[ნეკროლოგი] გარდაიცვალა გიორგი ბურძგლა

◼️ | დედა ცირა; მეუღლე ლია; შვილები: ბაჩუკი, კობა; და ეკა; რძლები: თეკლა სარჯველაძე, ნინო თოხაძე; დისშვილები: ნათია, მარიამ აფხაზავები; სიძე გივიკო გორდულაძე; ბიცოლა დალი გურეშიძე; ცოლისძმა გია, ცოლისდა ნინო გოგიბერიძეები; ქვისლი რევაზ ჯანჯღავა; ბიძაშვილები, მამიდაშვილები; დეიდაშვილები და ახლო ნათესავები იუწყებიან გიორგი ბურძგლას გარდაცვალებას. ◼️ | დაკრძალვა: კვირას, 16 მარტს, 15 სთ.-ზე, სოფ. ორაგვეში.◼️ | […]

„ასე უნდა დაწყებულიყო დღესაც… ძალიან მინდოდა“ [თამრიკო წერეთლის მონატრება]

დღეს დილიდან ტელეფონს გამორთავს… თუმცა ნამცხვარს მაინც აცხობს… თავის მეორე ოჯახში (ბიბლიოთეკაში) უნდა წაიღოს… მიაქვს თავისი ,,საშობაო”, მთელი წელი რომ ავსებდა ჭურჭელს ფერად_ფერადი ხილით… მერე გაფრთხილებას მომცემს: სადმე არ თქვა დაბადების დღე რომ მაქვსო… მერე, საღამოს, მაინც შეკაზმავს ტკბილ სუფრას, მაინც დაჯდება მის სამეზობლოსთან… ასე უნდა დაწყებულიყო დღესაც… ძალიან მინდოდა … მიყვარხარ… არშესრულებულ წლის მატებას […]

„ფასდაუდებელია თქვენი ამაგი ლესისა და ჭინათის წინაშე“ [თამაზ გოგიჩაიშვილის ტკივილიანი დაბადების დღე]

13 მარტს თქვენი დაბადების დღეა, მეოთხედ ვხვდებით უთქვენოდ, ბატონო თამაზ, ჩვენი სოფლის დიდო გულშემატკივარო და მოამაგევ. იმიერში გილოცავთ! თქვენს სახელს ჩვენს გულებში დავიწყება არ უწერია. ფასდაუდებელია თქვენი ამაგი ლესისა და ჭინათის პოპულარიზაციაში, ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ფურცლების შექმნასა და ჩვენი საამაყო ადამიანების წარმოჩინებაში. თქვენც ჩვენი სიამაყე და უკვე დიდი ტკივილიც ხართ, ბატონო თამაზ! მადლობას გიხდით, რაც ჩვენი […]

„ლანჩხუთელი საჯარო მოხელეების გვერდებს დღეში 9-ჯერ ვამოწმებ, იქნებ 1 მადლობა მაინც ვნახო მოხალისეებზე“ – ნინია ბარამიძე

ლანჩხუთელი ემიგრანტი, სამოქალაქო აქტივისტი  ნინია ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეში 9-ჯერ ამოწმებს ლანჩხუთელი საჯარო მოხელეების ფეისბუქ-გვერდებს, „იქნებ გაექცათ კალამი და 1 მადლობა ვნახო. მართლა ვფიქრობდი, რომ ჩამოსულ სტუმრებს 1 მადლობას დაუწერდნენ“. „არა უშავს, აუცილებლად გვექნება ამ ახალგაზრდებიდან გამომდინარე ისეთი ქვეყანა, სადაც მადლობისთვის საყვედურს არ მიიღებთ. გურია კი იცით ღატაკი მხარეა, მარა სულ მდიდარი ვიყავით […]

ლანჩხუთელი ვეტერანების გასახარად მთებს გადადგამდა [გიორგი (გენადი) პატარაიას ტკივილიანი გახსენება]

4 წელი გავიდა, რაც ჩვენი ქალაქის ქუჩებში არ დააბიჯებს უკეთილშობილესი ადამიანი, მუდამ სხვებზე მზრუნველი და გადაყოლილი… მოსიარულე სიკეთე კაცი ყველას დაგვაკლდა. განსაკუთრებით მოაკლდა მისი მზრუნველობა ლანჩხუთელ ვეტერან ფეხბურთელებს, რომელთა გასახარად მთებს გადადგამდა. მრავალი ლამაზი დღეც მოუწყო მათ… ჩვენს ისღა დაგვრჩენია ვილოცოთ ამ ალალი, პატიოსანი ადამიანის სულისთვის და არასოდეს დავივიწყოთ მისი გაკეთებული სიკეთეები, სადაც ის სულ […]

[ექსკლუზივი] სანდრო ბახიაც… ბოლო წლებში, „გურიას“ ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ კარიერა დაასრულა

„გურია თუდეის“ ინფორმაციით, საფეხბურთო კარიერა 32 წლის ასაკში დაასრულა „გურიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბახიამ. ინფორმაცია ამის შესახებ აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა თავად დაგვიდასტურა. სანდრო ბახიამ კარიერის დიდი ნაწილი „გურიაში“ გაატარა, ასევე თამაშობდა ოზურგეთის „მერცხალსა“ და ჩოხატაურის „ბახმაროში“. გურული კლუბების გარდა ფოთის „კოლხეთი-1913“-ისა და თბილისის „შევარდენის“ ღირსებას იცავდა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, „გურიას“ კაპიტანმა, დიმიტრი […]

„მხოლოდ მისი თანასოფლელების ტკივილი არაა“ [ბაქარ წილოსანის გახსენება]

ორმოცი დღე გავიდა, რაც საუკეთესო ადამიანი დააკლდა ლანჩხუთს, უბანს, სამეგობროსა და საახლობლოს. ყველასთვის უწყინარი, ერთგული და უღალატო, სამეზობლოსთვის და სამეგობროსთვის გამორჩეული. ბაქარი იყო უნიჭიერესი ლანჩხუთელის, რეჟისორისა და ჟურნალისტის, გია ქურიძის იუმორისტული მოთხრობების გმირი, ვისზე იმდენ სიყვარულს, მოფერებას და პატივისცემას ატევდა თითოეულ ჩანახატში, გასაკვირი სულაც არაა, რომ ბაქარ წილოსანის გარდაცვალება მხოლოდ მისი თანასოფლელების ტკივილი არაა, ჩვენი […]

[ექსკლუზივი] თემურ შარაშენიძე, ლაშა ხაჭაპურიძე… კიდევ ვის იმატებს და როდის იწყებს შეკრებას ლანჩხუთის „გურია“?

„გურია თუდეის“ ინფორმაციით, „გურია“ ახალი სეზონისთვის ხვალ, 12 მარტს, ლანჩხუთში შეიკრიბება და შეკრებას ადგილზე გაივლის. მწვრთნელებს გუნდის მოსამზადებლად მხოლოდ 20 დღე აქვთ და მცირე დროის ნაყოფიერად გამოყენებას შეეცდებიან. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ადგილობრივებიდან გუნდში რჩებიან ირაკლი ხვედელიძე, ვანო წილოსანი და დავით კერხანოჩიევი. გადაწყვეტილია, რომ „გურიაში“ ბრუნდებიან მცველი ლაშა ხაჭაპურიძე და შემტევი თემურ შარაშენიძე. ასევე ლანჩხუთის […]

„დადიოდა ჩუმად, უხმაუროდ, ხანდახან ხელით შუბლს მოიჩრდილავდა და ცას ახედავდა, თითქოს ვიღაცას ეძებდა…“ _ სუფსა ემშვიდობება „უცხო კაცს“, რომელიც ყველას ნაცნობი და ახლობელი იყო

ალბათ, ბევრს შეგიმჩნევიათ, თუნდაც თავისი განსხვავებული ჩაცმულობით, განსაკუთრებით საზღვაო სეზონზე, ეს უწყინარი ადამიანი. არავის რომ არ აწუხებდა და თვალებიდან სიკეთეს აფრქვევდა. იგი სამ ათეულ წელზე მეტი ხანი სუფსაში ცხოვრობდა. წინა კვირაში გარდაიცვალა, რამაც მის მეზობლებს გული დასწყვიტა. მასზე ემოციურად წერს ნატო ცქვიტინიძე: „სად არ ნახავდით – ქობულეთში, ურეკში, გრიგოლეთში… სულ ფეხით დადიოდა: წვიმაში, თოვლში, მზეში, […]

[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ციალა ბანძავა-ჩხაიძისა

შვილები ზაზა, მაია ჩხაიძეები; სიძე არტემ აპოიანი; რძლები: მაკა კუკულაძე, მარიამ ჭყონია; შვილიშვილები: ლევანი, მარიამი; შვილთაშვილები: იოანე, ალისა; ნათესავები და ახლობლები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ციალა გრიგოლის ასული ბანძავა-ჩხაიძისა. პანაშვიდი: ოთხშაბათს, 12 მარტს, ქ. ლანჩხუთი, კუპრეიშვილის ქ.#12 (აგარაკი).დაკრძალვა: ხუთშაბათს, 13 მარტს, სოფ. აცანა.გამოსვენება: წმ. ნინოს სახელობის მონასტრიდან. „გურია თუდეი“ გამოთქვამს მწუხარებას და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.