გურული კერძების მასტერკლასი და ნავებით დაშვება მდინარე სუფსაზე _ ლანჩხუთმა თევზის ფესტივალს მეორედ უმასპინძლა

|

Loading

თევზის ფესტივალი სუფსაში ბოლოს 2 წლის წინ გაიმართა

10 სექტემბერს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი სუფსაში თევზის ფესტივალი მეორედ გაიმართა.

საღამოს 5 საათიდან, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ თევზჭერის ტურნირში ჩართულიყო და მიეღო პრიზები. ასევე დააგემოვნეს გრილზე შემწვარი თევზი ღვინოსთან ერთად, გაეცნენ ადგილობრივ ნაწარმს და თავადაც მიიღეს მონაწილეობა გურული კერძების მომზადებაში, სადაც მთავარი პროდუქტი თევზი გახდლდათ.

ბავშვებისთვის მოწყობილი იყო სივრცზე, სტუმრები ნავებით დაეშვნენ მდინარე სუფსაზე და ისიამოვნეს ლამაზი ხედებით.

ფესტივალის მიმდინარეობისას ისმოდა ფონური მუსიკა, ასევე დამსწრეების წინა კონცერტით წარსდგნენ: OPENDRIVE და DJ DATOKIMO.

თევზის ფესტივალი იმართება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით და ორგანიზებით.

შეგახსენებთ, რომ სუფსაში თევზის ფესტივალი პირველად 2022 წელს გაიმართა. იდეის ავტორია ჟურნალისტი ლალი მოროშკინა, მხარდამჭერი _ სუფსის მაჟორიტარი ია მოქია.