„ოთხი საათიდან დაიძრებოდნენ სტადიონისკენ, თამაში 7-ზე იწყებოდა“ _ რატომ ითხოვდნენ გურული ქომაგები ტაბლოზე ანგარიშის „გასწორებას“ და რა ფოტოს აქვეყნებს ომარ ხუციშვილი?

ლანჩხუთის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ომარ ხუციშვილი იხსენებს: _ უმაღლესი ლიგის თითოეული მატჩი ლანჩხუთელებისათვის ნამდვილი სახალხო ზეიმი იყო. ამ დღეს ყველას ყველანაირი საქმე გვერდზე ჰქონდა გადადებული. ხალხი რაიონულ ცენტრში შეკრებას 12 საათიდან იწყებდა. სამ საათზე ქალაქის ცენტრალური ნაწილი გადავსებული იყო. ადამიანებს უხაროდათ ერთმანეთის ნახვა, მოკითხვა, შეხვედრა. საუბრობდნენ, კამათობდნენ, იძენდნენ საფეხბურთო ლატარიის ბილეთებს. ერთობოდნენ კაფეებსა და სასაუზმეებში. […]

„გურიაში“ „ელვამ“ ანგარიში გახსნა… 1:1 „ორბისთან“ _ გოჩა ტყებუჩავამ პირველ ამხანაგურ შეხვედრაში 23 ფეხბურთელი ათამაშა

ახალი სეზონისთვის სამზადისში მყოფმა „გურიამ“ პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. გურულები დედაქალაქურ „ორბის“ გაეჯიბრნენ, რომლის ღირსებას ლანჩხუთელთა ექს-კაპიტანი ბექა ბერიძე იცავს. გურულებმა პირველ ტაიმში თბილისელები კლასისა და გამოცდილი ფეხბურთელების ხარჯზე დაჯაბნეს და ეს ანგარიშშიც აისახა. 24-ე წუთზე, დათა სიჭინავას გამორჩეული დარყმისას ბურთი ხარიხამ აისხლიტა, დამატებაზე თორნიკე კაპანაძემ ყველას დაასწრო და შედეგად, „ელვამ“ მატჩის და „გურიაში“ პირადი […]

[ექსკლუზივი] „გურიას“ 2 ამხანაგური თანალიგელებთან და ორკვირიანი შეკრება ქობულეთში: ვის შეხვდება გოჩა ტყებუჩავას გუნდი?

„გურია“ თბილისშია შეკრებილი და ახალი სეზონისთვის ემზადება. გუნდის მომზადებაში ცოტაოდენი კორექტივები ჯერ თოვლმა და შემდეგ ძლიერმა ქარმა შეიტანა. ხვალ გურულები პირველ ტესტ-მატჩს მესამე ლიგაში მოასპარეზე დედაქალაქურ „ორბისთან“ გამართავენ, რომლის ღირსებას „გურიას“ ექს-კაპიტანი ბექა ბერიძე იცავს. კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი გოჩა ტყებუჩავას გუნდს 14 თებერვლისთვის აქვს დაგეგმილი _ ლანჩხუთელები ასევე თანალიგელ თბილისურ კლუბს _ „მერანს“ შეხვდებიან. […]

მერაბ ჟორდანია: „გუნდი უკვე დაკომპლექტებულია… „გურიას“ პროექტი სტიმული იქნება სხვა გუნდებისთვის და ეს წაადგება ქართულ ფეხბურთს“

ლანჩხუთის „გურიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჟორდანიამ და კლუბის ლეგენდარულმა კაპიტანმა, თემურ ჩხაიძემ ვრცლად ისაუბრეს გადაცემაში „დროის სამართალი“. თემა ლანჩხუთის კლუბის ისტორია და მომავლის პერსპექტივები იყო. თემურ ჩხაიძემ აღნიშნა, რომ გაიზარდა ინტერესი „გურიას“ მიმართ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კლუბი მერაბ ჟორდანიას შვილის, კახი ჟორდანიას მმართველობაში გადავიდა: „მირეკავენ, მეკითხებიან, ვინ დავიმატეთ, კალენდარი თუ გამოვიდა, […]

ჩხარტიშვილი, მატვეევა, გუჯაბიძე, ნარსია, გაბელაია, დანელია, პასიკაშვილი, ბუხრიკიძე და მწყერაშვილი… „ლანჩხუთის“ 9 ფეხბურთელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში!

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების იანვრის შეკრებაზე მთავარმა მწვრთნელმა ირის ანტმანმა „ლანჩხუთის“ 9 ფეხბურთელი გამოიძახა. ინფორმაციას კლუბის ფეისბუქგვერდი ავრცელებს. ეს ფეხბურთელები არიან: სვეტლანა გაბელაია, ნინო ჩხარტიშვილი, ნინო გუჯაბიძე, სოფიკო ნარსია, ნინო პასიკაშვილი, ტატიანა მატვეევა, ნათია დანელია, ნინო ბუხრიკიძე და ლიზი მწყერაშვილი. აქედან 6 ახალწვეულია: „ლანჩხუთმა“ „ნიკე-ლუსოსგან“ ახლახანს დაიბრუნა ნარსია, ასევე მოქმედი ჩემპიონები არიან: გაბელაია, დანელია, ბუხრიკიძე […]

„დაწექით!“ – რატომ დაათმობინეს „გურიას“ ხარკოვის „მეტალისტთან“? ჩაწყობილი მატჩი, რომელსაც მასობრივი არეულობა მოჰყვა: 1987 წლის 17 ოქტომბერს ლანჩხუთი დიდ ტრაგედიას გადაურჩა

ძვირფასო გულშემატკივრებო… ძვირფასო გულშემატკივრებო… მხოლოდ ამ ფრაზის თქმას ახერხებს სტადიონის დიქტორი, მოწოდების დანარჩენი ნაწილი კი, გულშემატკივრების ხმაურში იკარგება… 1987 წლის 17 ოქტომბერი ის დღეა, როცა ლანჩხუთი დიდ ტრაგედიას გადაურჩა _ მას შემდეგ, რაც მსაჯმა ისედაც სკანდალური მატჩი ნაადრევად დაასრულა, იქიდან დაწყებული რამდენიმე საათის განმავლობაში შეტაკება მიმდინარეობდა „გურიას“ გულშემატკივრებსა და ე.წ. „მერვე პოლკის“ უწვერულვაშო სამხედროებს შორის… […]

[ექსკლუზივი] „გურია“, გრიგოლეთის ბაზის კეთილმოწყობამდე, თბილისში დარჩება, მაგრამ საშინაო შეხვედრებს „ევგრაფი შევარდნაძეზე“ ჩაატარებს

„გურია თუდეის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, „გურია“, რომელიც ახალი სეზონისთვის თბილისში ემზადება, დედაქალაქში დარჩება, სანამ გრიგოლეთის ბაზის კეთილმოწყობა არ მოხდება. თუმცა საშინაო შეხვედრებს გუნდი კვლავ „ევგრაფი შევარდნაძეზე“ ჩაატარებს, რომლის რეაბილიტაცია ასევე იგეგმება. ჩვენი ინფორმაციით, „გურია“ ლანჩხუთში საშინაო მატჩის წინადღეს ჩამოვა, სასტუმროში დაბანაკდება და იმავე დღეს ცენტრალურ სტადიონზე ივარჯიშებს. „გურიას“ საცხოვრებელი კორპუსი 1987-2016 წლებში რა თქმა უნდა, უამინდობის […]

მერაბია მეგრელაძე, შვიდმეტრიან კარს ერთი ბეწო ბურთს აცილებ და ამ პატარა ორმოს ამხელა მანქანა ვერ ააცილეო? _ როგორ იხსენებენ ლეგენდას ლანჩხუთელი მეგობრები

„თუ სტენლი მეტიუზს ინგლისის დედოფალმა სერის ტიტული მიანიჭა, ქართველებმა მერაბ მეგრელაძე ლორდად უნდა მოვიხსენიოთ“ _ მოსწრებულად თქვა ცნობილმა კომენტატორმა ნუგზარ ჯუღელმა და როგორც ყოველთვის, „ათიანში“ მოარტყა. ლანჩხუთელი მეგობრები კეთილშობილ, უმაგრეს თავდამსხმელს მერაბ მეგრელაძეს გაიხსენებენ და ამისთვის „ლანჩხუთი პლუსის“ მდიდარ არქივს გამოვიყენებთ. ჯემსუატ ურუშაძე, „გურიას“ ყოფილი მეკარე, კლუბის მეისტორიე: ,,1977 წელს  ,,გურიაში’’ მოვიდა აგრესიული, შემტევი, სწრაფი […]

„გურია“ აღარ ხუმრობს: ლევან კაკუბავა, ცოტნე ჩოთალიშვილი, დავით კიკალიშვილი და ლევან ისიანი… ვინ იქნება შემდეგი?

„გურია“ ახალი სეზონისთვის ისევ გამოცდილ ფეხბურთელებს იმატებს [ასევე წაიკითხეთ: მაისაშვილი, იაშვილი, კაპანაძე და სხვები… „გურიას“ ახალი მფლობელები საქართველოს ჩემპიონებს იმატებენ და ლიგა-2-ში გადასვლის გარდა, სხვა ვარიანტს არ განიხილავენ _ ვინ რჩება ძველი შემადგენლობიდან?] „გურიას“ კარს 27 წლის ლევან ისიანი დაიცავს, რომელიც ბოლო 6 წლის მანძილზე ბოლნისის „სიონში“ თამაშობდა, იყო მისი კაპიტანი. მანამდე კი, „გაგრას“ ღირსებას […]

„ლანჩხუთი“ „ნიკე-ლუსოს“ ტრანსფერებში 4:1-ს უგებს… თათია გაბუნია და ლელა ჭიჭინაძე წავიდნენ, „ლანჩხუთმა“ საქართველოს ნაკრების 5 წევრი და არგენტინელი ლეგიონერი დაიმატა

მთავარ ფოტოზე _ მარცხნიდან: ლიზი მწყერაშვილი, ნინი ბუხრიკიძე, ნათია დანელია, რგოლში _ ნინო პასიკაშვილი, თათია გაბუნია ჩემპიონთა ლიგაზე 2025 და 2020 წლებში, სვეტლანა გაბელაია ლანჩხუთის ქალთა გუნდი ახალი სეზონისთვის მნიშვნელოვნად გაძლიერდა. „ლანჩხუთში“ ითამაშებს არგენტინელი ლეგიონერი კარენ ფერეირა. გურულებმა სამი მოთამაშე მოქმედი ჩემპიონიდან დაიმატეს _ 2025 წლის საუკეთესო ნახევარმცველმა, ნათია დანელიამ, შემტევებმა _ ნინი ბუხრიკიძემ და […]