„6 მოწმე გვყავს, რომ სექსუალური კავშირი იყო ნებაყოფლობითი“ _ გურიაში, კურორტ ბახმაროზე უცხოელი ტურისტის გაუპატიურებაში ბრალდებულის ადვოკატი

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | ბახმარო, ბორკილები

ბახმაროში, 28 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, ახალგაზრდა კაცი დააკავეს – ბრალდებული პოლიციამ დღეს დილით მას შემდეგ დააკავა, რაც უწყებას დაზარალებულმა თბილისში ჩასვლის შემდეგ მიმართა.

არსებული ინფორმაციით, ქალი იაპონიის მოქალაქეა და ჩვენებაში წერს, რომ სექსუალური ძალადობა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

„გურიის მოამბეს“ ცნობით, დაკავებული 30 წლამდე მამაკაცი ადგილობრივია. მისი ადვოკატი დავით მამალაძე გაუპატიურების ფაქტს გამორიცხავს და ამბობს, რომ სქესობრივი კავშირი ნებაყოფლობით, იაპონელი ქალბატონის დაჟინებული თხოვნით მოხდა:

„გაიცნეს ერთმანეთი, ისაუბრეს, წაყვა კოტეჯში, ბევრი იცინეს, ქალი კისერზე ეხვეოდა, წაიღო ამან ხელი, იმანაც აკოცა და ყველაფერი ბუნებრივად მოხდა, შემდეგ კი ქალმა ფული მოსთხოვა, უარის შემდეგ კი იკივლა, რომ გამაუპატიურაო, 6 მოწმე გვყავს, რომ სექსუალური კავშირი იყო ნებაყოფლობითი“ _ უთხრა გამოცემას დაკავებულის ადვოკატმა.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუპატიურებას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.