თუ სამაშველოს ერთი ხეირიანი ტრანსპორტი და 112-ს ერთი მაღალი გამავლობის სასწრაფო არ ჰყავს… რას ითხოვს ლანჩხუთის საკრებულოს წევრი

ლანჩხუთის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირმა მგელაძე გურიაში დიდთოვლობასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე თავის მოსაზრებებს სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს: „სამწუხაროდ, წინა შეცდომებიდან ვერაფერი ისწავლა ვერც ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ვერც „მთავრობამ”, ვერცერთი კრიზისი, ვერც მოულოდნელი და ვერც განჭვრეტადი ვერ მართა შესაბამისად. ფაქტი ჯიუტია! ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდებოდა! ერთი კვირით ადრე ველოდით დიდთოვლობას… ამასობაში რეგიონის და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობას […]
ლანჩხუთის ქალთა გუნდმა, რომელიც სეზონის წინ 17-მა ფეხბურთელმა დატოვა, პირველი შეხვედრა 15:0 მოიგო

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „ლანჩხუთმა“ მეათე ეროვნული ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში „რაჭას“ ფოთში უმასპინძლა და მეტოქე 15:0 გაანადგურა. ანგარიში კლუბის ახალწვეულმა ტატიანა მატვეევამ მე-6 წუთზე გახსნა. ჰეთ თრიკი შეასრულა ლანჩხუთის“ ლიდერმა ეთერ სულაშვილმა (21, 33, 79), ასევე გუნდში დაბრუნებულმა _ ანასტასია ბოლქვაძემ (46, 57, 69) _ მას სამი გოლის გასატანად 23 წუთი ეყო. დუბლი მიითვალეს ლეგიონერმა ანა […]
„ყველა თბილად გიხსენებს, ყველას უყვარხარ და ენანები…“ [ნუნუკა გოროზია-პატარიას ტკივილიანი მონატრება]

ერთი წელი გავიდა უშენოდ, ჩვენი ოჯახის მოუშუშებელო ტკივილო. ერთი დღეც კი არ ყოფილა შენი ხსენების გარეშე და განუზომელი მწუხარება ჩვენს გულებში შენმა დატოვებულმა ტკბილმა მოგონებებმა გადაგვატანინა. თუმცა ეს ის დარდი და ტკივილია, დრო რომ ვერ იქნება მკურნალი, პირიქით, ამ ტკივილითან სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვიცხოვროთ. ჩვენ ამაყი ვართ შენით, იმით, რომ ყველა თბილად გიხსენებს, ყველას უყვარხარ […]
„ჩვენი უღალატო, ცისფერთვალება მეგობარო…“ [ნუნუკა გოროზიას ტკივილიანი გახსენება]

ჩვენო უღალატო, ცისფერთვალება მეგობარო, ერთი წელიც მიილია უშენოდ,გაზაფხულის ლამაზ დღეს გამოგვეცალე, ტკივილით სავსე, ჩუმად წახვედი… უშენოდო, ვამბობთ, მაგრამ დღე არ გავა, არ მოგიგონოთ, არ მოვეფეროთ სურათს, რომლიდანაც ნაღვლიანად გვიმზერ, სურათს, რომელსაც ვუნთებთ სანთელს შენი სულის უკვდავსაყოფად… შეხვედრამდე, ჩვენო ნუნუკა. უფალს ებარებოდე!.. თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმი
„ძალიან გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, „გურია“ ჩემთვის მეორე ოჯახი იყო…“ – დიმიტრი ვირუბოვმა 25 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
ლანჩხუთის „გურიას“ კაპიტანმა, დიმიტრი ვირუბოვმა საფეხბურთო კარიერა 25 წლის ასაკში დაასრულა. ამის შესახებ ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩემი საფეხბურთო კარიერა დავასრულე, 19 წელი ვიცხოვრე ფეხბურთთან ერთად. ახლა დროა ცხოვრების ახალი ეტაპი დავიწყო. ბედნიერი ვარ, ყველაფრის მიუხედავად და ვამაყობ ჩემი გავლილი გზით. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ყოველთვის გვერდში მედგა. განსაკუთრებული მადლობა ჩემ ოჯახს. ლანჩხუთის „გურიაში“ […]
“ჩემს ცხოვრებაში ჯოჯოხეთი დაიწყო, ჩემი და ჩემი მეუღლის უსაფრთხოების გამო დავტოვე ქვეყანა” – რას წერს 19 წლის ლანჩხუთელი სამოქალაქო აქტივისტი

ლანჩხუთელი სამოქალაქო აქტივისტი სანდრო ქინქლაძე ქვეყანას ტოვებს. ამის შესახებ ანტისამთავრობო აქციების 19 წლის მონაწილე სოციალურ ქსელში წერს: „ცოტა გრძლად თუ ცოტა მოკლედ, ჯერ არ ვიცი, როგორ გამომივა ამ ყველაფრის მოყოლა, მაგრამ დავიწყებ _ დავტოვე ქვეყანა ჩემი და ჩემი მეუღლის უსაფრთხოების გამო. სამოქალაქო აქტივისტი ვარ 2017 წლიდან, რაც „ბავშვთა სამყარო“ დაიწვა და ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა […]
„შენი გულმოკლული დედა ამაყია შენი განვლილი ცხოვრებით“ [ქეთევან წერეთლის ტკივილიანი მონატრება]

დედი, ჩემო დიდო ტკივილო და უსაშველო მონატრებავ, იმიერში გილოცავ დაბადების დღეს.შენთან დაშორებამ მეც მომკლა, ჩემო მოუშუშებელო ტკივილო. მას მერე მოსიარულე მიცვალებულიც არ ვარ, რადგან ვეღარც დავდივარ…მაპატიე, დედი, შენთანაც რომ ვერ მოვდივარ…დღე და საათი კი არა, წუთი და წამი არ არსებობს ჩემთვის შენს გარეშე და რაც მაცოცხლებს, თუ ამას სიცოცხლე ჰქვია, ის თბილი სიტყვები და მოგონებებია, […]
ნანა კუკულავა: „მეც მინდა, რომ მერქვას მშობელი! უფლის ნებით და თქვენი ძალისხმევით იმედი მაქვს ჩემს ოცნებებს ფრთები შეესხმება“

„პირველ რიგში, უღრმესი მადლობა ქალბატონ სანდრას და მის გუნდს! ჩემი ცხოვრებაში თქვენი გამოჩენა ახალი ვარსკვლავის ანთების მიზეზი გახდა“ _ ამბობს ნანა კუკულავა. მისი თქმით, ბავშვობაში საყვარელი თამაში დედაშვილობანა იყო: „ეს ხომ ქალის გენეტიკურ კოდში დევს – რომ ის დედა იყოს, იზრუნოს, გაზარდოს, აღზარდოს და გზაზე დააყენოს. პროფესიით ფილოლოგი ვარ. ისე მოხდა, რომ სკოლაში არა, მაგრამ […]
[ექსკლუზივი] „გურიას“ ისევ თემურ ლორია გაწვრთნის… როდის შეიკრიბება და რა მიზანი ექნება ლანჩხუთურ კლუბს?

„გურია თუდეის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, „გურიას“ ისევ თემურ ლორია ჩაიბარებს. საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, მაგრამ გაოფიციალურებას, სავარაუდოდ, ხელი შეუშალა დიდთოვლობამ, რამაც გურიის რეგიონში დიდი პრობლემები შექმნა. ლანჩხუთური კლუბი უახლოეს დღეებში შეიკრიბება და მიზანი მესამე ლიგაში დაწინაურება იქნება. ლორიას ხელმძღვანელობით „გურიამ“ 2013 წელს უმაღლეს ლიგაში დაწინაურება მოახერხა, ხოლო „ბახმარო“ ჯერ მეოთხე, შემდეგ კი მესამე ლიგაში გადაიყვანა. ლანჩხუთელი სპეციალისტი […]
„უცებ ხომ არ მოუთოვია 2 მეტრი? ჯერ იყო 30 სმ, მერე – 50 სმ. 30 სმ-ზე გზის გაწმენდა ხომ უფრო იოლია? […] ტექნიკაა საჭირო, მეწყერს „ლაფატკებით“ ვერ მოუვლი“

„არაფერი გაკვეთილი არ გამოგვიტანია არც ვერის ხეობის, არც შოვის, არც ნერგეეთის ტრაგედიებიდან, არც წყალდიდობიდან, რომელიც 2023 წელს მოხდა გურიაში და ადამიანები დაგვეღუპნენ. სახელმწიფო ცხოვრობს სტიქიიდან სტიქიამდე. სტიქიის დროს ვიწყებთ „ფაფხურს“. უცებ ვიწყებთ რაღაცის კეთებას, იმის მაგივრად, რომ წინასწარ მოვემზადოთ“, – ამბობს „მთის ამბებთან“ საუბარში გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი და ორგანიზაციის „მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები“ […]