„უცებ წამომაყენეს და მაგიდის საპირისპირო მხარეს დამსვეს – ტელეეკრანისგან ზურგით“ _ როგორ ახსოვს 9 აპრილი გიორგი კეკელიძეს

9 აპრილი ასე მახსოვს – საჭმელს მაჭმევდნენ და ტელევიზორს ვუყურებდი, უცებ წამომაყენეს და მაგიდის საპირისპირო მხარეს დამსვეს – ტელეეკრანისგან ზურგით. ათში ჩემი დაბადების დღეა. რაღაც ნამცხვარს აცხობდნენ და დაიწვა. გვიან დავფიქრდი – როგორ უნდა დაჯდეს მსგავს ამბებთან კაცი – ზურგით თუ პირდაპირ. ტელევიზორში დაღუპულთა შესახებ აცხადებდნენ. გარეთ მზიანი ამინდი იდგა. გაზაფხულის ამინდი. პატარა ვიყავი. საბავშვო […]

„სანამ მიტინგი დაიწყებოდა, საბჭოთა „ბეტეერი“ გაჩერდა უნივერმაღთან“ _ ვახტანგ ზენაიშვილი 1989 წლის 8 აპრილს ლანჩხუთში გამართულ აქციას იხსენებს [+ფოტო]

ლანჩხუთი 1989 წელს იმ ქალაქებს შორის იყო, სადაც თბილისის პარალელურად ანტისაბჭოთა აქციები ტარდებოდა. მათ შორის გაიმართა 8 აპრილს. მაშინდელ მოვლენებს იხსენებს მისი ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი ვახტანგ ზენაიშვილი: 1988 წლის ნოემბრის ცნობილი შიმშილობის შემდეგ ქუთაისში გაიმართა დიდი მიტინგი, ჩამოსული იყვნენ გია ჭანტურია და ირინა სარიშვილი. ლანჩხუთიდან რამდენიმე ადამიანი ჩავედით, უშიშროების სამსახურის გაფრთხილების მიუხედავად. ხელისუფლებას მცდელობა ჰქონდა […]

„რა „კურტკაც“ მეცვა მაშინდელ მიტინგზე გამოსვლისას, ახლაც ის მაცვია , ირგვლივ არც სსრკ შეცვლილა უამრავი ქართველის ცნობიერებაში“ _ სოსო კვაჭაძე [+ფოტო]

ლანჩხუთი სამი ათეული წლის წინ, ერთ-ერთი მოწინავე იყო საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. ისტორიული ფოტო სწორედ 1989 წლის აპრილის აქციებზე ჩვენი ქალაქის ცენტრშია გადაღებული. „გურია თუდეის“ არქივიდან გთავაზობთ, როგორ იხსენებენ იმდროინდელი ადგილობრივი ლიდერები 9 აპრილთან დაკავშირებულ მოვლენებს… სოსო კვაჭაძე: _ ვერ დავივიწყებ იმ დროს ლანჩხუთში მიმდინარე აქციებს, შიმშილობის 9 დღეს, ყვავილების ზღვას, მოშიმშილეთა წინ დუმილით მდგომარე ხალხს… […]

ლანჩხუთელი, რომელიც 1989 წლის 8 აპრილს საბჭოთა ტანკს დაუწვა და ორ წელიწადში ხელი დამოუკიდებლობის აქტს მოაწერა!

ლანჩხუთსა და 9 აპრილზე ვსაუბრობთ, აუცილებლად გაგვახსენდება გია ფირცხალაიშვილი, რომელიც ტრაგიკული მოვლენების დროს რუსთაველზე იდგა, ორ წელიწადში კი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს მოაწერა ხელი. ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი მთავარ საკანონმდებლო ორგანოში გლდანის მაჟორიტარის რანგში მოხვდა. სამწუხაროდ, ამ პატრიოტ კაცზე წარსულში გვიწევს საუბარი. ამიტომაც არქივიდან გთავაზობთ მასთან ინტერვიუს. ლანჩხუთი ერთ-ერთი გამორჩეული მუნიციპალიტეტია თავისი ისტორიით, ტრადიციებითა და იმ ადამიანებითაც, […]

ლანჩხუთის მერიის კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ – ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება რევაზ კუპატაძეს დაუწერა

ლანჩხუთის მერიის ტრადიციული შემოქმედებითი კონკურსის _ „მთიები“ 2025 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კონკურსის თემაც გახლდათ _ ,,ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ…“ მხატვრულ კითხვაში (პოეზია) პირველი ადგილი ნიკოლოზ თადუმაძემ დაიკავა. მან 140 ქულა მიიღო. მეორე ადგილზე საბა მამულაიშვილი გავიდა 135 ქულით, ხოლო მესამე ადგილი წილად ხვდა დავით ჩეჩელაშვილს (133 ქულა). ნიკოლოზ თადუმაძემ 140 ქულა მოაგროვა და პოეზიაში […]

BG GROUP გურიაში გთავაზობთ სრულ სამშენებლო მომსახურებას, ხარისხის უმაღლესი სტანდარტებითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით (R)

სამშენებლო-სარემონტო კომპანია BG GROUP გთავაზობთ სრულ სამშენებლო მომსახურებას, ხარისხის უმაღლესი სტანდარტებითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს: – პროექტირებას და დიზაინს;– მშენებლობას და რემონტს;– კონსულტაციებს და ზედამხედველობას. დაგვიკავშირდით და შექმენით თქვენი მომავალი ჩვენთან ერთად! +995 599 97 37 14 | ბმული ფეისბუქზე: https://shorturl.at/vF84K **BG GROUP** – გემსახურებით პროფესიონალიზა პასუხისმგებლობით!

აქანე, ძამა, ყოლიფერს ელანძე გაგიხაზირებენ… – „გურია თუდეი ჯგუფი“ ლანჩხუთში სარეკლამო ბაზრის ლიდერია!

მაისურების, ჭიქების, ფოტოების, ბანერების, ბუკლეტების, ფლაერების „გახაზირება“… კიდევ რა სერვისებს გთავაზობთ „გურია თუდეის ჯგუფის“ სარეკლამო სამსახური ლანჩხუთის სარეკლამო ბაზარზე „გურია თუდეი ჯგუფის“ წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი დანადგარებისა და სახარჯი მასალების მაღალი ხარისხია _ მხოლოდ ჩვენ ვბეჭდავთ 6-ფერიან იაპონურ დანადგარებზე და ვიყენებთ პრემიუმ-ხარისხის პროდუქციას. რას ნიშნავს 6-ფერიანი ბეჭდვა? ზოგადად, ფერადი ფოტო მიიღება ოთხი ფერის კომბინაციით (შავი, […]

ლანჩხუთის „გურიამ“ ახალი სეზონის პირველი შეხვედრა ფოთის „კოლხეთი-1913“-ის ფარმ-კლუბთან ფრედ, 0:0 დაასრულა

დღეს, „გურიამ“ ძველ-ახალი მწვრთნელის, თემურ ლორიას თავკაცობით ახალი სეზონის პირველი შეხვედრა გამართა და ფოთის „კოლხეთის“ მეორე გუნდს უგულო ფრე ეთამაშა. ლანჩხუთის კლუბი რამდენიმე დღის შეკრებილია და მწვრთნელები იძულებული არიან, საწყისი მატჩები მოსამზადებლადაც გამოიყენონ. მორიგ შეხვედრას გუნდი 9 აპრილს ხაშურში, იქაურ „ივერიასთან“ გამართავს. მატჩი საღამოს 8 საათზე დაიწყება და ხელოვნური განათების ქვეშ ჩატარდება. 2 აპრილი 2025 […]

„მთელ გურიას დაწყვიტა გული, ადამიანობის მაგალითი იყო…“ [მალხაზ თავაძის გახსენება]

4 წლის წინ, ლანჩხუთს კიდევ ერთი კარგი, ღიმილიანი კაცი გამოაკლდა. ლამის მთელი გურია იცნობდა, თავისი საქმის პროფესიონალი იყო… სიტყვები უძლურია იმ მწუხარების გამოსახატავად, რასაც შენი ახლობლები განვიცდით. ნუთუ ასეთი ხან მოკლე იყო შენი ცხოვრება, ჩვენო ღიმილიანო, სიცოცხლით სავსე და მოუსვენარო? რა უსამართლობაა ეს ცხოვრება… ჩვენი მალხაზი ადამიანობის მაგალითი იყო… საუკეთესო მამა, საუკეთესო ადამიანი, მეზობლებში, ახლობლებში, გაჭირვებაში, […]

რატომ დაბლოკა „ფეისბუქზე“ ელისო ჭიჭინაძე და რას პასუხობენ ყოფილი თანამებრძოლები კახა ასკურავას, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილი ლანჩხუთში „შელანძღული“ „ტუფლებით“ დადიოდა…

ლანჩხუთელი ოპოზიციონერი, „ნაციონალების“ ადგილობრივი ლიდერი კახა ასკურავა სოციალურ ქსელში წერს: „აი, რატომ იძახიან _ მიშა, მიშას… ეს ახსოვს ხალხს და ვისაც არ ახსოვს ან წაუკითხავს ან/და მოყოლით იციან. დღე არ გავიდოდა დღის წესრიგი თავად არ შეექნა ან პარტიული სტრუქტურის რომელიმე რგოლს არ ეაქტიურა… მიშა ვისაც არ გინდათ, წარმატების რეცეპტი მაინც მოპარეთ, მარა არც ეგ გინდათ […]