„დღეს გაგაცილეთ სამშობლოში და პირნათლად შევასრულე დანაპირები შენს გამწარებულ დედასა და მეუღლესთან…“ _ ლელა ჩახვაძე ლანჩხუთელი ემიგრანტის გარდაცვალების შესახებ წერს

ლანჩხუთის საკრებულოს ყოფილი წევრი ლელა ჩახვაძე, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს და თანამემაულეების გვერდში მდგომი და დიდი იმედია, ასევე ემიგრაციაში მყოფი თანაქალაქელის შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს _ ელგუჯა ანდღულაძე, რომელიც საზღვარგარეთ მკურნალობის კურსს გადიოდა, სამწუხაროდ, გასულ კვირაში გარდაიცვალა. „ერთი მიწა-წყლის შვილები შემთხვევით აგვისტოს თვეში შევხდით ერთმანეთს, მალე გავიგე, რომ უმძიმესი იყო შენი მდგომარეობა, მეც გითხარი, ოჯახთან დაბრუნებულიყავი, […]
„ვიღაცას იქნებ არ სცემდნენ, მაგრამ ვერ დავიჯერებ, ეს პრობლემა არ იყო მის სკოლაში“ _ „გურია თუდეის“ მკითხველის გამოხმაურება: „ნეტა, დღეს იყოს ის ლალი მილიციელი, ახალგაზრდებს მეტი შიში და რიდი ექნებოდათ“

„გურია თუდეის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატიის _ დაგვიანებული ბოდიში დედას _ ნათია ორმოცაძის ბლოგი: „ჩვენ გვაშინებდნენ ლალი მილიციელით და ინტერნატში გადაყვანით, რადგან იქ იყო „ცუდი“ ბავშვების ადგილი, თითებში სახაზავს გვირტყამდნენ მასწავლებლები…“ _ ფეისბუქ-ქარდს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დაინტერესება 30 ათასამდე მომხმარებელმა გამოხატა, გაკეთდა 100-ზე მეტი კომენტარი. ჩვენ განსხვავებული პოზიციები შევარჩიეთ… ლალი მუკბანიანი: _ არავისზე ნაკლები ბავშვები არ […]
არჩილ ხოფერია: „ჩვენი ბრძოლა გრძელდება, ჩემი ხალხის მარადიული ბრძოლა…“ _ ჯამბულათის დაღუპვიდან სამი წელი გავიდა

დღეს სამი წელი გავიდა, რაც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას ჯამბულათ ხოფერია უმცროსი შეეწირა. მისი მამა არჩილ ხოფერია, რომელიც ასევე უკრაინაში იბრძვის, სოციალურ ქსელში წერს: „სამი წელი გავიდა… მძიმეა ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენი ბრძოლა გრძელდება, ჩემი ხალხის მარადიული ბრძოლა… მანამ ჩვენ ვუძლებთ დაკარგვით გამოწვეულ ტკივილებს, მანამ ვეზიდებით ჩვენ ჯვარს, მანამ მტერმა იცის, რომ ადრე თუ გვიან, […]
დაგვიანებული ბოდიში დედას _ ნათია ორმოცაძის ბლოგი: „ჩვენ გვაშინებდნენ ლალი მილიციელით და ინტერნატში გადაყვანით, რადგან იქ იყო „ცუდი“ ბავშვების ადგილი, თითებში სახაზავს გვირტყამდნენ მასწავლებლები…“

ლანჩხუთელი ნათია ორმოცაძის ბლოგს „პუბლიკა“ აქვეყნებს. იგი ჩვენს მუნიციპალიტეტში საკმაოდ ცნობილი დედ-მამის შვილია: დედა _ ლია მდინარაძე იყო უცხო ენის (ფრანგული) პედაგოგი, მამა _ იური ორმოცაძე გახლდათ მეფრინველეობის ფერმის დირექტორი. ამას წინათ მეტროში ახალგაზრდა ქალბატონს ხელი პატარა გოგონასთვის ჩაეკიდებინა და თითქმის სირბილით მიდიოდა. ბავშვი დიდ ნაბიჯებს დგამდა, რომ დედას დასწეოდა, თუმცა ამაოდ. დედას, როგორც ჩანს, სადღაც ძალიან ეჩქარებოდა და არაფრით უნელებდა ნაბიჯს, შიგდაშიგ მუჯლუგუნსაც კი […]
„ჩვენს გვერდით წლების განმავლობაში მუშაობდა, იმედად მოგვევლინა თავისი ცოდნით და გამოცდილებით, შეიყვარა რაიონმა…“ _ ლანჩხუთის კლინიკის ყოფილი ექიმი გარდაიცვალა

ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრის დირექტორი თინათინ გოგუაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს _ გარდაიცვალა კლინიკის ყოფილი ექიმი პაატა ფერაძე. „ჩვენს გვერდით წლების განმავლობაში მუშაობდა. იმედად მოგვევლინა თავისი ცოდნით და გამოცდილებით. შეიყვარა ჩვენმა რაიონმა და ჩვენმა კლინიკამ. მისი ავტორიტეტით ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებდა. პრინციპული და მრავალმხრივ განათლებული ადამიანი იყო. ბოლო დროს შეპარებულმა სენმა ჯანმრთელობა შეურყია, მაგრამ ბოლო […]
საპატიო კურსდამთავრებულის ტიტული თენგიზ მოისწრაფეშვილს და ვარსკვლავი _ ალიეტა სიორიძეს, რომელიც 53 წელი ხელმძღვანელობდა ხაჯალიის სკოლას

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჩიტაძე ხაჯალიის საჯარო სკოლაში სკოლის ყოფილი დირექტორის, ალიეტა სიორიძის სახელობის ვარსკვლავის გახსნას დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში სკოლის საპატიო კურსდამთავრებულის ტიტული მიენიჭა პროფესორ თენგიზ მოისწრაფეშვილს. „ძალიან დიდი პატივია, რომ ასეთი მნიშვნელოვან ღონისძიებას დავესწარი. ქალბატონი ალიეტა 53 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ხაჯალიის სკოლას. მინდა პატივი მივაგო მის ხსოვნას. […]
მობილურები _ 269 ლარიდან, ტელევიზორები _ 349 ლარიდან, მაცივრები _ 379 ლარიდან, გაზქურები _ 499 ლარიდან, კონდიციონერები _ 799 ლარიდან… „შავი პარასკევის“ დიდი ფასდაკლებები „ელიტ გურიაში“

ლანჩხუთში არსებულ „ელიტის“ ოფიციალურ პარტნიორ მაღაზიაში თქვენ დაგხვდებათ წინასაახალწლო სასიამოვნო გარემო, მომღიმარი და თქვენი დახმარების მოსურნე კონსულტანტები, საოჯახო ელექტროტექნიკის, გათბობა/გაციების სისტემების, მობილურებისა და აქსესუარების ძალიან დიდი არჩევანი და რაც მთავარია, BLACK FRIDAY-ს ფასდაკლებები ნებისმიერ ტექნიკაზე. „შავი პარასკევისთვის“ ლოდინი აღარაა საჭირო, რადგან ფასები უკვე დაკლებულია! თქვენს მიერ შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს სახლში მოგიტანენ, მოქმედებს „ელიტის“ ოფიციალური […]
მამათმა სოფლის სახალხო ზეიმს უმასპინძლა _ „მამათობა-2025“ „ხელხვავმა“, „აცაურამ“ და ხუხუნაიშვილების სახელობის სიმღერა-გალობის სკოლის მოსწავლეებმა გაალამაზეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე, კულტურის ცენტრის ხელმძღვანელ გოდერძი ქურიძესთან ერთად, მამათის ადმინისტრაციულ ერთეულში სახალხო დღესასწაულს _ „მამათობა-2025“-ს დაესწრო. ღონისძიებაში ანსამბლებმა, „ხელხვავმა“ და „აცაურამ“, ასევე, ხუხუნაიშვილების სახელობის სიმღერა-გალობის სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. სოფლის დღესასწაულზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, ხელნაკეთი ნივთები და თემატური გამოფენა.
„გაფრინდა ჩემი თომაც, განმიახლდა ნიკოლოზი…“ _ „გურიას“ ყოფილი კაპიტანი ფოთში მომხდარ ტრაგედიაზე: 22 წლის ბიჭს მალე ნიშნობა უნდა ჰქონოდა და ავტოავარიაში დაიღუპა

„გაფრინდა ჩემი თომაც… განმიახლდა ნიკოლოზი… გადახვევენ ერთმანეთს ხელს…“ _ წერს სოციალურ ქსელში „გურიას“ ყოფილი კაპიტანი ერეკლე კილაძე. მისი ძმა ნიკა კილაძე, ასევე „გურიას“ ფეხბურთელი, 2014 წლის 8 ოქტომბერს, თბილისში ავარიაში მოხვდა და სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ერეკლეს ბიძაშვილისშვილია თომა პაჭკორია, 22 წლის ახალაზრდა გუშინ ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. თომა უახლოეს მომავალში დაოჯახებას გეგმავდა, […]
„დღეს 22 ნოემბერია, დღე, როცა შენი ქორწილი უნდა შემდგარიყო… როგორ ჩაგისაფრდა სიკვდილი ბედნიერების წინა დღეებში, ამ კითხვას პასუხი არ აქვს“

ლანჩხუთის მერიის წარმომადგენელი მაჩხვარეთში გოჩა ცინცაძე რამდენიმე დღის წინ ტრაგიკულად დაღუპულ ზურა ჩხაიძეზე წერს, რომელსაც დღეს ქორწილი უნდა ჰქონოდა… [წაიკითხეთ: „წინადღეს მამამისს დიდი მანქანა დაეჯახა და გადარჩა, ზურა, სამწუხაროდ, დაიღუპა… 22-ში ქორწილი უნდა ჰქონოდა, დაისფო ოჯახი, ერთადერთი ბიჭი ჰყავდათ…“] „დღეს 22 ნოემბერია, დღე, როცა შენი ქორწილი უნდა შემდგარიყო და უფლის წინაშე დაგედო ფიცი, სიცოცხლის ბოლომდე […]