[ლანჩხუთელები] დაიბადა 1935 წლის 15 აგვისტოს, ვადაჭკორიას ქუჩაზე… 50 წელზე მეტი საბანკო სექტორში, მის ხელში აღზრდილი მრავალი თაობა და სამსახური, როგორც – ცხოვრების მისია…

ლამარა პატარაია – 90! _ ლანჩხუთელთა უსაყვარლეს ქალბატონზე სოციალურ ქსელში მისი შვილიშვილი, წარმატებული ახალგაზრდა ექიმი-კარდიოლოგი ლადო კვაჭაძე წერს: „ასეთი ადამიანები განასახიერებენ პროფესიული ღირსების, ერთგულებისა და სახელმწიფოებრივი სამსახურის საუკეთესო მაგალითს. პროფესიით ბუღალტერი, შინაგანად კი სიმშვიდისა და პასუხისმგებლობის განსახიერება. დაიბადა 1935 წლის 15 აგვისტოს, ლანჩხუთში, ვადაჭკორიას ქუჩაზე. თავისი მუყაითობითა და გამორჩეული ინტელექტით, 1950-იან წლებში ჩაერთო საქმიანობის სფეროში, […]
[ექსკლუზივი] ტაბიძე, ჭიჭინაძე, ჩახვაძე, მახათაძე – მეოთხე წრეზე, 9 ახალი სახე და ოჯახის წევრით შეცვლილი ყველაზე სტაჟიანი დეპუტატი – ვინ იქნებიან „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები ლანჩხუთში

ლანჩხუთის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები შეარჩია „ქართულმა ოცნებამ“. საკანონმდებლო ორგანოს დაკომპლექტება ძველ წესს დაუბრუნდა და მუნიციპალიტეტში ისევ 17 სამაჟორიტარო ოლქია (ქალაქის 2 და სოფლებში – 15), სადაც მმართველ პარტიას 9 ახალი სახე ეყოლება, ხოლო 8 მოქმედი საკრებულოს წევრია _ აქედან 6 მაჟორიტარი, ხოლო 2 _ პარტიული სიით არჩეული. ქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან კახა კვიტაიშვილი და ვანო […]
ერთად ოთარ ქათამაძისთვის! ლანჩხუთის კულტურის ცენტრის ყოფილ სამხატვრო ხელძღვანელს ჩვენი დახმარება ესაჭიროება

ლანჩხუთის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ყოფილ ხელმძღვანელს (2020-22 წლებში) ოთარ ქათამაძეს დახმარება ესაჭიროება. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა: „ოთო არის უნიჭიერესი რეჟისორი და მსახიობი, ადამიანი, რომელსაც მთელი გულით უყვარს ადამიანები და ყოველთვის მზად არის, დახმარების ხელი გაუწოდოს სხვას. ახლა კი, თავად სჭირდება ჩვენი დახმარება, სითბო და მხარდაჭერა. ამჟამად ოთო მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაშია და […]
„რამდენი გაწვიმდება, წყალი ეზოში შემოდის, ყველაფერს ტბორავს… ფაროსანას წამლავენ ვითომ და ფუტკარი მთლიანად გამინადგურეს… 10 წელია, ყანიდან მოსავალი ვერ ამომიტანია“

„გურია თუდეის“ მკითხველი ილო გოგეშვილი იმ პრობლემების შესახებ საუბრობს, რომლებიც მის სოფელში _ ნიგოითში არსებობს და რაც სერიოზულად აზარალებს მოსახლეობას: „არაფერი სოფელში არ კეთდება. ორი ტენდერი გამოაცხადეს სკვერზე და ხედავთ, რა დღეშიცაა. კომუნისტების დროს ასეთს ჩიხს ღობავდნენ საქონლისთვის. სკოლა დაშალეს, დაფუნგეს და კაპიკების ფასად გაყიდეს. სოფლისთვის მაინც მოეცათ, მოვიხმარდით რამე საჭიროებაზე. აგერ ეკლესია შენდება და […]
ლანჩხუთში ტრაგიკულად დაღუპული 13 წლის ნინიკო წულაძის სახელობის სკვერის ბიბლიოთეკა გაიხსნა

გურულმა მწერალმა, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების ხელმძღვანელმა, გიორგი კეკელიძემ ლანჩხუთში, ტრაგიკულად დაღუპული ნინიკო წულაძის სახელობის სკვერის ბიბლიოთეკა გაიხსნა. ბიბლიოთეკის გახსნა | თამარ თელიაშვილის ფოტოები “ზუსტად ათი წლის წინ გურიაში, ლანჩხუთში, 13 წლის ძალიან ნიჭიერი მხატვარი და მწერალი ნინიკო წულაძე, საკუთარი სახლის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. [დღეს] ნინიკოს დედის, ქალბატონი შორენას ინიციატივით, სწორედ იმ ქუჩაზე ნინიკოს სახელობის […]
„გურია თუდეი“ ინფორმაცია დადასტურდა – ალექსანდრე სარიშვილი მერობის კანდიდატად მესამედ დაასახელეს. ვინ არიან „ქართული ოცნების“ ახალი სახეები გურიაში?

რასაც გუშინწინ „გურია თუდეი“ წერდა [ექსკლუზივი: ლანჩხუთის მერობის კანდიდატად „ქართული ოცნება“ ალექსანდრე სარიშვილს მესამედ დაასახელებს! https://shorturl.at/ykm2s], დღეს „ქართულმა ოცნებამ“ დაადასტურა _ ალექსანდრე სარიშვილი მერობისთვის კენჭს მესამედ იყრის. იგი ლანჩხუთის პირველი პირი 2017 წლიდან არის, 8 წელი მერის პოსტზე კი, გურიის მასშტაბით სარეკორდოა. ამასთან, მას აქვს მაღალი შანსი, ეს ვადა 12 წლამდე გაზარდოს. გურიაში მოქმედი მერებიდან […]
„ჰოსპიტალში დაჭრილი შემოიყვანეს, 5 წუთში გარდაიცვალა, ჯიბეში ტელეფონი ურეკავდა, დავხედეთ და ეკრანზე ეწერა – დედა! პასუხი ვერავინ შევძელით!“ _ გურული ჟურნალისტი მძიმე ისტორიას იხსენებს

„ყველას, ვისაც ახსოვს ეს დღე და ცრემლი ერევა! რუსეთი ოკუპანტია! ქართველი მეომრები – გმირები!!!“ – წერს სოციალურ ქსელში გურული ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე და ერთ მძიმე ისტორიას იხსენებს: „17 წლის წინ, ექიმი ნინო ახობაძე გორის ჰოსპიტალში იყო… სულ ერთი წინადადებაა, რაც დაწერა, მაგრამ მთელი სიცოცხლეა: _ ჰოსპიტალში ბიჭი შემოიყვანეს, დაჭრილი იყო, ხუთ წუთში გარდაიცვალა, ფორმის ჯიბეში […]
„თეა 18 წლის იყო, როცა ტელევიზორს უყურებდა და უცაბედად გარდაიცვალა…“ _ წყალწმინდელი თუთაშვილების პირველი მოუშუშებელი ტკივილი, 14 და 17 წლის ბიჭების ტრაგიკულ დაღუპვამდე

„გურია თუდეი“ წერდა წყალწმინდელი თუთაშვილების ორი ლამაზი სულისა და გარეგნობის ბიჭის, 14 წლის თაზოსა და 17 წლის ზაურიკას ტრაგიკულ ბედზე. თაზო რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, როცა მატარებლის ვაგონის სახურავზე ფოტოს გადასაღებად ავიდა და მაღალი ძაბვის სადენმა იმსხვერპლა. კეთილმა და მხიარულმა ბიჭმა, რომელსაც ცხოვრება წინ ჰქონდა, დიდი ტკივილი დატოვა. ცრემლების ზღვა გაჰყვა მას უკანასკნელ გზაზე… ასევე […]
[ექსკლუზივი] ლანჩხუთის მერობის კანდიდატად „ქართული ოცნება“ ალექსანდრე სარიშვილს მესამედ დაასახელებს!

„გურია თუდეის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ლაჩხუთის მერობის კანდიდატად მოქმედ მერს, ალექსანდრე სარიშვილს დაასახელებს. ოფიციალური წარდგენა თბილისში ორშაბათისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ მოგეხსენებათ, 11 აგვისტო შინდისის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის დღეა და ჩვენი ინფორმაციით, ხელისუფლებამ მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატების დასახელება კვირისთვის, 10 აგვისტოსთვის გადმოიტანა. ეს სარიშვილის მესამე წარდგენა იქნება მერის არჩევნებში და ამ მხრიც, იმ იშვიათ კოლეგებს შორის […]
ლანჩხუთის მერობის კანდიდატი ცნობილია: ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ ძველი გვარდიის, ე.წ. 2012-იანელების წარმომადგენელი – დავით ჩხაიძე

ლანჩხუთის მერობისთვის 63 წლის დავით ჩხაიძე იბრძოლებს. იგი პროფესიით ეკონომისტია, აქვს სამოქალაქო და სამხედრო საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან პოლიტიკაშია. იყო ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერი მისი დამხობის შემდეგაც. არის საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის პოლკოვნიკი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. დაჯილდოებულია მედლებით _ „ფიცის ერთგულება“, „მხედრული მამაცობისთვის“, „საბრძოლო დამსახურებისთვის“. 2012 წლის დასაწყისიდან […]