„მოაშორეთ ეს ამორტიზებული მანქანები სოფლებს! მერე არავინ თქვას, არ ვიცოდით, არავის უთქვამსო…“ _ რა საფრთხეებზე საუბრობს კახა ასკურავა

ლანჩხუთის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ კახა ასკურავა იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც მისი თქმით, შეიძლება გამოიწვიოს გაუმართავი და გადატვირთული მანქანებით ინერტული მასალების მთავარ სამანქანო მაგისტრალზე გადატანამ. „ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ჯაპანა-შუხუთის სამანქანო გზის მონაკვეთზე, ორჯერ გადავარდა სატვირთო მანქანა ცენტრალური გზიდან. ეს ის სატვირთო მანქანებია, რომლებიც იმერეთიდან ეზიდებიან ინერტულ მასალას ავტობანის მშენებლობისთვის. საბედნიეროდ, იმ მომენტში, ქვეითად მოსიარულე […]
15:0, 4:1, 5:1… ლანჩხუთმა ზედიზედ მესამედ მოიგო დიდი ანგარიშით _ ამჯერად „ციცებმა“ ყოფილ კონკურენტებზე იყარეს ჯავრი

ლანჩხუთის ქალთა გუნდმა სტუმრად „ელიტა“ 5:1 დაამარცხა და 9 ქულით თბილისის „ნიკე-ლუსოსა“ და ჩხოროწყუს „სამგრელოსთან“ ერთად ლიდერობს გათამაშებას. გიორგი ჩხაიძის შეგირდებმა იოლად დაამარცხეს ყოფილი კონკურენტები საჩემპიონო ბრძოლებში. „ელიტა“ სახელშეცვლილი „ნიკეა“, რომელიც ბოლოს „ნიკე-ლუსოს“ სახელით ასპარეზობდა. მოგეხსნებათ, ამ ჩემპიონატის წინ თურქმა ბიზნესმენმა, კომპანია „ლუსოს“ მფლობელმა, ბურხან იალვაჩმა „ელიტა“ იყიდა და „ნიკე-ლუსო“ დაიქვა, შესაბამისად, გუნდებმა სახელები გაცვალეს. […]
[ნეკროლოგი] გარდაიცვალა გულიკო ორმოცაძე

◼️ | შვილი ზვიად ქინქლაძე; სიძე ჯემალ მურვანიძე; დისშვილები; დისშვილიშვილები; რძლები და ახლო ნათესავები იუწყებიან გულიკო გრიგოლის ასული ორმოცაძის გარდაცვალებას. ◼️ | დაკრძალვა: ხუთშაბათს, 20 მარტს, 15 სთ.-ზე; სოფ. ჭყონაგორა.
[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ლია ებრალიძე

◼️ | შვილი ნინო; და ნანა; შვილიშვილები: ლიკა, ლუკა; სიძე გურამ ლოლაშვილი; რძალი რუსუდან თხილაიშვილი; შვილთაშვილები: მატილდა, ნიკოლასი; დისშვილები: სოფიკო, ეთუნა კუხიანიძეები; დისშვილიშვილები: მამუკა, ნინიკო მეიშვილები, შოთიკო, ანანო იმნაიშვილები და ახლო ნათესავები იუწყებიან ლია ვახტანგის ასული ებრალიძის გარდაცვალებას. ◼️ | დაკრძალვა: ხუთშაბათს, 20 მარტს, აგარაკის სასაფლაოზე. ◼️ | გამოსვენება: 15 სთ.-ზე, ქ. ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ.#130-დან.
ლანჩხუთის სოფელ ჯურუყვეთში შიგა გზის რეაბილიტაცია 2 182 636 ლარით დაფინანსდა [ძველი და ახალი ფოტოები]

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯურუყვეთში, შიდა გზის რეაბილიტაცია, რომელიც კომპანია ,,პალადამ” განახორციელა, დასრულდა. ამის შესახებ ლანჩხუთის მერიის პრესსამსახური „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს. სოფელ ჯურუყვეთის შიგა გზა ადრე და ახლა | ფოტო: მაკა სულაბერიძე მერიისვე ინფორმაციით, სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2 182 636 ლარით დაფინანსდა. სოფელ ჯურუყვეთში გზის რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მოადგილე თორნიკე ტიკაძესთან […]
„ეს ღამე ძალიან მტკივნეულია ჩემი ოჯახისთვის“ [თენგიზ ცინცაძის ტკივილიანი გახსენება]

ეს ღამე ძალიან მტკივნეულია ჩემი ოჯახისთვის, ყველაზე კარგი ადამიანი მოუკლეს ჩემს შვილებს, განუმეორებელი ბიძა! ეხ!!! თენგო !!! იმ უბედურ ღამეს ჩამოგვექცა თავზე ყველაფერი. ძალიან გვაკლიხარ, ჩემო კარგო ძმაო. შენ ვინ გაგიმეტებდა თუ არა ისეთი გლახაკი,რომელმაც სიცოცხლეს გამოგასალმა. არასოდეს დაგივიწყებთ! ციცინო უგრეხელიძე
„გული როგორი თბილი გქონდა, სიკვდილმაც ვერ გაგაცივა…“ [ავთუკა ჯორბენაძის მონატრება]

ჩვენო სიკეთის ბიჭო, როგორი ცოტა იყო ეს სიცოცხლე შენთვის… ჩვენ ცხოვრებას ვაგრძელებთ, შენზე ამბებს ვიხსენებთ და ეს გვაძლებინებს, თუმცა ეს თავის მოტყუებაა, გამოვიფიტეთ, უჰაერო ბუშტებივით დავფრინავთ, მექანიკურად ვმოძრაობთ. მაგრამ მივეჩვევით, ამ ტკივილით როგორღაც ვიარსებებთ. გული როგორი თბილი გქონდა, სიკვდილმაც ვერ გაგაცივა… დედამიწაზე მოსიარულე სიკეთის ბიჭო, აქ ვერ დაეტიე, აქ არ იყო შენი ადგილი, რაღაც სხვას […]
17 მარტიდან მოსალოდნელია წვიმა, რამაც შესაძლოა, მდინარეების ადიდება და მეწყრულ-ღვარცოფული ზონების გააქტიურება გამოიწვიოს

17 მარტიდან დასავლეთ საქართველოში, ხოლო 19-20 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ხოლო მაღალ მთაში თოვლი, შესაძლებელია ძლიერი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. სინოპტიკოსების ცნობით, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება. “17 […]
ისევ 4:1! ლანჩხუთის ქალთა გუნდმა “კვარტალს” შემოუტრიალა და ორი ტურის შემდეგ გალიდერდა

დღეს ლანჩხუთის ქალთა გუნდმა “კვარტალს” უმასპინძლა და მოქმედმა ჩემპიონმა ვიცე-ჩემპიონს 4:1 მოუგო. სხვათა შორის, იგივე ანგარიშით დასრულდა გასულ სეზონში საჩემპიონოდ მონათლული თბილისური შეხვედრა. მაშინაც ლანჩხუთის ყოფილმა მოთამაშემ, თინათინ ამბალიამ გაუტანა სტუმრებს, თუმცა საპასუხოდ გურულებმა 4 გაიტანეს. ამჯერად ამბალიამ საერთოდ ანგარიში გახსნა (მე-16 წუთზე), რასაც ტაიმის მიწურულს მეგი ეჯიბიამ პენალტის ნიშნულიდან გატანილი გოლით უპასუხა. ის გასულ […]
ლანჩხუთის სოფელ შუხუთში ავტოსაგზაო შემთხვევას 15 წლის მოზარდის სიცოცხლე შეეწირა

ლანჩხუთის სოფელ შუხუთში ავტოავარია მოხდა, რასაც, სამწუხაროდ მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია 15 წლამდე მოზარდი. გავრცელებული ინფორმაციით, ის ძაღლმა შეაშინა და ავტომობილი გზაზე გადასვლისას შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ბიჭს პირველი დახმარება ადგილობრივებმა და მძღოლმა აღმოუჩინეს, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ბრიგადას კლინიკაში გადაჰყავდა, მაგრამ, სამწუხაროდ, გზაში გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის […]