გურიაში ჩადენილი შემზარავი დანაშაულის – 14 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით 27 წლის კაცი დააკავეს

გურიისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1998 წელს დაბადებული ფ.ც. გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, გურიაში, 2011 წელს დაბადებული მ.კ. ძალის გამოყენებით გააუპატიურა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების […]

„გურია თუდეის“ ვებგვერდი, Top.GE-ს რეიტინგში, დღევანდელი მონაცემებით, 20 ათასამდე საიტიდან 24-ე ადგილზეა, ხოლო „ახალი ამბები, მედია, ტელევიზია, რადიოს“ რეიტინგში: მე-11 _1500-დან!

„გურია თუდეის“ ვებგვერდი www.guriatoday.ge ბოლო დროს სისტემატურად ხვდება „ახალი ამბები, მედია, ტელევიზია, რადიოს“ რეიტინგის ოცეულში. ამ მიმართულებით საერთო ჯამში 1534 საიტია რეგისტრირებული. დღეს „გურია თუდეი“ აღმოჩნდა ისტორიულ ნიშნულზე _ მე-11 ადგილზე. Top.GE-ს მონაცემები | 2025 წლის 31 აგვისტო, 20:30 „გურია თუდეის“ უსწრებენ მხოლოდ ისეთი ცნობილი და პოპულარული გამოცემები, როგორებიცაა: „პრაიმ-ტაიმი“, „ამბები.ჯი“, „პალიტრავიდეო“, „კვირის პალიტრა“, „ალია“, […]

„საუკეთესო ახალგაზრდა ექიმი აღარაა, გამ­თე­ნი­ას მშო­ბი­ა­რო­ბას გა­დაჰ­ყვა, პა­ტა­რა გო­გო­ნა და­ტო­ვა…“ _ რას წერენ ახლობლები ტრაგედიის შესახებ

ლანჩხუთელი ნინო ფირცხალაიშვილი, რომლის გარდაცვალებამაც თანაქალაქელები აატირა, ახალ­გაზ­რდა, მაგრამ ძალიან ყურადღებიანი და ნიჭიერი ექი­მი, დერ­მა­ტო­ლოგ-ვე­ნე­რო­ლო­გი გახლდათ. იგი, სამწუხაროდ, მშობიარობას გადაჰყვა. რო­გორც მისი ახლობლები სოციალურ ქსელში წე­რენ, ნი­ნოს ორი შვი­ლი დარ­ჩა. რა გახ­და ქა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი უც­ნო­ბია, თუმ­ცა რო­გორც მისი ფოტოებიდან ჩანს, ორ­სუ­ლი ქალი თავს კარ­გად გრძნობ­და. მან მშო­ბი­ა­რო­ბამ­დე ერთი დღით ადრეც გამოაქვეყნა ფოტო “ფე­ის­ბუქ­ზე“, სადაც წერდა, […]

ვისი სახელობისაა სოფელ ეწრის ახალი ტაძარი, რომელიც დღეს შემოქმედელმა ეპისკოპოსმა გახსნა

სოფელ ეწერში ქრისტეფორე გურულის სახელობის ტაძარი შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა აკურთხა და პირველი წირვა-ლოცვა აღავლინა. საქართველოს სამოციქულო ეკლესია XVI ს-დან ყოველწლიურად 16(29) აგვისტოს იხსენიებს წმიდა ქრისტეფორე გურულს, რომლის შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ საქართველოში მოღვაწეობდა და მოწამეობრივად აღესრულა ქრისტესთვის. წმიდა მოწამე ქრისტეფორე გურულის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები არ მოგვეპოვება. მისი სახელი საქართველოს საეკლესიო კალენდარში XVI საუკუნიდან […]

„გავქვავდით, დავპატარავდით… იქ დედიკო ჩაგიკრავს გულში… სამყარომ ულამაზესი ქართველი ქალი დაკარგა. არსებობაც გვცხვენია“ _ ნინო ფირცხალაიშვილს მშობლიური სკოლა ემშვიდობება

ლანჩხუთელ ახალგაზრდა დედას, ნინო ფირცხალაიშვილს მშობლიური ქვიანის სკოლის პედაგოგები ემშვიდობებიან: „გავქვავდით… გავიყინეთ… დავპატარავდით…. ძალი და უნარი წაგვერთვა, რომ რამე გითხრათ… ჩვენო ნინიკო! ჩვენო საამაყო! ჩვენო გონიერო და გამორჩეულო გოგოვ! ნინომ ეს ფოტო გუშინ გამოაქვეყნა საიუნივერიტეტო ჰოსპიტალიდან წარწერით: „ყველა საპატიო ვადა ოფიციალურად გავიდა. 41 კვირა. გელით მოუთმენლად ჩვენს საყვარელ სამშობიაროში“.” როგორ გვიხაროდა შენი ამ მდგომარებოაში ყოფნა, […]

“შენი პატარას მოვლენას მთელი კუთხე სულმოუთქმელად ველოდით… დადუმდა ჩვენი კუთხე და სოფელი” _ ლანჩხუთი კიდევ ერთ ულამაზეს გოგოს ემშვიდობება

ლანჩხუთი მორიგ ტრაგედიას განიცდის. მოულოდნელად დაიღუპა ახალგაზრდა ულამაზესი დედა – ნინო ფირცხალაიშვილი. „დედასთან იჩქარე შეხვედრა, წადი, გაფრინდი და შენი შვილები დატოვე დედის გარეშე. ნუნუ ჩაგიკრავს, ტკივილს დაგიამებს, მაგრამ შენი ადრე მისვლა არ გაუხარდება. ღმერთო, ხანდახან რა სასტიკია წუთისოფელი“ _ წერს ლესის სკოლის დირექტორი თინათინ გოგელია. „ჩვენო თვალებციმციმა გოგო, ეს რატომ მოხდა ჩვენს თავს. სულის სიმწარე […]

„ლესას მოუკვდა „მარიტა“ – ულამაზესი და უნიჭიერესი გოგო“ _ ვისზე წერს ლანჩხუთის საკრებულოს წევრი ელისო ჭიჭინაძე

ლანჩხუთის საკრებულოს წევრი, ლესა-ჯურუყვეთის მჟორიტარი ელისო ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „ლესას მოუკვდა „მარიტა“ _ ულამაზესი და უნიჭიერესი გოგო, მარტისა პატარაია. სრულიად ახალგაზრდა გაიყვანა უფალმა ამქვეყნიდან, გამქრალი სილამაზითა და გაუსაძლისი ტკივილებით. ნათელი დაუმკვიდროს უფალმა მის სულს და მშვიდად განისვენოს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ“ _ წერს სოციალურ ქსელში სოფლის მაჟორიტარი, ექიმი-ლაბორანტი ელისო ჭიჭინაძე. „რა საოცრად აღწერე, […]

გურიის ერთ-ერთ სოფელში შემზარავი ფაქტი მოხდა – 30 წლის კაცმა 14 წლის გოგო გააუპატიურა

გურიის ერთ-ერთ სოფელში შემზარავი ფაქტი მოხდა _ არსებული ინფორმაციით, 30 წლის კაცმა 14 წლის გოგო გააუპატიურა. ინფორმაციას ავრცელებს „გურია ნიუსი“, რომელმაც გაარკვია, რომ მე-8 კლასელი გოგონა გუშინ გაუჩინარდა. დახმარებისთვის მშობლებმა სოფელში  მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლობას მიმართა. როგორც ინფორმირებულმა წყარომ გამოცემას უთხრა, არსებობს დაზარალებულსა და ზრდასრულ კაცს შორის სატელეფონო მიმოწერები, სადაც სავარაუდო გაუპატიურების ფაქტი იკვეთება. წყაროს ინფორმაციით, […]

„გურია თუდეის“ ექსკლუზიური ინფორმაცია დადასტურდა – ლანჩხუთში „ქართულმა ოცნებამ“ ზუსტად ის ათეული დაასახელა, რაც დღეს გავავრცელეთ… 15-დან 5 ახალი სახეა

„გურია თუდეის“ მიერ გავრცელებული პარტიული სია, რომელსაც „ქართული ოცნება“ ცესკოში წარადგენს 100%-ით დადასტურდა. უბრალოდ, ერთი გადანაცვლებით _ ჩვენს ათეულში მესამე ადგილი თენგიზ ხუხუნაიშვილს ეკავა, ხოლო მეხუთე _ კარლო წილოსანს. ოფიციალურ სიაში, რომელიც პარტიის ლანჩხუთის ორგანიზაციამ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა, პირიქითაა, ანუ სამეულში შედის კარლო წილოსანი, რომელიც წინა ადგილობრივ არჩევნებში მმართველი პარტიის პირველი ნომერი იყო. მაშ […]

[ექსკლუზივი] კვერენჩხილაძე, კვირკველია, ხუხუნაიშვილი… ლანჩხუთში „ქართული ოცნების“ პარტიული სიის ათეული ცნობილია, სადაც მხოლოდ ერთი ახალი სახეა

ლანჩხუთში „ქართული ოცნების“ პარტიული სიის დასახელება ძალიან გაჯანჯლდა და ამის მიზეზად შესაძლო შეუთანხმებლობა სახელდება, თუ ვინ რა პოზიციაზე უნდა იყოს. აქამდე სიის პირველ ნომრად კულუარებში სამი კანდიდატურა სახელდებოდა _ საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, რომელიც ნიგვზიანის მაჟორიტარად იყრის კენჭს, მისი მოადგილე ვერიკო კვირკველია და ლანჩხუთის საჭადრაკო კლუბის პრეზიდენტი თენგიზ ხუხუნაიშვილი. თუმცა როგორც ექსკლუზიურად გვაცნობეს, სიის […]