„ლანჩხუთმა“ ჩემპიონობა დაკარგა? ხელჩართული ჩხუბი „ნიკე-ლუსოსთან“ მატჩის მიწურულს – მოედანზე ქომაგებიც გადავიდნენ

ლანჩხუთელებს მინიმუმ ფრე სჭირდებოდათ მთავარ კონკურენტთან, ტიტულის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში რომ დარჩენილიყვნენ. მატჩის დასაწყისშივე მიუტევებელი შეცდომა დაუშვა სტუმართა გამოცდილმა მეკარე თათია გაბუნიამ და სოლანჟე კარვალიაშის არცთუ სახიფათოდ დარტყმულ ბურთზე რეაგირება ვერ მოახერხა _ ბურთს თვალი მიადევნა და კარის ბადეში „მიაცილა“, 0:1. მეორე ტაიმში უკვე უკანა ხაზი შეცდა, თუმცა არ არის გამორიცხული, მსაჯებს თამაშგარე გაეპარათ – ყოველ […]
„ლანჩხუთში აყვავებული რა დაინახე, ყვავილები? შენ დადექი ისე ფეხზე, რაფერც გურიაა… სად გეჩქარებოდათ [სახლების გადახურვა], აწი კიდე მოთოვს…“ _ აბა, ვის მოგენატრათ ზაზა ურუშაძე?

რამაზ გვარჯალაძე: „სურვილი მაქვს, ქვეყანაში იყოს თავისუფალი სასამართლო, განათლების შესაძლებლობა, არ იყოს კორუფცია, კრიმინალი, ნეპოტიზმი, ქვეყანა დაუბრუნდეს ევრო-ატლანტიკურ მიმართულებას“ დარეჯან ბურჭულაძე: „ყველაფერ ამას [რასაც ითხოვ], აკეთებს “ქართული ოცნება”. უბრალოდ, სურვილი უნდა გქონდეს, რომ დაინახო… ალექსანდრე სარიშვილი როგორი მერიცაა, 4 ოქტომბერი კიდევ ერთხელ დაადასტურებს“ ლანჩხუთის მოქმედ მერს, ალექსანდრე სარიშვილს, რომელიც ამ პოსტზე კენჭს მესამედ იყრის, „ლალი […]
„გურია თუდეის“ სტატიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა: „ობიექტურად უნდა შეფასდეს ადამიანების სწავლაც, ცოდნაც და შრომაც და არა იმ მიდგომით, რომ ვიღაცის შვილია და ხათრით ქულა მოუმატო“

„გურია თუდეის“ სტატიას [ექსკლუზივი: 12 პირველიდან და ლესის 5 ოქროს ციცა, 6 მარი(ამი), 6 ანა(ნო), 4 ელენე, სხვა 30 და… მარიამ ღვინიანიძე (?!) – დღეს, ლანჩხუთის ცენტრალურ სკვერში მედალოსნებს დააჯილდოებენ] დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჩვენს სოციალურ პლატფორმაზე გაკეთდა ათეულობით კომენტარი, რომელთა უმრავლესობა ეთანხმება რედაქციის პოზიციას, რომ მარიამ ღვინიანიძემ, რომელმაც მედალი ვერ მიიღო, მაგრამ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე […]
ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს, დაიცვან როგორც საარჩევნო კოდექსი, ისე ეთიკის კოდექსში გაწერილი პრინციპები (R)

საარჩევნო ადმინისტრაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა ოთხი ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად აქტიურ მუშაობას აგრძელებს. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3051 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. ამ არჩევნების ადმინისტრირებას ქვეყნის მასშტაბით საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების34 000 -ზე მეტი წევრი განახორციელებს, საიდანაც 25 800 -ზე მეტი პირი […]
[ექსკლუზივი] 12 პირველიდან და ლესის 5 ოქროს ციცა, 6 მარი(ამი), 6 ანა(ნო), 4 ელენე, სხვა 30 და… მარიამ ღვინიანიძე (?!) – დღეს, ლანჩხუთის ცენტრალურ სკვერში მედალოსნებს დააჯილდოებენ

დღეს, ქალაქ ლანჩხუთის ცენტრალურ სკვერში სკოლების მედალოსნებს დააჯილდოებენ. ღონისძიება საღამოს 6 საათზე დაიწყება და მას მუსიკალურად გიგა პაპასკირი გააფორმებს. „გურია თუდეის“ ინფორმაციით, მერია ოქროსმედალოსნებს 500-500 ლარს გადასცემს, ხოლო ვერცხლისმედალოსნებისთვის 300-300 ლარია განსაზღვრული. ლანჩხუთს სულ 46 მედალოსანი ჰყავს, აქედან 40 _ ოქროს. ქალაქ ლანჩხუთის 1-ელ საჯარო სკოლას ყველაზე მეტი ფრიადოსანი ჰყავს, თანაც 12-ივე ოქროსმედალოსანია: ტარიელ გიგინეიშვილი, […]
გურიაში ცუდი დემოგრაფიული ვითარებაა _ 2025 წლის პირველ ნახევარში 377 ცოცხლად დაბადების და 836 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა

„საქსტატის“ ბოლო მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოში 17719 ბავშვი დაიბადა, აქედან თბილისი ლიდერობს (6908). გურიაში ყველაზე ცოტა ახალშობილია (377), რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთისა (96) და მცხეთა-მთიანეთის (313) შემდეგ. მეზობელი რეგიონებიდან აჭარა ლიდერობს (2145 ახალშობილი), შემდეგ იმერეთი მოდის (2064) დ ბოლოა სამეგრელო და სვანეთი (1040). რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, სულ საქართველოში 2025 წლის პირველ ნახევარში […]
გურულებს 4 ქულა და თბილისში ბევრი გოლი აწყობთ _ ყველა შესაძლო ვარიანტი, რა შემთხვევაში შეინარჩუნებენ ციცები ტიტულს [„ნიკე-ლუსო“-„ლანჩხუთის“ მატჩის წინ]

„ლანჩხუთი“ 20 სექტემბერს თბილისში პირველ ადგილზე მყოფ „ნიკე-ლუსოს“ შეხვდება. დედაქალაქელებს 3 ქულით მეტი აქვთ _ მათ აგემეს ერთადერთი მარცხი მოქმედ ჩემპიონებს. შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე ლანჩხუთური შეხვედრა 0:0 დასრულდა, თბილისში კი მასპინძლებმა 3:2 მოიგეს. ეს იმას ნიშნავს, რომ 2 ურთიერთშეხვედრიდან „ლანჩხუთმა“ მინიმუმ 4 ქულა უნდა აიღოს, სხვა შემთხვევაში _ ტიტულს კარგავს. გურულებს ბურთების უკეთესი ბალანსი […]
„გურიამ“ მთავარ კონკურენტთან წააგო, ლიდერობა დაკარგა და… ისევ „მერცხალის“ იმედზეა, რომელმაც 0:2-დან შემოატრიალა

დღეს, მეოთხე ლიგაში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. განსაკუთრებულ ყურადღებას ლიდერების მატჩი იპყრობდა, რომელშიც „იბერია 2010“ „გურიას“ მასპინძლობდა. ორივე გუნდს მოგება მოგება შემჭიდროებულ ცხრილში წინ გასაჭრელადაც სჭირდებოდა და ფსიქოლოგიური კუთხითაც _ ბოლო დროს გურულები არასტაბილურად თამაშობენ (5 შეხვედრაში 8 ქულა) და წინა ტურში დედაქალაქელებმაც წაიფორხილეს (1:2 „გაგრასთან“) და მათ განწყობას უკვე გავარდნილ „მაჭახელასთან“ 10:0-ები ნამდვილად ვერ […]
ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო (R)

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და დეტალურად ისაუბრა მიმდინარე საარჩევნო საკითხებისა და 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე. როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად ემზადება 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად, რომლის ფარგლებშიც არაერთ მნიშვნელოვან და მასშტაბურ სამუშაოებს ატარებს. მისი […]
ლანჩხუთს 235 პირველკლასელი ჰყავს, პირველი „პირველია“, მართლმადიდებლურმა სკოლამ 30-ედ დაიწყო, მედალოსნებს ხვალ დააჯილდოებენ…

ლანჩხუთელთა დიდი ტკივილის, არჩილ კვაჭაძის ტყუპი ბიჭები, რომელთა დაბადებასაც მამიკო ვერ მოესწრო, უკვე სკოლის მოსწავლეები არიან. „ბიჭების პირველი ნაბიჯები სკოლაში. წარმატებებითა და ბედნერებით სავსე იყოს, დე. თქვენი მამიკოს სიყვარული, რომელიც დღეს ყველაზე მეტად გაკლდათ, გაგინათებთ წარმატებული მომავლის გზას, ჩემო ლომებო“ _ წერს სოციალურ ქსელში აჩისა და დემეს დედა, თამარ ჩილაჩიძე და საკლასო ოთახში გადაღებულ ფოტოს […]