„ექვსი წლის წინ დიდი კაცი წავიდა ამ ქვეყნიდან და თან წაიღო მთელი ეპოქა“ [რამაზ ურუშაძის გახსენება]

6 წლის წინ, წავიდა ჩვენგან გამორჩეული ინტელექტისა და ერუდიციის მქონე, აკადემიურობითა და ამავდროულად დახვეწილი იუმორითა და მგრძნობიარე გულით გამორჩეული ადამიანი, რომელიც სამაგალითო იყო კოლეგებისათვის თავისი პროფესიონალიზმით, პოზიტივითა და ახალგაზრდული ენთუზიაზმით. დააკლდით სრულიად სამედიცინო საზოგადოებას. თქვენ იყავით ჩვენი მეგობარი, უდიდესი გულშემატკივარი, ჩვენი დარდის და ვარამის გამზიარებელი. მუდამ გაგიხსენებთ, როგორც შესანიშნავ ადამიანს, ბრწყინვალე მეგობარს, რომელსაც ირგვლივ მხოლოდ […]

„მაგრად ჩაგიკრავთ გულში და ერთად ვიქნებით სამუდამოდ“ [სერგი მირზაშვილის მონატრება]

სერგი, მოვიდა ის საშინელი დღე, 25 მარტი, რომელმაც შენი სიცოცხლე შეიწირა 11 წლის წინ და მხოლოდ მოგონებები დაგვიტოვა. შენ იყავი ერთი უბრალო, სულით და გულით ლამაზი ბიჭი. გიყვარდა ცხოვრება და მეგობრები. ყველა გეცოდებოდა, მაგრამ   შენ არავინ შეგიცოდა. ყველასგან გამორჩეულს სიკვდილიც გამორჩეული, შემზარავი გარგუნეს. მოვდივარ შენთან, გინთებ სანთლებს და უფალს ვთხოვ, ნათელში მიმყოფის შენი ლამაზი სული. […]

„ეს სასაცილო თანხაა ზარალთან შედარებით… გლეხს შემოდგომაზე რომ არაფერი ექნება ნალიაში შესაყარი, მერე იყვირებს, თუმცა ნალიებიც სადაა ფეხზე?“ _ ამირან მორჩილაძე

გაზეთ „ლანჩხუთის მოამბეს“ ყოფილი რედაქტორი ამირან მორჩილაძე, რომელიც ბოლო წლებში სოფლის მეურნეობის კუთხით აქტიურად საქმიანობს, სოციალურ ქსელში წერს, რომ გურიისთვის გამოყოფილი 2 მილიონი ლარი სტიქიის სალიკვიდაციოდ საკმარისი არ არის. „როგორც მითხრეს, მთავრობამ დიდთოვლობით „დანგრეული” გურიისთვის 2 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. მიმაჩნია, რომ ეს სასაცილო თანხაა ზარალთან შედარებით. ბევრი სახლი დაინგრა, ასევე დამხმარე ნაგებობები, ერთი ღობე […]

„ლანჩხუთმა“ „ბათუმი“ ისევ დიდი ანგარიშით დაამარცხა და ლიგაში ერთადერთია, რომელმაც ყველა შეხვედრა 3 და მეტი ბურთით მოიგო

ლანჩხუთის ქალთა გუნდმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში გაიმარჯვა. ამჯერად გურულებმა აჭარის წარმომადგენელი „ბათუმი“ დაამარცხეს 3:0. ეთერ სულაშვილმა დუბლი მიითვალა _ მე-3 წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 70-ეზე საბოლოო შედეგი დააფიქსირა. „ლანჩხუთის“ ლიდერმა ამ სეზონში უკვე 6 გოლი გაიტანა (4 შეხვედრაში, ანუ საშუალოდ მატჩში 1,5(!) გოლი გაქვს). სადებიუტო გაიტანა გუნდის ახალწვეულმა, ანანო წიქარიძემ _ მან „ბათუმს“ გოლი, 45-ე […]

ლანჩხუთელი ნიკა ცეცხლაძე საქართველოს ვიცე-ჩეპიონია, მის ძმას საპრიზომდე ცოტა დააკლდა… გურულების 9 მედალი U17-ზე!

ლანჩხუთის სპორტული ცენტრის მოჭიდავე ნიკა ცეცხლაძე 2025 წლის საქართველოს ვიცე-ჩემიონია 17-წლამდელთა შორის, 51 კგ. წონით კატეგორიაში. მისი მწვრთნელის, დავით მჟავიას თქმით, ნიკამ ფინალამდე ყველა შეხვედრა აშკარა უპირატესობით მოიგო. თან ისე, რომ ქულაც არ დაუკარგავს. „ფინალური შეხვედრის პირველი პერიოდიც 3:0 მოიგო, მაგრამ მეორეში ვერ შეძლო უპირატესობის შენარჩუნება და მინიმალური სხვაობით დამარცხდა. ამ შეჯიბრისთვის ნიკა სათანადოდ ვერ […]

„გეფერები, ჩემო ჯაჯი და მადლობა, ლომგულა ბიჭო!“ _ ლანჩხუთელი ოპოზიციონერის ემოციური წერილი საფრანგეთიდან

ლანჩხუთელი ოპოზიციონერი ლელა ჩახვაძე სოციალური ქსელით ულოცავს დაბადების დღეს ჯამბულათ ხოფერიას, რომელიც სამი ათეული წლის წინ, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას შეეწირა. „დღეს შენი დღეა, ჯამბულათ,55 წელს გილოცავ იმიერში. გამონაკლისია ჩემს ცხოვრებაში, ვერ მოვალ, ვერ მოგიტან ყვავილებს, მადლობას აქედან გეტყვი გმირობისთვის, იმ სითბოსა და სიყვარულისთვის, რაც დღემდე მაქვს შენგან. ამიერიდან ვერ დაგაშორებ შენს სისხლს და ხორცს, ჩვენს […]

„ახლა ორი გმირი ბუმბერაზი გვყავს იმიერში…“ [ჯამბულათ ხოფერიას ტკივილიანი დაბადების დღე]

დაბადების დღეს გილოცავ, იმიერში, ჩემო ბომბორა, ჩემო გოლიათო, ჩემო შეუდარებელო ვაჟკაცო. როგორ მინდა, ერთი წუთით მაინც ისევ დაბრუნდეს ის ბედნიერი წლები და დღეები, ისევ „მოროხროხდე“, შორიდან მეძახდე _ ,,დეიდაა“. ჩვენც, მე და გოგოები შენს ხმაზე გამოვცვივდეთ , შეგეგებოთ, ისევ აგვიტაცო ხელში, სათითაოდ დაგვატრიალო და ჩვენი ეზოკარი ისევ აივსოს ბედნიერი ხმებით… ბევრი ცრემლი და ტანჯული დღეები […]

მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა, ოთახში სასმელების ბოთლები ეყარა… _ „გურიას“ ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია

იყო პერიოდი, როცა „გურიაში“ ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობდნენ, სულ მცირე, საბჭოთა კავშირის მასშტაბით. ერთ-ერთი ასეთი მოთამაშე ანდრეი ივანოვი გახლდათ, რომელიც გუნდში 1990 წელს ჩაირიცხა, თუმცა იმის გამო, რომ „გურია“ და თბილისის „დინამო“ სსრკ-ის ჩემპიონატიდან გავიდნენ, ლანჩხუთელთა რიგებში მხოლოდ ამხანაგური მატჩების ჩატარება მოასწრო. როგორც რუსული პრესა წერდა, ანდრეი შეიძლება ყოფილიყო ნიკოლაი გოგოლის ან ანტონ ჩეხოვის […]

„შენ გახდი ჩემთვის საუკეთესო მასწავლებელი…“ _ ლანჩხუთის მართლმადიდებლური სკოლის პედაგოგი ტრაგიკულად დაღუპულ მოსწავლეზე

ლანჩხუთის მართლმადიდებლური სკოლის დირექტორის მოადგილე ლევან გიორგაძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, რომელიც ტრაგიკულად დაღუპულ მოსწავლეს, ნიკოლოზ გვარჯალაძეს ეძღვნება: „არ შეგეშინდეს, შვილო! შენ სახლში დაბრუნდი… მამის სახლში დაიდე ბინა… იქ, შენს სახლში, ყველა გულში ჩაგიკრავს, მოგეფერება… ღმერთის დედა გიმღერებს იავნანას. მის საბურველში გაგახვევს და თბილად ეყოლები… ყველა წმინდანი, ვისაც იცნობდი, იქ გელოდება… “ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის […]

ლანჩხუთელი მოჭადრაკის ტრიუმფი _ 6 წლის ლიკა კლდიაშვილმა 8-წლამდე გოგონებს შორის 7-დან 7 პარტია მოიგო და ჩემპიონი გახდა!

ლანჩხუთის სპორტული ცენტრის მოჭადრაკეებმა წარმატებით იასპარეზეს ქალაქ ფოთში გამართულ საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშებაში. განსაკუთრებით გამოსარჩევია ლიკა კლდიაშვილის წარმატებული გამოსვლა _ მან 8-წლამდე გოგონებს შორის 7-დან შვიდივე შეხვედრა მოიგო და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ ლიკა ჯერ მხოლოდ 6 წლისაა. იმავე ასაკში ბიჭებს შორის ვიცე-ჩემპიონი გახდა დემეტრე სარჯველაძე, ხოლო 10 წლამდე გოგონების ჩემპიონატში ანასტასია ებრალიძე […]