ეს არის არა მხოლოდ სანახაობა, არამედ საოცარი თავგადასავალი და ცოცხალი ისტორიაა… ლელობურთი _ გურული ემოცია, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ!

„ლელოს ფანებო, არ გამოგრჩეთ შუხუთში გამართული ლელოს დღესასწაული! წელსაც გურიაში, კერძოდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში, ისტორია ცოცხლდება და ლელობურთი ისევ იმართება. თუ გსურთ მხიარული, ემოციური და ტრადიციებით სავსე დღესასწაული, ეს ნამდვილად თქვენი შანსია! გურიაში გატანილი ლელო უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ თამაში – მოემზადეთ დაუვიწყარი დღესასწაულისთვის, მიიღეთ მონაწილეობა და ისიამოვნეთ გურული ექსტრემით! ლელოს დღესასწაულს ჯადოსნური ძალა […]

ანრის და ვანოს დუბლებით… „გურიამ“ „ზესტაფონს“ 4:0 მოუგო _ თასის მფლობელების პირველი შეხვედრა მეოთხე ლიგაში

დიახ, საქართველოს ორი ტიტულოვანი კლუბის საქმე ისე წავიდა, რომ მეოთხე ლიგაში გადაეყარნენ ერთმანეთს. წინა ტურში პირველად მოიგეს იმერლებმა _ შინ „მაჭახელასთან“, რომელსაც შემდეგ ტურში ეთამაშება „გურია“, რომელსაც ამ მატჩამდე ოდენ პირველ ტურში აღებული ქულა ჰქონდა. მატჩის ინტრიგა ანრი ზაქარაშვილმა საწყის 14 წუთში მოკლა _ ამ დროში, „გურიას“ ახალწვეულს ორი გოლი უკვე გატანილი ჰქონდა, 4-წუთიანი ინტერვალით. […]

„ეს გაზაფხული მე არ მეკუთვნის,რადგან არ მყავხარ, დედა“ [ციალა ბანძავა-ჩხაიძის მონატრება]

40 დღე გავიდა იმ კოშმარული დღიდან, დედა. მეტად რთული ცხოვრების გზა გარგუნა უფალმა – ნაადრევი ქვრივობიდან უმძიმეს ავადმყოფობამდე, რომელიც, როგორც ნამდვილმა ქართველმა, ღირსეულად განვლე. ჩემო ჭირთამთმენო, ჩემო და ჩვენო მარადიულო ტკივილო და მონატრებავ, შეხვედრამდე, დეე… დედას ეს გაზაფხული მე არ მეკუთვნის,რადგან აღარ მყავს დედა,ვარ მწუხარების დარდში ჩაფლული,გარს მახვევია სევდა. აყვავებულან მთებზე იები,ფურისულებიც ჰყვავის,მე განშორებით ვარ […]

„მანქანა გააჩერა და ეზოში შედიოდა, როცა ავტობუსი დაეჯახა…“ _ ნიგვზიანში ავტოსაგზაო შემთხვევამ 28 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა

ლანჩხუთში, სოფელ ნიგვზიანში, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 28 წლის თორნიკე სურმანიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ორი დღის წინ, ღამის საათებში მოხდა. ინფორმაციას „გურია ნიუსი“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავი ავტობუსი ახალგაზრდას მაშინ დაეჯახა, როდესაც ის სახლში ბრუნდებოდა. „მანქანა გააჩერა და ეზოში შედიოდა. ავტობუსი დაეჯახა და მიატოვა“, _ უთხრა გამოცემას გარდაცვლილის თანასოფლელმა. მისივე თქმით, მძღოლი […]

„ლანჩხუთი უნდა იცნობდეს ჩვენი ქალაქის ნიჭიერ შემოქმედსა და წარმატებულ მთარგმნელს…“ _ ვისზე წერს ირმა მგელაძე

ლანჩხუთელი ნათია ორმოცაძის თარგმანი ლუდმილა ულიცკაიას „დანიელ შტაინი, თარჯიმანი“ წარდგენილი იყო თბილისის წიგნის ფესტივალზე. ბევრისთვის უცნობი ნიჭიერი მთარგმნელის შესახებ სოციალურ ქსელში საკრებულოს წევრი ირმა მგელაძე წერს: „ჩვენი პატარა ქალაქის საამაყო შემოქმედმა, შესანიშნავი ოჯახის შვილმა, ნიჭიერმა ნათია ორმოცაძემ ლანჩხუთში დაამთავრა მეორე საშუალო სკოლა, სწავლა გააგრძელა სულხან-საბას სახელობის  ინსტიტუტში. შემდეგ დაამთავრა სასულიერო აკადემია, არის ერთ-ერთი საუკეთესო მთარგმნელი […]

„მადლობა, რომ სუფთა წარსული და სუფთა ოჯახი დაგვიტოვე“ [რევაზ ფაცურიას გამოსათხოვარი]

მამა, შენი ცხოვრების მანძილზე, შენი თანამდებობებზე მუშაობის მანძილზე, არსად არავინ გაგიწირავს, არსად არავინ მოგიტყუებია. მიუხედავად მრავალი გაჭირვებისა, ყოველთვის სინდისიანი ლუკმა მოგქონდა შენს ოჯახში. ყველას გულშემატკივარი და ჭირის გამზიარებელი იყავი. სამაგალითო მეუღლე, მამა და ბაბუა… ისე აღვზრდი დამიანეს, როგორც შენ გიხაროდა, მე და კაკო შენს კერას არ გავაციებთ, მამა. შენს ფუტკარს მე მოვუვლი, ხომ მასწავლე… მიმძიმს […]

[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ვალერიან (კისო) ზენაიშვილი

◼️ | მეუღლე ლელა ქურიძე; შვილები: ნინო, ვაკო; შვილიშვილი ლუკა ნიქაბაძე; დები: რუსუდანი, ქეთევანი; ძმა ბიძინა; რძალი ნაირა ჩხაიძე; სიძეები: გიორგი ნიქაბაძე, მალხაზ გორდელაძე, მიშა ნინოშვილი; ძმისშვილი ბესო ზენაიშვილი; დისშვილები: მაია გორდელაძე, თამარ, ია ნინოშვილები; ცოლისდა ლალი ქურიძე; ცოლის დისშვილი გიორგი დოლიძე; მძახალი ნინო ნიქაბაძე; ბიძაშვილები; მამიდაშვილები; დეიდაშვილები და ახლო ნათესავები იუწყებიან ვალერიან (კისო) ზენაიშვილის […]

„ბურთის წართმევა მოინდომა და კისერში  ვუკბინეო… დაგექცა ოჯახიო,  არც ლელო მინდა და არც შენი ბურთიო!“ _ ლელობურთელის დღიური

კვირა, 24 აპრილი კვირადღე ტაძარში წასვლით იწყება, რადგან მგალობელი ვარ და ვესწრები წირვა-ლოცვას. შემდეგ ჩვეულებრივად შევუდგები ყოფით საქმეს, ოჯახის საქმეს, ძირითადად. დაკავებული ვარ მცირე ბიზნესით და შეძლებისდაგვარად ვცდილობ, რაიმე შევმატო ოჯახს, შვილებს… შემდეგ შინ ვბრუნდები. სოფელში ვცხოვრობ, შუხუთში. თუ ამინდი მაძლევს საშუალებას, ეზოში ვფუსფუსებ დედაჩემთან და მეუღლესთან ერთად. ორშაბათი, 25 აპრილი მართლაც მძიმე დღეა! დილიდან […]

ლელო უკვე ყველაფერია: სოფლის გერბია, სიმბოლოა, დღესასწაულია… შუხუთი და ლელო ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია!

წელიწადში ერთხელ, აღდგომის დღესასწაულზე, გურულები ლელობურთს თამაშობენ. ლანჩხუთის რაიონის სოფელი შუხუთი ორად იყოფა – ქვემო და ზემოშუხუთელები ერთმანეთს ძალაში ეჯიბრებიან. ვის მხარესაც ერთფუთიანი (16 კილოგრამი) ბურთი წავა, გამარჯვებულიც ის არის. დღემდე ზუსტად არავინ იცის, ვინ იგებს; არც ის, თუ რამდენი წელია თამაშობენ გურულები ლელობურთს. თუმცა ის, რომ ლელო მათი მთავარი ტრადიცია, დღესასწაული და ცხოვრების წესია, […]

„ლადო, აქ ვინმე უნდა მოკვდეს?“ _ ირლანდიელი ბიჭის შთაბეჭდილებები შუხუთის ლელოზე: ხომ უნდა იგრძნოს მიწამ, რომ ცოცხლები ვართო…

– ლადო, აქ ვინმე უნდა მოკვდეს? – ვუყვიროდი ჩემ გვერდით მდგომ ჩემს ქართველ მეგობარს, თუმცა ვიცოდი, რომ ვერ გავაგონებდი… მაინც გაიგონა – ალბათ, ძალიან სასოწარკვეთილი ხმით ვყვიროდი. – არა, კაცო, ამათ რა მოკლავს! – ლადო რატომღაც იცინოდა, ყვირილით იცინოდა, მე კი გაოგნებული შევცქეროდი ასამდე მებრძოლ გაოფლილ კაცს, ზოგს – წელზემოთ შიშველს, ზოგს – უკვე შემოხეული […]