ლელო ომია იგივე, თამაშად ქცეული… მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოიგებს _ მთავარია ბურთი გავარდეს!

ლელო მხოლოდ გურიაში, კონკრეტულად კი ლანჩხუთის სოფელ შუხუთშია შემორჩენილი. მსოფლიომ მრავალი ასეული სახის ბურთაობა იცის, მექსიკელი ტოლტეკებიდან დაწყებული აფრიკელი ბუშმენებით დამთავრებული, ყველა ბურთს თამაშობს, მაგრამ შუხუთის ლელო მაინც განსაკუთრებული მოვლენაა. სოფლის ცენტრში ვარდება ბურთი და ზემოურები და ქვემოურები ეპაექრებიან ერთმანეთს, ანუ სოფელი ორად იყოფა, მთელ ლანჩხუთთან ერთად ჩამოსული სტუმრებიც ერთვებიან _ დასავლეთით მეზობელი ქალაქების წარმომადგენლები […]

ტიტუუ, ქალებო, აი რაია… ციცებმა თბილისელი „ბაღნები“ გაა-20-ეს! გოლების წვიმა გვიმბალაურში და გურულების რეკორდი მთავარი მატჩის წინ

დღეს ლანჩხუთის ქალთა გუნდმა თავისი არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო 20:0! სათაურში „ბაღნები“ გურულად ვიხუმრეთ, თბილისელთა სახელში „ნორჩის“ არსებობის გამო, პრინციპში, მოქმედ ჩემპიონებთან ბავშვებივითაც კი გამოიყურებოდნენ, მაგრამ „ნორჩი დინამო“, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი გუნდია და 2017 წლიდან, მთავარ ლიგაში ასპარეზობს. საქართველოს 4-გზის ჩემპიონს დიდი, მათ შორის არასაფეხბურთო ანგარიშით ბევრჯერ მოუგია, მაგრამ ერთ შეხვედრაში ორი ათეული გოლი […]

[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ნანული უგრეხელიძე-ჩხაიძისა

შვილები: დარეჯანი, ნატო; სიძეები: არჩილ ჯიჯიეშვილი, ჯანი კალანდაძე; შვილიშვილები: ირაკლი, გია, სოფიკო, ნიტა, ირმა; შვილთაშვილები; რძლები; დები და ახლო ნათესავები მწუხარებით იუწყებიან ნანული უგრეხელიძე-ჩხაიძის გარდაცვალებას. დაკრძალვა: სამშაბათს, 15 აპრილს, სოფ. აცანაში. „გურია თუდეი“ გამოთქვამს მწუხარებს და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.

[თანაგრძნობა] რევაზ ფაცურიას გარდაცვალების გამო

ნინო გურგენაძე, თეა ჩიქოვანი დიდი გულისტკივილით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ნანა ფაცურიას ძმა, რევაზ ფაცურია და თანაუგრძნობენ ოჯახსა და ყველა ახლობელს.

„ლანჩხუთის აკადემია ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა“ _ რატომ უჩივლა „ხუნტამ“ ოთარ მენაბდეს… 22 წლის წინ ჩაწერილი ინტერვიუ „ჯინსებიან რაიკომის მდივანთან“

ლანჩხუთის რაიკომის ლეგენდარული მდივანი ოთარ მენაბდე 20 წლის შემდეგ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის მშობლიური რაიონის რჩეულად მოგვევლინა. ჯინსების მოყვარული, „ყაზბეგის“ მსმელი და „პარლამენტის“ მწეველი პარლამენტარი საუბარზე სიამოვნებით დაგვთანხმდა: _ ბატონო ოთარ, ცნობილი ადამიანების გარემოცვაში გაიზარდეთ… _ ბავშვობაში ცელქი ბიჭი ვიყავი, ბევრი სათამაშო მქონდა. თბილისში, კეცხოველზე ძალიან კარგ ეზოში გავიზარდე, ჩემი მეზობლები იყვნენ: 5 აკადემიკოსი, […]

“რა ამბავი აუტეხავთ… კი, ძალიან უწყინარია 5000 ლარიანი ჯარიმა იმ მავნებლობასთან შედარებით [რასაც აკეთებენ]” – ნინო წილოსანი

ლანჩხუთის ყოფილი მაჟორიტარი ნინო წი­ლო­სა­ნი ეხ­მა­უ­რე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟს, რო­მე­ლიც მის გუ­შინ­დელ ფეისბუქ-პოსტს მოჰ­ყვა. “რა ამ­ბა­ვი აუ­ტე­ხავთ… კი, ძა­ლი­ან უწყი­ნა­რია 5000 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა იმ მავ­ნებ­ლო­ბას­თან შე­და­რე­ბით, რა­საც სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ აკე­თებს აგენ­ტუ­რა, მით უმე­ტეს როცა ამ 5000 ლარ­საც პატ­რო­ნე­ბი უხ­დი­ან!“ – წერს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი. გუ­შინდელ პოს­ტში წი­ლო­სან­მა ანტისამთავრობო აქციაზე დაკავებული ონისე ცხადაძის […]

თბილისის დროით… მშობლიურ ლესის სკოლაში არსებული კლუბ „ფრანის“ წევრებმა მაგდა ჩხარტიშვილს ლამაზი შეხვედრა მოუწყვეს

ლესის საჯარო სკოლა, რომელიც ჩვენი გმირი ბიჭის, გიორგი ლომაძის სახელს ატარებს, არაერთმა კურსდამთავრებულმა ასახელა. მათგან ერთ-ერთი გამორჩეულია პროფესიით ექიმი, მაგრამ ამავე დროს პოეტი და შემოქმედი _ მაგდა ჩხარტიშვილი. მისი ჩანახატები უცხო არაა „გურია თუდეის“ მკითხველებისთვის. მაგდა უკვე ორი წიგნის ავტორია: ,,ონლაინ ბედნიერება“ და ,,თბილისის დროით“, რომელიც ახლახან დაიბეჭდა. ლექსებს ბავშვობიდან წერს. პირველი კრებულის გამოსვლისთანავე მოიპოვა […]

„ახალდაოჯახებულები იყვნენ, ეს საშინელი ავარია რომ მოხდა…“ _ 18 წლის ლანჩხუთელი გოგონას დაღუპვიდან 6 თვეში მისი მეუღლეც გარდაიცვალა

„გურია თუდეი“ წერდა, რომ ქობულეთის სოფელ ხუცუბანში ავტოვარიამ 18 წლის ულამაზესი ლანჩხუთელი გოგონას, ანანო ხურციძის სიცოცხლე შეიწირა. შემთხვევის დროს მძიმედ დაშავდა მისი მეუღლე _ 22 წლის ან­დრია ბა­უ­ჟა­ძე, რომელიც 6 თვე კლინიკაში უშე­დე­გოდ ებ­რძო­და სიკვდილს. სამწუხაროდ, ექიმების ბევრი მცდელობის მიუხედავად, ახალგაზრდის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. რამდენიმე თვიანი ბრძოლის შემდეგ, 4 აპრილს ანდრია კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ambebi.ge წერს. […]

„კარგად დადგმულ ცირკს ჰგავს [სოფლის კრებები], ყველაფერი წინასწარაა გადაწყვეტილი“ _ რა გაკეთდება ლანჩხუთში ე.წ. „სოფლის პროგრამით“

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტიდან, განკუთვნილი თანხა, წინა წლების მსგავსად, წელსაც 748 ათასი ლარითაა განსაზღვრული. ვინაიდან პროგრამა მოქალაქეთა თანამონაწილეობის მექანიზმებს მოიაზრებს, სოფლის საერთო კრებაზე, კენჭისყრით უნდა გადაწყდეს, თუ რისი გაკეთებაა სოფელში პრიორიტეტი. პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები და კრებები ლანჩხუთის სოფლებში თებერვალში გაიმართა და ის პრიორიტეტებიც გამოიკვეთა, რომელთა გახორციელებასაც უნდა მოხმარდეს ზემოთ ნახსენები თანხები. აღნიშნულ თემაზე, სოფლების მიხედვით, […]

ლანჩხუთში ნოე ჟორდანიას სახელობის მესამე საერთაშორისო ტურნირი დაიწყო, რომელშიც 270-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს

დღეს, ლანჩხუთში სტარტი აიღო საქართველოს მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას სახელობის მესამე საერთაშორისო ტურნირმა, რომელიც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის კალენდარშია გათვალისწინებული. მასში 270-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. საქართველოს საუკეთესო რეიტინგის მქონე მოჭადრაკეების გარდა ლანჩხუთში, ტრადიციულად, იმყოფებიან სპორსტმენები უცხოეთიდან. ფულად ჯილდოებს ყველა ასაკობრივი ჯგუფის პრიზიორები და უფროს ასაკში გამარჯვებულები მიიღებენ და ამას შეჯიბრის ორგანიზატორი ლანჩხუთის მერია იღებს თავის თავზე. […]