[გამოსათხოვარი] ოჯახი და ახლობლები ნატო გუდავაძეს ემშვიდობებიან

|

Loading

დღეს სიტყვები გვიჭირს… გვიჭირს იმის დაჯერებაც, რომ ჩვენს უსაყვარლეს ადამიანს ვემშვიდობებით.

ნატო, შენ იყავი ადამიანი, რომლის სიყვარულიც ოჯახს აერთიანებდა, რომლის სითბო და მზრუნველობა ყველასთვის ძვირფასი იყო. შენს გარეშე ჩვენი სახლი, ჩვენი ყოველდღიურობა და ჩვენი ცხოვრება უკვე სხვანაირი იქნება.

მეუღლე, შვილები, შვილიშვილები, სიძე, რძალი და ახლობლები დიდი სიყვარულითა და უსაზღვრო მონატრებით გემშვიდობებით. მადლობა ყველა იმ დღისთვის, ყველა სითბოსთვის, სიყვარულისთვის, რომელსაც გვჩუქნიდი.

შენგან დატოვებული სიყვარული არასოდეს გაქრება. მუდამ იცოცხლებ ჩვენს გულებში, ჩვენს მოგონებებსა და ჩვენს ყოველდღიურობაში.
მშვიდობით, ჩვენო ძვირფასო, შენი მონატრება ჩვენი ცხოვრების ნაწილად დარჩება.

სიყვარულითა და მარადიული მონატრებით,
მეუღლე სერგო ლომაძე;
შვილები: ამიკო, კატო, მარიამ და თიკო ლომაძეები;
შვილიშვილები: ბაჩი, ნატალი, მარიამ და გიორგი ლომაძეები; ნიკა, ბარბარე, იულიანა და ნინიკო ცინცაძეები; მარიამ და ელიზა შაინიძეები;
სიძე მიხეილ ცინცაძე;
რძალი კესო ჩაჩუა და ახლო ნათესავები.


გასვენება: ხუთშაბათს, 26 ნოემბერს, 14:00 სთ.-ზე.
მისამართი: თბილისი, გლდანი, გმირ კურსანტთა ქუჩა, პოლიციის აკადემიის წინ მდებარე კორპუსი, მე-4 სართული, ბინა #403.

„გურია Today“ გამოთქვამს მწუხარებას და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.