გურიის რეგიონი პირველ ადგილზეა ავტოავარიების შედეგად სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით – რამდენი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევებს?

გურიაში, იანვარი-ივნისის განმავლობაში, 45 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდზე გავრცელებულ სტატისტიკაშია ნათქვამი. სტატისტიკის თანახმად, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად რეგიონში 9 ადამიანი დაიღუპა, 57 კი დაშავდა. საქართველოში მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისამდე პერიოდში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებს 216 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 14 ბავშვი. უწყების ცნობით, 2025 წლის ორ კვარტალში ქვეყანაში 2.860 ავარია […]
ისევ კალინინა, კრავჩუკი და 0:5… „ლანჩხუთს“ არ გაუმართლა, მაგრამ ევროტურნირებზე დარჩენის შანსი ისევაა: 30-ში უნდა მოვიგოთ!

როცა კენჭისყრის შედეგები გახდა ცნობილი, იმთავითვე ცხადი იყო, რომ უკრაინულ „ვორსკლასთან“ გურულებს ძალიან გაუჭირდებოდათ. კენჭისყრამ „ლანჩხუთს“ უძლიერესი მეტოქე არგუნა, რომელმაც 3 წლის წინ 5:0 დაამარცხა საქართველოს ჩემპიონები. მაშინ იანა კალინინამ და როკსოლანა კრავჩუკმა თითო გოლი გაიტანეს, ამჯერად მათ ჯამში 4 გოლი და ერთით ნაკლები საგოლე გადაცემა მიითვალეს. თითო ასეთი ვიქტორია რადიონოვამაც შეძლო და, ფაქტობრივად, ამ […]
დღეს, „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპის მატჩს უკრაინულ „ვორსკლასთან“ გამართავს… „გინტრასა“ თუ „ფარულ კონსტანტა“ – ვის შეხვდება გიორგი ჩხაიძის გუნდი

დღეს, საქართველოს ჩემპიონი „ლანჩხუთი“, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ლიეტუვას ქალაქ შიაულიაში, პოლტავას „ვორსკლას“ (უკრაინა) შეხვდება. მატჩი ადგილობრივ ცენტრალურ სტადიონზე ჩვენი დროით 13:00 საათზე დაიწყება. ლანჩხუთელთა მთავარმა მწვრთბელმა, გიორგი ჩხაიძემ ლიეტუვაში შემდეგი ფეხბურთელები იახლა: მეკარეები: თათია გაბუნია (1), მარიამ ჭრიკიშვილი (31) მატჩის ანონსი | ქარდი „გურია თუდეის“ ფეისბუქ-გვერდიდან მცველები: ნინო ჩხარტიშვილი (24), ნინო გუჯაბიძე (3), […]
1989 წლის 5 ნოემბერს, „გურიამ“ „ქაირათს“ 3:1 მოუგო… დღეს ორივე ლიგაზე თამაშობს: ალმათელები ჩემპიონთა, ლანჩხუთელები კი – მეოთხეში! „ცოტა კია სხვაობა“ და… ციცები?

ლანჩხუთის „გურიას“ გამორჩეული ქომაგი ლევან გიორგაძე, რომელიც ათწლეულებია, კლუბის სტატისტიკას აგროვებს, სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს: „1989 წლის 5 ნოემბერი იყო… ამინდი, მგონი, შემოდგომისთვის დამახასიათებელი – წვიმიანი (კარგად არ მახსოვს, 13 წლის ვიყავი)… მაგრამ ძალიან კარგად გვახსოვს მეც და მთელ საქართველოს, რომ ლანჩხუთში ნამდვილი საფეხბურთო ამინდი იდგა… სსრკ-ს პირველი ლიგის გათამაშების 42-ე ტურში, ლანჩხუთის „გურია“ ალმა-ათის […]
„შენ, ჩვენო სიხარულო და ბედნიერებავ“ – ვინ არის ირაკლი ნოდია, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებში 100%-იანი გრანტი მოიპოვა

ეს ინფორმაცია ლანჩხუთელებს ძალიან გაახარებს _ ირაკლი ნოდია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ისწავლის _ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, 100%-იანი დაფინანსებით. იგი „გურიას“ ყოფილი ფეხბურთელის, ლანჩხუთელთა უსაყვარლესი ადამიანისა და დიდი ტკივილის, არჩილ (ბაჩო) ნოდიას შვილი და ბიძის, ასევე ჩვენი ქალაქის მოუშუშებელი ტკივილის _ ირაკლი ნოდია უფროსის მოსახელეა. ორივე ძმა ნაადრევად […]
“20 წლის შვილიშვილი ფესტივალზე იყო და როცა დაიგვიანა, ბაბუა მის მოსაძებნად წავიდა…” – რა ხდება ცნობილი გომისმთაზე დაკარგულ 85 წლის კაცზე?

გურიაში, კურორტ გომისმთაზე [მდებარეობს ქალაქ ოზურგეთის ცენტრიდან 33 კმ-ში], უკვე მეორე დღეა, სამაშველო სამსახური და ადგილობრივები 85 წლის ზურაბ უსტიაშვილს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, პენსიონერი ელექტრონულ ფესტივალზე შვილიშვილის მოსაკითხად წავიდა და მას შემდეგ კვალი იკარგება. „გუშინ [კვირას] ღამის 12 საათზე დამეკარგა ბაბუ გომისმთაზე, თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია გაქვთ, გთხოვთ დამიკავშირდეთ“ _ 85 წლის კაცის შვილიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას […]
გურიაში, გუშინ გვიან საღამოდან, 85 წლის კაცს ეძებენ, რომელიც, არსებული ინფორმაციით, გომისმთაზე იმყოფებოდა და, სავარაუდოდ, გზა აებნა

გურიაში 85 წლის, ზურაბ უსტიაშვილს ეძებენ – სამაშველო ოპერაციები უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. „გუშინ, გომისმთის ტერიტორიაზე დაიკარგა ბაბუ. ბოლოს ნახეს ხარიატაღის მიდამოებში, ასევე ასული იყო ჯვრის მოპირდაპირე გორაზე“ _ განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელდა. „ბაბუაჩემია, ასე გამოიყურება. თუ დაინახავთ, მოგვაწოდეთ ინფორმაცია, ძალიან ვღელავთ მთელი ოჯახი“ _ წერს შვილიშვილი და ფოტოს აქვეყნებს. გავრცელებული ინფორმაციით, პენსიონერს, გომისმთაზე, მუსიკალურ […]
„შენგან მუდამ ღიმილი მოდიოდა… ჩვენს გვერდით აღარ არის საყვარელი მოსწავლე“ _ 15 წლის გიორგი თირქიას მშობლიური სკოლა და მასწავლებლები ემშვიდობებიან

15 წლის გიორგი თირქიას, რომელიც გუშინ ტრაგიკულად დაიღუპა, მშობლიური ჩიბათის სკოლა ემშვიდობება: „გულს გვიწყვეტს და სიტყვები გვღალატობს, რადგან აღარ არის ჩვენს გვერდით ჩვენი საყვარელი მოსწავლე გიორგი თირქია. გიორგი იყო სითბოსა და სიკეთის მატარებელი. მისი თავაზიანობა, მშვიდი ბუნება და ყურადღება ყველასთვის, ვინც მასთან ურთიერთობდა, დაუვიწყარი გახდება. იგი იყო მოსწავლე, რომელიც სხვას უსმენდა, უგებდა და ყოველთვის სიკეთეს ანაწილებდა. […]
„ვერ გაიმართება გასართობი ღონისძიება იქ, სადაც ჩვენი რაიონის ახალგაზრდა ტრაგიკულად დაიღუპა“ _ ლანჩხუთში „თევზის ფესტივალი“ წელს აღარ გაიმართება

„გუშინ მდინარე სუფსაში, ,,თევზის ფესტივალის“ ლოკაციასთან მომხდარი ტრაგედიის გამო, სექტემბრის თვეში დაგეგმილი ,,თევზის ფესტივალი“ აღარ გაიმართება“ _ აღნიშნულია სამძიმრის წერილში, რომელიც ლანჩხუთის მერიამ და საკრებულომ 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო გაავრცელეს. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გიორგი თირქიას გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს“ _ ვკითხულობთ განცხადებაში. „ეს არის ჩვენი გუნდის […]
მეცამეტე რაიონში… „ნაგლეჯა ფურცელზე“ დაწერილი ბრძანება, შაბათ-კვირის გამგებელი, ბიძა-დისშვილი, ქვისლები და 4 „პირველი“ ერთი ქუჩიდან _ როგორ ირჩევდნენ ლანჩხუთის თავკაცებს?

„საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს: დაინიშნოს მერაბ გიორგის ძე გოგუაძე ლანჩხუთის რაიონის პრეფექტად“ _ ამ ისტორიულ დოკუმენტს ხელს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია აწერს და 1991 წლის 4 მარტით თარიღდება. ეს დანიშნვნა გამორჩეული იმიტომაა, რომ იგი ლანჩხუთის პირველი პირველი პირია, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მართალია, ბოლო ათწეულში ლანჩხუთში ბევრი რამ შეიცვალა, მაგალითად, […]