალევზე… პატარა ლანჩხუთში, ორ ოჯახს 2-2 ჩემპიონი ჰყავს!

ლანჩხუთის სპორტული ცენტრის 13 ფალავანი მონაწილეობდა რესპუბლიკურ ტურნირში, რომელსაც ჭიათურამ უმასპინძლა და მასში 28 გუნდის 300-მდე მოჭიდავე მონაწილეობდა. უფროსმა მწვთნელმა დავით მჟავიამ და მწვრთნელმა ვასილ ეზიეშვილმა შეჯიბრზე შემდეგი სპორსტმენები წაიყვანეს: ზურაბ ბოლქვაძე (35კგ.), ამირან ჯორბენაძე (38 კგ.), ცოტნე ცეცხლაძე, სანდრო ხოზრევანიძე (ორივე 48 კგ.), გოგა მახარაძე, ლუკა კუკულაძე, ომარ ჯანელიძე (სამივე 57კგ.), ამიკო ცეცხლაძე, საბა […]
ლანჩხუთელი მოჭიდავეები საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობენ

დღეს იწყება და 6 ივნისს დასრულდება საერთაშორისო ტურნირი ბ/რ ჭიდაობაში, რომელიც სომხეთის დედაქალაქ ერევანში ტარდება. მასში საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს, რომლის შემადგენლობაში სამი ლანჩხუთელია: გიორგი შოთაძე (67 კგ. წ/კ), თამაზ აბაშიძე (77 კგ. წ/კ) და გიორგი მახარაძე (82 კგ. წ/კ). პირველის მწვრთნელია ზაზა ღლონტი, ხოლო დანარჩენი ორის _ დავით მჟავია.
დღეს, ვანში – 2:0… „გურიას“ 5 თამაშია არ წაუგია, მეხუთე ადგილზეა და ლიდერს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება

დღეს „გურიამ“ მეშვიდე ტურის შეხვედრა ვანში გამართა და ადგილობრივი „სულორი“ 2:0 დაამარცხა. ანგარიში მე-18 წუთზე დავით გოგიჩაიშვილმა გახსნა, ხოლო მატჩის მიწურულს თავი ვანო წილოსანმა გამოიჩინა. ეს „გურიას“ ზედიზედ მეორე მოგებაა (წინა ტურში ასევე იმერული კლუბი _ წყალტუბოს „სამგურალი-2“ შინ 1:0 დაამარცხა) და მეხუთე თამაშია, რაც თემურ ლორიას შეგირდებს არ წაუგიათ. გუნდმა ერთადერთი მარცხი მეორე ტურში […]
მერე მის ცხოვრებაში ევგრაფი გამოჩნდა… „მის ანგარიშზე ბურთი ასია, ბომბარდირია ჩვენი ვასია“ _ გავიხსენოთ „გურიას“ ყარაგანდელი ლეგენდა

ლანჩხუთელთა უსაყვარლესი ფეხბურთელი ვასილ ტროიანი 1947 წელს ყარაგანდაში (ყაზახეთის სსრ) დაიბადა. ერთი თვის იყო, როდესაც ოჯახი ქუთაისში გადასახლდა. ფეხბურთში ვარჯიში 11 წლის ასაკში დაიწყო „კოლხიდას“ სტადიონზე, მწვრთნელ მიხეილ ლოსაბერიძის ხელმძღვანელობით. სამხედრო სამსახურში გაწვევამდე ქუთაისის „იმერეთში“ თამაშობდა, რომელსაც ღუტუშა ასათიანი წვრთნიდა. დემობილიზაციის შემდეგ მან თერჯოლის „საპოვნელაში“ მიიწვია. სწორედ ამ გუნდში გამოავლინა ფორვარდისთვის საჭირო საუკეთესო თვისებები. ფაქტობრივად, […]
„გურიამ“ ბოლო 4 შეხვედრაში კარი „მშრალად“ შეინახა, 10 ქულა დააგროვა და მინიმუმ ერთი დღით, მესამე ადგილზე გადავიდა

დღეს „გურიამ“ საკუთარ მოედანზე წყალტუბოს „სამგურალი-2“ თამაზ შალიკაშვილის მიერ 68-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით 1:0 დაამარცხა და 6 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხილში მესამე ადგილამდე აინაცვლა. მართალია, ტურის რამდენიმე შეხვედრა ხვალ გაიმართება, მაგრამ გადასწრების შანსი მხოლოდ „ალგეთსა“ და „სქურს“ აქვს, თუ თავიანთ შეხვედრებს მოიგებენ. ლანჩხუთელები კი ზედიზედ მეოთხე შეხვედრაა კარს „მშრალად“ ინახავენ, სულ კი სეზონის დაწყებიდან […]
ცული რას მიზამდაო… „ლანჩხუთს“ ლანჩხუთელმა გაუტანა და არ აღნიშნა _ ციცებისა და ძღაბების ზავი გვიმბალაურში

დღეს, გვიმბალაურმა ქალთა საფეხბურთი ჩემპიონატის მერვე ტურის ცენტრალურ მატჩს უმასპინძლა _ მოქმედმა ჩემპიონებმა და ცხრილის სათავეში მყოფმა გურულებმა „სამეგრელოს“ უმასპინძლეს, რომელსაც 2 ქულით ნაკლები ჰქონდა. აქამდე ორივე გუნდს 6-6-ჯერ მოეგოთ, ქულებიც ორივემ „ნიკე-ლუსოსთან“ დაკარგა, ოღონდ მეგრელებმა შინ 0:2 წააგეს, ხოლო „ლანჩხუთი“ ფრედ ეთამაშა დედაქალაქელებს, მატჩს ინტრიგას ისიც მატებდა, რომ „სამეგრელოს“ რიგებში არაერთი ფეხბურთელია, ვინც გასულ […]
ლანჩხუთელი ფალავნების მონაგარი _ ნიკა ცეცხლაძე და თაზო აბაშიძე ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, გიორგი მახარაძე მესამეზე გავიდა!

ლანჩხუთელი მოჭიდავეები, ნიკა ცეცხლაძე და თაზო აბაშიძე 20-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ. 17 წლის ნიკამ, 55 კგ. წ/კ-ში, ფინალური მატჩი აჭარის წარმომადგენელ გიორგი კოჩალიძესთან დათმო. ის მესამედ დაეუფლა ვიცე-ჩემპიონის ტიტულს, ასევე საქართველოს ჩემპიონია 17-წლამდელთა შორის. თაზო აბაშიძე მარჯვნიდან მეორე 18 წლის თაზოს 77 კგ. წ/კ-ში, გადამწყვეტი შეხვედრა თბილისელ გიორგი ალადაშვილთან ჰქონდა. ის მეორედ გახდა […]
ორი წითელი, პენალტი და… „სამართალმა პური ჭამა“? _ 10 კაცით დარჩენილმა „გურიამ“ ქულადაუკარგავი ლიდერი შეაჩერა

დღეს, „გურიამ“ მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე გამართა. ზედიზედ ორმა მოგებამ ლანჩხუთელ ქომაგს ქულადაუკარგავ ლიდერთან 3 ქულის აღების იმედი გაუჩინა. შესაძლებელიც იყო, თემურ ლორიას გუნდს გამარჯვებების სერია გაეგრძელებინა, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს, „გურია“ მოედანზე 10 მოთამაშით დარჩა. მსაჯმა 41-ე წუთზე ლაშა ჯღამაია გააძევა და მასპინძლების მდგომარეობა გაართულა. არც მეორე ტაიმში წყალობდა არბიტრი გურულებს _ 65-ე წუთზე, […]
ლანჩხუთელი ნიკა ცეცხლაძე და თამაზ აბაშიძე ფინალში იჭიდავებენ, გიორგი მახარაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს…

ლანჩხუთის სპორტული ცენტრის 4 მოჭიდავე მონაწილეობს საქართველოს 20 წლამდელთა ჩემპიონატში. მათი მწვრთნელია დავით მჟავია. ნიკა ცეცხლაძე 2024 წლის საქართველოს ჩემპიონია 17-წლამდელთა შორის, ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა 15 და 17-წლამდელთა შორის. ასევე, მსოფლიოსა და ევროპის პირველობაზე მე-5 ადგილი დაიკავა. გიორგი იაშვილი რესპუბლიკური ტურნირების ჩემპიონი და პრიზიორია. თამაზ აბაშიძე საქართველოს ვიცე-ჩემპიონია 15 წლამდელთა შორის და 3-გზის ბრინჯაოს პრიზიორი […]
თემურ ჩხაიძის ნაკვალევზე… „გურიის“ ლეგენდარული კაპიტნის საიუბილეო ტურნირი ლანჩხუთელებმა მოიგეს!

დღეს დასრულდა „გურიას“ ლეგენდარული კაპიტნისა და საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებული თემურ ჩხაიძის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტურნირი ფეხბურთში 2011-12 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის. შეჯიბრი გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პატრონაჟით გაიმართა, რომელიც მსგავს ტურნირებს სისტემატურად ატარებს. მას მხარდაჭერას უწევენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და ლანჩხუთის მერია. წლევანდელ გათამაშებას სპონსორული დახმარება გაუწია „ტრენაჟორების სახლმა“. […]