აქანე, ძამა, ყოლიფერს ელანძე გაგიხაზირებენ… – „გურია თუდეი ჯგუფი“ 7 წელზე მეტია, ლანჩხუთში სარეკლამო ბაზრის ლიდერია!

მაისურების, ჭიქების, ფოტოების, ბანერების, ბუკლეტების, ფლაერების „გახაზირება“… კიდევ რა სერვისებს გთავაზობთ „გურია თუდეის ჯგუფის“ სარეკლამო სამსახური ლანჩხუთის სარეკლამო ბაზარზე „გურია თუდეი ჯგუფის“ წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი დანადგარებისა და სახარჯი მასალების მაღალი ხარისხია _ მხოლოდ ჩვენ ვბეჭდავთ 6-ფერიან იაპონურ დანადგარებზე და ვიყენებთ პრემიუმ-ხარისხის პროდუქციას. რას ნიშნავს 6-ფერიანი ბეჭდვა? ზოგადად, ფერადი ფოტო მიიღება ოთხი ფერის კომბინაციით (შავი, […]
ლანჩხუთის „გურიამ“ ახალი სეზონის პირველი შეხვედრა ფოთის „კოლხეთი-1913“-ის ფარმ-კლუბთან ფრედ, 0:0 დაასრულა

დღეს, „გურიამ“ ძველ-ახალი მწვრთნელის, თემურ ლორიას თავკაცობით ახალი სეზონის პირველი შეხვედრა გამართა და ფოთის „კოლხეთის“ მეორე გუნდს უგულო ფრე ეთამაშა. ლანჩხუთის კლუბი რამდენიმე დღის შეკრებილია და მწვრთნელები იძულებული არიან, საწყისი მატჩები მოსამზადებლადაც გამოიყენონ. მორიგ შეხვედრას გუნდი 9 აპრილს ხაშურში, იქაურ „ივერიასთან“ გამართავს. მატჩი საღამოს 8 საათზე დაიწყება და ხელოვნური განათების ქვეშ ჩატარდება. 2 აპრილი 2025 […]
„მთელ გურიას დაწყვიტა გული, ადამიანობის მაგალითი იყო…“ [მალხაზ თავაძის გახსენება]

4 წლის წინ, ლანჩხუთს კიდევ ერთი კარგი, ღიმილიანი კაცი გამოაკლდა. ლამის მთელი გურია იცნობდა, თავისი საქმის პროფესიონალი იყო… სიტყვები უძლურია იმ მწუხარების გამოსახატავად, რასაც შენი ახლობლები განვიცდით. ნუთუ ასეთი ხან მოკლე იყო შენი ცხოვრება, ჩვენო ღიმილიანო, სიცოცხლით სავსე და მოუსვენარო? რა უსამართლობაა ეს ცხოვრება… ჩვენი მალხაზი ადამიანობის მაგალითი იყო… საუკეთესო მამა, საუკეთესო ადამიანი, მეზობლებში, ახლობლებში, გაჭირვებაში, […]
რატომ დაბლოკა „ფეისბუქზე“ ელისო ჭიჭინაძე და რას პასუხობენ ყოფილი თანამებრძოლები კახა ასკურავას, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილი ლანჩხუთში „შელანძღული“ „ტუფლებით“ დადიოდა…

ლანჩხუთელი ოპოზიციონერი, „ნაციონალების“ ადგილობრივი ლიდერი კახა ასკურავა სოციალურ ქსელში წერს: „აი, რატომ იძახიან _ მიშა, მიშას… ეს ახსოვს ხალხს და ვისაც არ ახსოვს ან წაუკითხავს ან/და მოყოლით იციან. დღე არ გავიდოდა დღის წესრიგი თავად არ შეექნა ან პარტიული სტრუქტურის რომელიმე რგოლს არ ეაქტიურა… მიშა ვისაც არ გინდათ, წარმატების რეცეპტი მაინც მოპარეთ, მარა არც ეგ გინდათ […]
ოზურგეთი _ 253 372, ლანჩხუთი _ 96 628, ჩოხატაური _ 76 288… როგორ გადანაწილდება დიდთოვლობის დროს სტიქიასთან აქტიურად ბრძოლისთვის საჯარო მოხელებისთვის გამოყოფილი 3,16 მილიონი

“ძალიან სასიხარულო ინფორმაცია მაქვს დიდთოვლობისას დაზარალებული ოჯახებისთვის!!! „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, სტიქიასთან “ეფექტურად მებრძოლ” სახელმწიფო უწყებებისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს ფულადი ჯილდოს სახით ხელფასზე დანამატებს მისცემენ. საუბარია 3 მილიონ 200 ათას ლარზე. გილოცავთ! დაცინვაც ასეთი უნდა…” _ ასე ეხმაურება ლანჩხუთელი სამოქალაქო აქტივისტი და ჟურნალისტი გიორგი მორჩილაძე მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მთავრობამ ზოგიერთი სახელმწიფო უწყებისა და მუნიციპალიტეტის […]
კახა ასკურავა: „ყველას რაღაც გარკვეული აქვს… დამისახელეთ ოპოლიდერი, რომელიც ისე ცხოვრობს, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე“

ლანჩხუთელი ოპოზიციონერი, „ნაციონალების“ ადგილობრივი ლიდერი კახა ასკურავა თბილისში 31 მარტს გამართულ ანტისამთავრობო აქციას ეხმაურება, სადაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია დემონსტრანტებს შორის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერების გამოფენამ. „დამისახელეთ ოპოლიდერი, ვინც ცხოვრობს ისე, როგორც ცხოვრობს მისი მეზობელი, მისი ახლობელი, ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე და ა.შ?! იწყებს და ასრულებს დღეს მათან ერთად? ყოველდღე ქმნის დღის წესრიგს ამ […]
ნინო მშვიდობაძე: „შენ [სალომე ზურაბიშვილი] ხარ ნაძირალა და მოღალატე. ტფუი, შენც და ყველას, ვინც ახლა გისმენს რუსთაველზე“

ლანჩხუთის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ნინო მშვიდობაძე სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე წერს, რომ იგი „ნაძირალა და მოღალატეა“. „შენ ხარ ნაძირალა და მოღალატე. როგორ ბედავ და ახსენებ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმს და ზვიად გამსახურდიას. ტუტუცო დედაკაცო, ზვიად გამსახურდიაზე მე ვთქვი მსოფლიოს გასაგონად, რომ ის დიქტატორია? ტფუი, შენც და ყველას, ვინც ახლა გისმენს […]
„2030 წლისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი თავის მოკრძალებულ სიტყვას იტყვის საერთაშორისო ტურიზმშიც“ – ეკატერინე ჩუბინაშვილი

„ჩვენ ვავრცელებთ გზავნილს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ არ იცნობენ ლანჩხუთს – ამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სულ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარეობს: შავიზღვისპირეთის ზურმუხტოვანი სანაპირო სასტუმროებითა და ულამაზესი ფიჭვნარით, კოლხეთის ეროვნული პარკი ტროპიკული და სუბტროპიკული ლანდშაპტებით, რომელსაც „მცირე ამაზონს“ უწოდებენ; გურიის სერიის ულამაზესი სოფლები მოჩუხჩუხე მდინარეებითა და კანიონებით. 2030 წლისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს ტურიზმის ბაზარზე ვხედავთ სხვა ტურისტულად […]
ლანჩხუთში აფხაზეთში გმირულად დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი ჩატარდა

ლანჩხუთის სპორტული ცენტრის დარბაზში „ფალავანი“ ჩატარდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას ხსოვნისადი, მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი ქართულ ჭიდაობაში. ლანჩხუთის სპორტული ცენტრის და ვეტერანთა კავშირის ერთიანი ძალისხმევით შეჯიბრში მონაწილეობდნენ ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის მოჭიდავეთა გუნდები. ჩემპიონები და პრიზიორები დაჯილდოვნდენ თასებით, მედლებით და დიპლომებით.
„ბოლომდე ვიბრძოლებ, სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, თუმც აწი ჩემს სიცოცხლესაც რა აზრი აქვს“ _ ნიკო გვარჯალაძის დედის სულიშემძვრელი სიტყვები

ლანჩხუთი არასოდეს დაივიწყებს ნიკო გვარჯალაძეს, სულით და ფიზიკურად ულამაზეს ბიჭს, რომელმაც 15 წლის ასაკში მოახერხა იმდენი სითბოს დატოვება, რასაც ბევრი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე ვერ ახერხებს. ღიმილა ბიჭის ტრაგიკულად დაღუპვამ ხომ გაგვანადგურა და მისი დედის სულისშემძვრელმა სიტყვებმა მთლად ბოლო მოგვიღო. შეუძლებელია თბილი, ტკბილი და გემრიელი ბიჭის დედის ნათქვამი ცრემლების გარეშე წაიკითო. „ეს ჩვენი ბოლო საუბარი აღმოჩნდა, […]