ლანჩხუთში, სოფელ ნიგვზიანში, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 28 წლის თორნიკე სურმანიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ორი დღის წინ, ღამის საათებში მოხდა. ინფორმაციას „გურია ნიუსი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავი ავტობუსი ახალგაზრდას მაშინ დაეჯახა, როდესაც ის სახლში ბრუნდებოდა.
„მანქანა გააჩერა და ეზოში შედიოდა. ავტობუსი დაეჯახა და მიატოვა“, _ უთხრა გამოცემას გარდაცვლილის თანასოფლელმა. მისივე თქმით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს თორნიკე სურმანიძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.






