[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ვალერიან (კისო) ზენაიშვილი

◼️ | მეუღლე ლელა ქურიძე; შვილები: ნინო, ვაკო; შვილიშვილი ლუკა ნიქაბაძე; დები: რუსუდანი, ქეთევანი; ძმა ბიძინა; რძალი ნაირა ჩხაიძე; სიძეები: გიორგი ნიქაბაძე, მალხაზ გორდელაძე, მიშა ნინოშვილი; ძმისშვილი ბესო ზენაიშვილი; დისშვილები: მაია გორდელაძე, თამარ, ია ნინოშვილები; ცოლისდა ლალი ქურიძე; ცოლის დისშვილი გიორგი დოლიძე; მძახალი ნინო ნიქაბაძე; ბიძაშვილები; მამიდაშვილები; დეიდაშვილები და ახლო ნათესავები იუწყებიან ვალერიან (კისო) ზენაიშვილის […]

„ბურთის წართმევა მოინდომა და კისერში  ვუკბინეო… დაგექცა ოჯახიო,  არც ლელო მინდა და არც შენი ბურთიო!“ _ ლელობურთელის დღიური

კვირა, 24 აპრილი კვირადღე ტაძარში წასვლით იწყება, რადგან მგალობელი ვარ და ვესწრები წირვა-ლოცვას. შემდეგ ჩვეულებრივად შევუდგები ყოფით საქმეს, ოჯახის საქმეს, ძირითადად. დაკავებული ვარ მცირე ბიზნესით და შეძლებისდაგვარად ვცდილობ, რაიმე შევმატო ოჯახს, შვილებს… შემდეგ შინ ვბრუნდები. სოფელში ვცხოვრობ, შუხუთში. თუ ამინდი მაძლევს საშუალებას, ეზოში ვფუსფუსებ დედაჩემთან და მეუღლესთან ერთად. ორშაბათი, 25 აპრილი მართლაც მძიმე დღეა! დილიდან […]

ლელო უკვე ყველაფერია: სოფლის გერბია, სიმბოლოა, დღესასწაულია… შუხუთი და ლელო ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია!

წელიწადში ერთხელ, აღდგომის დღესასწაულზე, გურულები ლელობურთს თამაშობენ. ლანჩხუთის რაიონის სოფელი შუხუთი ორად იყოფა – ქვემო და ზემოშუხუთელები ერთმანეთს ძალაში ეჯიბრებიან. ვის მხარესაც ერთფუთიანი (16 კილოგრამი) ბურთი წავა, გამარჯვებულიც ის არის. დღემდე ზუსტად არავინ იცის, ვინ იგებს; არც ის, თუ რამდენი წელია თამაშობენ გურულები ლელობურთს. თუმცა ის, რომ ლელო მათი მთავარი ტრადიცია, დღესასწაული და ცხოვრების წესია, […]

„ლადო, აქ ვინმე უნდა მოკვდეს?“ _ ირლანდიელი ბიჭის შთაბეჭდილებები შუხუთის ლელოზე: ხომ უნდა იგრძნოს მიწამ, რომ ცოცხლები ვართო…

– ლადო, აქ ვინმე უნდა მოკვდეს? – ვუყვიროდი ჩემ გვერდით მდგომ ჩემს ქართველ მეგობარს, თუმცა ვიცოდი, რომ ვერ გავაგონებდი… მაინც გაიგონა – ალბათ, ძალიან სასოწარკვეთილი ხმით ვყვიროდი. – არა, კაცო, ამათ რა მოკლავს! – ლადო რატომღაც იცინოდა, ყვირილით იცინოდა, მე კი გაოგნებული შევცქეროდი ასამდე მებრძოლ გაოფლილ კაცს, ზოგს – წელზემოთ შიშველს, ზოგს – უკვე შემოხეული […]

ლელო ომია იგივე, თამაშად ქცეული… მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოიგებს _ მთავარია ბურთი გავარდეს!

ლელო მხოლოდ გურიაში, კონკრეტულად კი ლანჩხუთის სოფელ შუხუთშია შემორჩენილი. მსოფლიომ მრავალი ასეული სახის ბურთაობა იცის, მექსიკელი ტოლტეკებიდან დაწყებული აფრიკელი ბუშმენებით დამთავრებული, ყველა ბურთს თამაშობს, მაგრამ შუხუთის ლელო მაინც განსაკუთრებული მოვლენაა. სოფლის ცენტრში ვარდება ბურთი და ზემოურები და ქვემოურები ეპაექრებიან ერთმანეთს, ანუ სოფელი ორად იყოფა, მთელ ლანჩხუთთან ერთად ჩამოსული სტუმრებიც ერთვებიან _ დასავლეთით მეზობელი ქალაქების წარმომადგენლები […]

ტიტუუ, ქალებო, აი რაია… ციცებმა თბილისელი „ბაღნები“ გაა-20-ეს! გოლების წვიმა გვიმბალაურში და გურულების რეკორდი მთავარი მატჩის წინ

დღეს ლანჩხუთის ქალთა გუნდმა თავისი არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო 20:0! სათაურში „ბაღნები“ გურულად ვიხუმრეთ, თბილისელთა სახელში „ნორჩის“ არსებობის გამო, პრინციპში, მოქმედ ჩემპიონებთან ბავშვებივითაც კი გამოიყურებოდნენ, მაგრამ „ნორჩი დინამო“, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი გუნდია და 2017 წლიდან, მთავარ ლიგაში ასპარეზობს. საქართველოს 4-გზის ჩემპიონს დიდი, მათ შორის არასაფეხბურთო ანგარიშით ბევრჯერ მოუგია, მაგრამ ერთ შეხვედრაში ორი ათეული გოლი […]

[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ნანული უგრეხელიძე-ჩხაიძისა

◼️ | შვილები: დარეჯანი, ნატო; სიძეები: არჩილ ჯიჯიეშვილი, ჯანი კალანდაძე; შვილიშვილები: ირაკლი, გია, სოფიკო, ნიტა, ირმა; შვილთაშვილები; რძლები; დები და ახლო ნათესავები მწუხარებით იუწყებიან ნანული უგრეხელიძე-ჩხაიძის გარდაცვალებას. დაკრძალვა: სამშაბათს, 15 აპრილს, სოფ. აცანაში.

[თანაგრძნობა] რევაზ ფაცურიას გარდაცვალების გამო

◼️ | ნინო გურგენაძე, თეა ჩიქოვანი დიდი გულისტკივილით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ნანა ფაცურიას ძმა,რევაზ ფაცურიადა თანაუგრძნობენ ოჯახსა და ყველა ახლობელს.

„ლანჩხუთის აკადემია ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა“ _ რატომ უჩივლა „ხუნტამ“ ოთარ მენაბდეს… 22 წლის წინ ჩაწერილი ინტერვიუ „ჯინსებიან რაიკომის მდივანთან“

ლანჩხუთის რაიკომის ლეგენდარული მდივანი ოთარ მენაბდე 20 წლის შემდეგ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის მშობლიური რაიონის რჩეულად მოგვევლინა. ჯინსების მოყვარული, „ყაზბეგის“ მსმელი და „პარლამენტის“ მწეველი პარლამენტარი საუბარზე სიამოვნებით დაგვთანხმდა: _ ბატონო ოთარ, ცნობილი ადამიანების გარემოცვაში გაიზარდეთ… _ ბავშვობაში ცელქი ბიჭი ვიყავი, ბევრი სათამაშო მქონდა. თბილისში, კეცხოველზე ძალიან კარგ ეზოში გავიზარდე, ჩემი მეზობლები იყვნენ: 5 აკადემიკოსი, […]

“რა ამბავი აუტეხავთ… კი, ძალიან უწყინარია 5000 ლარიანი ჯარიმა იმ მავნებლობასთან შედარებით [რასაც აკეთებენ]” – ნინო წილოსანი

ლანჩხუთის ყოფილი მაჟორიტარი ნინო წი­ლო­სა­ნი ეხ­მა­უ­რე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟს, რო­მე­ლიც მის გუ­შინ­დელ ფეისბუქ-პოსტს მოჰ­ყვა. “რა ამ­ბა­ვი აუ­ტე­ხავთ… კი, ძა­ლი­ან უწყი­ნა­რია 5000 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა იმ მავ­ნებ­ლო­ბას­თან შე­და­რე­ბით, რა­საც სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ აკე­თებს აგენ­ტუ­რა, მით უმე­ტეს როცა ამ 5000 ლარ­საც პატ­რო­ნე­ბი უხ­დი­ან!“ – წერს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი. გუ­შინდელ პოს­ტში წი­ლო­სან­მა ანტისამთავრობო აქციაზე დაკავებული ონისე ცხადაძის […]