„გიო, როგორ მეგონა, რომ ცოცხალს გიპოვიდნენ… სულ რაღაც 15 წლის იყავი, ბიჭო… ოჯახის და კუთხის იმედად იზრდებოდი“ _ ახლობლები ჩიბათელ ბიჭზე, რომელიც დღეს მდინარეში დაიხრჩო

15 წლის ბიჭი, რომელიც დღეს მდინარე სუფსაში დაიხრჩო, გიორგი თირქიაა სოფელ ჩიბათიდან. როგორც მისი ახლობლები გვიყვებიან, გიოს მამა გარდაცვლილი ჰყავს და ახლა დედის სოფელში ცხოვრობდა. დედა მირანდა ძიმისტარიშვილია. მას სახლში 87 წლის მამა ჰყავს, გიოს _ უმცროსი და-ძმა და დედას 15 წლის ბიჭის დიდი იმედი ჰქონდა. „გიო, როგორ მეგონა, რომ ცოცხალს გიპოვიდნენ… სულ რაღაც 15 […]

15 წლის ბიჭი, რომელსაც მაშველები და მყვინთავები მდინარე სუფსაში რამდენიმე საათის მანძილზე ეძებდნენ, სამწუხაროდ, გარდაცვლილი იპოვეს

ინფორმაცია, რომ მოზარდს ეძებდნენ, “გურიის მოამბემ” გაავრცელა. გამოცემას ადგილობრივებმა აცნობეს, რომ მოზარდი თანატოლ მეზობელთან ერთად მდინარეში იმყოფებოდა, როცა მოულოდნელად ის დინებამ ჩაითრია. “გურია თუდეი” მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.

ლანჩხუთის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი ოთარ ქათამაძე 42 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლანჩხუთის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი და მსახიობი ოთარ (ოთო) ქათამაძეს, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი მეგობრები და კოლეგები ავრცელებენ. ოთარ ქათამაძე მოულოდნელად აღმოჩნდა უმძიმეს მდგომარეობაში – ანევრიზმის გასკდომის შემდეგ უგონოდ გადაიყვანეს ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ექიმებს მოუწიათ რამდენიმე ურთულესი ოპერაციის ერთდროულად ჩატარება. გარკვეულ ხანს იყო გადარჩენის იმედი […]

ლანჩხუთში, მთავარ მაგისტრალზე, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა _ 5 დაშავებული კლინიკებში გადაიყვანეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, მთავარი მაგისტრალის ჩიბათის მონაკვეთზე, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. აღნიშნულის ამსახველ ვიდეომასალას ფეისბუქ-ჯგუფი „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს. მასში ჩანს დაშავებული ავტომობილები და ადგილზე იმყოფება სამაშველო სამსახურის მანქანა. არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებული 5 პირი ლანჩხუთისა და ჩოხატაურის კლინიკებში გადაიყვანეს.

გურია „გემო ფესტს“ მასპინძლოებს – შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში საქართველოში ყველაზე მასშტაბური გასტრონომიული ფესტივალი მიმდინარეობს

გურია პირველ „გემო ფესტს“ მასპინძლობს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით, ოზურგეთში, შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში საქართველოში ყველაზე მასშტაბური გასტრონომიული ფესტივალი მიმდინარეობს. ღონისძიებას გურიის გუბერნატორი გიორგი ღურჯუმელიძე, „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე დაესწრნენ. „გემო ფესტში“ მონაწილეობენ რეგიონის კვების […]

„This is ლანჩხუთიდან“ All Around Georgia-მდე – ლანჩხუთელი ინფლუენსერები არ ხუმრობენ: „მოგესალმებით საქართველოს გულში, ერთად ვიმოგზაუროთ ჩვენს ულამაზეს კუთხეებში!“

ლანჩხუთელმა ინფლუენსერებმა, ნინია ბარამიძემ და ლუი ორაგველიძემ ახალი ფეისბუქ-ჯგუფი შექმნეს _ „საქართველოს ირგვლივ / All around Georgia“, რომელსაც ერთ დღეში უკვე ჰყავს 500-მდე წევრი. ეჭვი არავის ეპარება, რომ ჯგუფი წარმატებული იქნება. ამ ადამიანებმა კოვიდ-19-ის დროს შექმნეს „This is ლანჩხუთი“, რომელიც დაუბლოკეს და თავიდან შემოიკრიბეს 30 ათასამდე გურული თუ გურულების მოყვარული ადამიანი. ჯგუფმა ძალიან დიდი მისია […]

გურული კლუბების „შავი პარასკევი“ _ „გურიამ“ ფოთში წააგო, მისი კონკურენტი „მერცხალმა“ ვერ შეაჩერა

ზედიზედ მეორე თამაშია, ვერ მოიგო „გურიამ“. თუმცა 3 ქულას ვინ ამბობს (წინა ტურში 2:2 „არაგველებთან“), ამჯერად, გათამაშების ლიდერებმა ფოთში, იქაურ „კოლხეთი-2“-თან 2:3 წააგეს. ამ გუნდების პირველი შეხვედრა ლანჩხუთში ფრედ, 0:0 დასრულდა და ყველაზე მეტი – 5 ქულა დააკარგვინეს კოლხებმა მესამე ლიგაზე მეოცნებე მეზობლებს. ორ შეხვედრაში გაშვებული 5 გოლი ზედა ლიგაში დაწინაურების მოსურნე გუნდისთვის მეტისმეტია. „გურიას“ […]

გურიაში დააკავეს 69 წლის კაცი, რომელმაც სანადირო თოფიდან გასროლით 56 წლის ცოლს თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა

შსს-ს ინფორმაციით, გურიაში დააკავეს 69 წლის კაცი, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს სანადირო თოფიდან გასროლით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. „გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1956 წელს დაბადებული ზ.რ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, […]

გელაშას ძალიან უყვარდა ლანჩხუთი… „გურიას“ ყოფილი ფეხბურთელი, 29 წლის ზურა გელაშვილი ავტოავარიაში დაიღუპა

წუხელ დაახლოებით 01:00 საათზე ბორჯომის შესასვლელთან ავარია მოხდა. ერთმანეთს „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა, შემთხვევის შედეგად, მსუბუქ ავტომობილში მყოფი 5 მგზავრიდან ორი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა. გარდაცვლილთა შორისაა 29 წლის ზურა გელაშვილი _ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებებისა და „გურიას“ ყოფილი ფეხბურთელი. ჯერ კიდევ 17 წლის პერსპექტიულ მცველს ქუთაისის „ტორპედოში“ შემადგენლობაში ქვეყნის მთავარ ლიგაში ჰქონდა […]

„სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, საშინელება მოხდა. ერთ ეზოში გაზრდილები იყვნენ“ – რას ამბობენ ავარიაში დაღუპულ ახალგაზრდებზე ახლობლები

„სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, საშინელება მოხდა. 4 სიცოცხლით სავსე ახალგაზრდაა გარდაცვლილი. ერთად გაზრდილები არიან, თანატოლები, მეგობრები, ერთ ეზოში გაზრდილები. წარმოუდგენელია იმის გააზრება, რაც მოხდა. განადგურებულები ვართ ყველანი. ასეთ დროს რა უნდა გითხრათ, ყველა ერთმანეთზე უკეთესი ახალგაზრდები არიან. მეხის გავარდნას გავს ეს ამბავი. კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, ცეცხლი როგორ გაუჩნდა მანქანას და ეტყობა გამოსვლა ვერც ერთმა […]