„დღეს 22 ნოემბერია, დღე, როცა შენი ქორწილი უნდა შემდგარიყო… როგორ ჩაგისაფრდა სიკვდილი ბედნიერების წინა დღეებში, ამ კითხვას პასუხი არ აქვს“

ლანჩხუთის მერიის წარმომადგენელი მაჩხვარეთში გოჩა ცინცაძე რამდენიმე დღის წინ ტრაგიკულად დაღუპულ ზურა ჩხაიძეზე წერს, რომელსაც დღეს ქორწილი უნდა ჰქონოდა… [წაიკითხეთ: „წინადღეს მამამისს დიდი მანქანა დაეჯახა და გადარჩა, ზურა, სამწუხაროდ, დაიღუპა… 22-ში ქორწილი უნდა ჰქონოდა, დაისფო ოჯახი, ერთადერთი ბიჭი ჰყავდათ…“] „დღეს 22 ნოემბერია, დღე, როცა შენი ქორწილი უნდა შემდგარიყო და უფლის წინაშე დაგედო ფიცი, სიცოცხლის ბოლომდე […]
„ჩვენო ბუატა, ახლა ხომ ხარ ბედნიერი ცისარტყელაზე?“ _ სულისშემძვრელი ისტორია ძაღლზე, რომელიც ლანჩხუთში ნიჩბით სცემეს

ლანჩხუთში ძაღლს ნიჩბით სცემდნენ, რის გამოც ის დაავადდა და კეთილი ადამიანების მცდელობა, ცუგა გადაერჩინათ, უშედეგო გამოდგა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ და სულისშემძვრელ სტატუსს ქალაქის მაცხოვრებელი, სამოქალაქო აქტივისტი ციცინო უგრეხელიძე წერს: „ეს რომ არ დავწერო, ოღონდ ძალიან გულისტკივილით, არ შემიძლია! კმაყოფილები ხართ, ძაღლთმოძულეებო, ვინც ამ ძაღლს ნიჩბით ცემდით და კიბო გაუჩინეთ? ერთი თვეა, ველოლიავებით რამდენიმე […]
როგორ „ამოიცნო“ დაზარალებულმა ქალბატონმა ქურდი და როგორ „ასწავლეს ჭკუა“ „ეჭვმიტანილ“ ომარ ხუციშვილს პოლიციის თანამშრომლებმა

ლანჩხუთის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი და ექს-მაჟორიტარი ომარ ხუციშვილი იხსენებს: _ ყოველ 10 ნოემბერს პოლიციის ძველ შენობასთან ვეტერანები ვიკრიბებით. ბევრი კურიოზს, უამრავ თბილად მოსაგონარს ვიხსენებთ. როცა პოლიციაში უფროსის მოადგილედ დამნიშნეს, ჩინის მიღებამდე დახლოებით ერთი თვე მოვალეობის შესრულება პოლიციის ფორმისა და იარაღის გარეშე მიხდებოდა. ამის მიუხედავად, მაქსიმალურად ვცდილობდი მოკლე დროში გავრკვეულიყავი ჩემთვის სრულიად უცხო გარემოში. ყურაღებით ვსწავლობდი […]
„დღესასწაულმა გააერთიანა თემის კულტურა, ისტორია და თანამედროვეობა…“ _ აკეთში სახალხო ზეიმი – „აკეთობა-2025“ გაიმართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში სახალხო დღესასწაული „აკეთიბა-2025“ გაიმართა. ღონისძიებას უმასპინძლა კულტურულ-მემკვიდრეობითი სივრცის ეზომ, სადაც სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობები გამართეს. წარმოდგენილი იყო ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, ხელნაკეთი ნივთები და თემატური გამოფენა. „აკეთის თემში ტრადიციული დღესასწაული – „აკეთობა 2025“ განსაკუთრებულად და თბილ ატმოსფეროში აღინიშნა. ღონისძიება ჩატარდა აკეთის კულტურულ-მემკვიდრეობით სივრცეში, რაც დღესასწაულს კიდევ უფრო განსაკუთრებულ იერსა და სიმბოლურ მნიშვნელობას […]
„ლანჩხუთს კიდევ ერთი უსაყვარლესი ქალბატონი გამოაკლდა, რომელიც ამშვენებდა ქალაქს, რაიონს, ქვეყანას“ _ „ღადარი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

„კიდევ ერთი უსაყვარლესი ქალბატონი, ჩვენი ჯგუფის უხუცესი წევრი, ქომაგი, აქტიური და იმედიანი ცისანა კვირკველიას გამოაკლდა ჩვენს ქალაქს, რაიონს, საქართველოს. ჯგუფისა და ადმინისტრაციის სახელით ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. ნათელში იყოს მისი ლამაზი“ _ წერს პოპულარული ფეისბუქ-ჯგუფი „ღადარი“. რამდენიმე დღის წინ, ჯგუფი ქალბატონ ცისანას დაბადების დღეს ულოცავდა _ 6 ნოემბერს იგი 91 წლის გახდა… „ლანჩხუთის რეალობას ამშვენებს ამაგდარი, […]
„2012-ში უარი გვითხრა, ოჯახს შემივიწროვებენო და საკრებულოში მესამედაა… ახლა კლავიატურის ლომი რომაა, მაშინ გვითხრა _ „ნაცები“ მესიმპატიურებაო“ _ სოსო ბოლქვაძე, ელგუჯა ჩხაიძე და რომან ბიწაძე ლანჩხუთელ „პორტირებულებზე“

„გურია თუდეის“ სტატიას _ „გურია თუდეიმ“ ლანჩხუთის საკრებულოში „ბომბი გახეთქა“… „იქობამდე გახაზირებული“ ბიულეტენები, „ელანძე გადანიშნული“ თავმჯდომარეები და მთავარი ინტრიგა: ვინ არ მისცა ხმა ვერიკო კვირკველიას?, რომელშიც საუბარი იყო მათ შორის იმაზე, რომ ლანჩხუთის საკრებულოში 32 წევრიდან 19 თავმჯდომარე და მოადგილეა, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ქალაქ ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი, „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი […]
„მისი ხმა ქარში გვესმის, როცა საქართველოს დროშა ფრიალებს… მისი ნაბიჯი მაშინ გვესმის, როცა მიწა თავისუფლების სუნითაა გაჟღენთილი…“ _ ლანჩხუთელ გმირს, გოჩა კვირკველიას დღეს 60 წელი შეუსრულდებოდა…

ლანჩხუთელი ჟურნალისტი ეთო ჭყონია სოციალურ ქსელში გოჩა კვირკველიაზე წერს _ აფხაზეთის ომის გმირზე, რომელსაც დღეს 60 წელი შეუსრულდებოდა, მაგრამ მარად 27 წლის დარჩა… „გმირები არ კვდებიან, ისინი მარადიულობაში გადაინაცვლებენ… ისიც გმირი იყო… 27 წლის დარჩა მარად… სამშობლოსათვის თავდადებული ომში უშიშრად წავიდა… ამბობდა, დედის ლოცვა გადამარჩენსო… სამწუხაროდ, სნაიპერის ტყვიამ სიცოცხლეს გამოასალმა… გოჩა ჩვენთან არის, ის მხოლოდ […]
“ისეთი ამბავია, მტერს არ ვუსურვებ” _ გურიაში კაცი, რომელსაც 6 ნოემბრიდან ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს, მისმა დედამ თვითმკვლელობა სცადა

ჩოხატაურელი გელა დოლიძე, რომელსაც 6 ნოემბრიდან ეძებდნენ და ბოლოს სოფელ წყალწმინდაში ნახეს, სამწუხაროდ, გარდაცვლილი იპოვეს ურეკში, სადაც ერთ-ერთი საწყობის უფროსად მუშაობდა. ამის შესახებ „გურია ნიუსი“ წერს. გამოცემას გარდაცვლილის ახლობლები უყვებიან, რომ დედამ, მას შემდეგ, რაც შვილის გარდაცვალების ამბავი შეიტყო, თვითმკვლელობა სცადა: “ისეთი ამბავია, მტერს არ ვუსურვებ. შვილის გარდაცვალება რომ გაიგო, თაგვის და ფაროსანას საწამლავი დაულევია. […]
„ბახმაროში უკანონო მშენებლობებზე და ჩავარდნილი ხიდის ამბავში ვყოფილვართ მართლები? [მაგრამ] ახლა ვიღაც ლიფსიტებს დააკავებენ, სინამდვილეში პრობლემა თავშია…“ _ კახა ასკურავა

ლანჩხუთელი ოპოზიციონერი კახა ასკურავა ბახმაროში უკანონო მშენებლებობებისა და სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე ხიდის ჩავარდნის გამო დაკავებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ბახმაროში უკანონოდ მიტაცებულ მშენებლობებში ხომ 100% ვყოფილვართ თურმე, აგერ სამტრედიაში კორუფციული გარიგების შედეგად ჩავარდნილი ხიდის ამბავშიც ხომ 100% ვართ, ჯერ სად ხართ, კიდევ რამდენ რამეში აღმოვჩნდებით მართლები… ეს აფიშაა, კინო აწი იქნება, ესენი რომ მოშორდებიან. ცნობისთვის: სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთი, […]
გურიაში კიდევ ერთ კაცს ეძებენ – ბოლოს სოფელ წყალწმინდის ქვესადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს…

გურიაში დაკარგულ კაცს ეძებენ. ჩოხატაურელი გელა დოლიძის ახლობლების სოციალურ ქსელში წერენ, რომ იგი 6 ნოემბერს სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ვერ უკავშირდებიან. „თქვენი დახმარება გვჭირდება. ვეძებთ გელა დოლიძეს. გუშინ [6 ნოემბერს] საღამოს 8 საათის შემდეგ კონტაქტზე არ გამოდის. პარალელურად ეძებს პოლიციაც. ბოლოს ნახეს ლაჩხუთის სოფელ წყალწმინდაში, ქვესადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუ ვინმეს შეგიძლიათ დახმარება, გთხოვთ, დაუკავშირდეთ […]