ლანჩხუთის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი ოთარ ქათამაძე 42 წლის ასაკში გარდაიცვალა

|

Loading

ოთარ ქათამაძე

ლანჩხუთის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი და მსახიობი ოთარ (ოთო) ქათამაძეს, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი მეგობრები და კოლეგები ავრცელებენ.

ოთარ ქათამაძე მოულოდნელად აღმოჩნდა უმძიმეს მდგომარეობაში – ანევრიზმის გასკდომის შემდეგ უგონოდ გადაიყვანეს ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ექიმებს მოუწიათ რამდენიმე ურთულესი ოპერაციის ერთდროულად ჩატარება. გარკვეულ ხანს იყო გადარჩენის იმედი და თანხაც გროვდებოდა მის დასახმარებლად, თუმცა მდგომარეობა უფრო დამძიმდა და ახალგაზრდა ხელოვანი გარდაიცვალა.

„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს ოთარ ქათამაძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.