ცესკო – 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი მიმდინარეობს (R)

მუნიციპალიტეტის ორგანოთა – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი მიმდინარეობს. ბიულეტენები თბილისის 4 სტამბაში იბეჭდება. პროცესს პერმანენტულად აკვირდებიან ცესკოს წევრები, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სტამბა „ფავორიტი სტილში“ ბიულეტენის ბეჭდვის პროცესის მიმდინარეობას დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გაეცნო. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცესი, იქიდან გამომდინარე […]
[სკანდალის კვალდაკვალ] თუ „ნიკე-ლუსოს“ სათანადოდ არ დასჯიან, „ლანჩხუთი“ ჩემპიონატის გაგრძელებაზე უარს ამბობს!

“ლანჩხუთი” გახმაურებულ სკანდალთან დაკავშირებით ვიდეომასალას ავრცელებს და დამატებით განმარტებას აკეთებს. “როგორც თავად შეგიძლიათ იხილოთ, კონფლიქტი მოთამაშეებს შორის ორივე გუნდის მწვრთნელებისა და ფეხბურთელების ძალისხმევის შედეგად ამოწურული იყო, როდესაც მოედანზე შემოჭრილი “ნიკე-ლუსოს” გულშემატკივრების ჯგუფი თავს დაესხა “ლანჩხუთის” ფეხბურთელებსა და სტაფს. არასასიამოვნო კადრებია, თუმცა საჭიროა, რომ ყველამ თვალნათლივ დაინახოს, რომ ეს არ იყო რიგითი კონფლიქტი მოთამაშეებს შორის, რაც […]
ლანჩხუთის სოფლებში – ჯურუყვეთსა და ნიგვზიანში სამედიცინო ამბულატორიების გახსნას მინისტრი მიხეილ სარჯველაძე დაესწრო

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჯურუყვეთსა და ნიგვზიანში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ამბულატორიები გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას მერიის პრეს-სამსახური ავრცელებს. სამედიცინო დაწესებულებების გახსნას ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. „ახალი ამბულატორიები მნიშვნელოვნად […]
„…ამის შემდეგ, „ნიკე-ლუსოს“ ქომაგები, თურქი ეროვნების კაცები მოვიდნენ და დაიწყეს ფიზიკური შეტევა ფეხბურთელებზე“ _ რას იხსენებს „ლანჩხუთის“ კოლუმბიელი ლეგიონერი გაბრიელა კამარგო

„ლანჩხუთის“ კოლუპბიელი ლეგიონერი გაბრიელა კამარგო თბილისში, „ნიკე-ლუსოსთან“ შეხვედრის შემდეგ დაზარალებულ ფეხბურთელთა შორისაა, ვისაც მეტოქე გუნდის ქომაგება ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აი, როგორ აღწერს მომხდარს კოლუმბიელი: „სიმართლე გითხრათ, არ მინდა დავიჯერო, რაც მოხდა. მოგიყვებით ამის შესახებ. მე ვარ ქართული კლუბის „ლანჩხუთის“ კოლუმბიელი ფეხბურთელი და ჩვენ ვითამაშეთ „ნიკე-ლუსოს“ წინააღმდეგ, მისსავე მოედანზე, მათივე ქომაგების წინაშე. მატჩის მიწურულს ფეხბურთელებს შორის […]
„ლანჩხუთისთვის ალექსანდრე სარიშვილი მართლაც ღვთის საჩუქარია“ – ირმა მგელაძე გიორგი ჩახვაძეს: „შენ ყველა გამგებელს თუ მერს აქებდი“

ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ჩიბათისა და გვიმბალაურის მჟორიტარი გიორგი ჩახვაძე სოციალურ ქსელში „გურია თუდეის“ ქარდს [ნინო მშვიდობაძე: აქაც გააცოცხლეს მუმიები? „მძიმე არტილერია“ გამოაგორეს] ეხმაურება. „ალექსანდრე სარიშვილის ცხოვრების წესი და პიროვნული მახასიათებლებია: პატიოსნება, ღირსება,უბრალოება, ერთგულება, პასუხისმგებლობა, უზომო ნიჭი სიკეთის კეთების! ყველა ლანჩხუთელის გაჭივრების ტკივილის გულთან მიტანა. ეს კაცი ლანჩხუთისთვის მართლაც ღვთის საჩუქარია. მისი მერობის დროს ნაკეთები […]
„ლანჩხუთობის“ კონცერტი 43 ათასი ლარი დაჯდება „MIX2RA“ 20 ათასად გვიმღერებს, „DODONA&West Fire“ 18 ათასს ითხოვს… და ვინ არის ალიკა სამუშია?

„ლანჩხუთობაზე“ მოწვეულია ავტორ-შემსრულებელი ალიკა სამუშია, რომლის შესახებაც ინფორმაციას არც „გუგლის“ საძიებო სისტემა იძლევა და არც „ჩატჯიპიტი“. არადა, მომღერალს 5 ათასი ლარი უნდა გადავუხადოთ და სპა.ჯი-ზე ატვირთულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „აღნიშნული შემსრულებლები სარგებლობენ განსაკუთრებული პოპულარობით, მაღალი რეიტინგითა და ხალხის სიყვარულით“. სავარაუდოდ, საუბარი შეიძლება იყოს ალექს სამუშიაზე, ოღონდ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, იგი ავტორ-შემსრულებელი არაა და მისი […]
შენი პირველი არჩევნები – ცესკოს თავმჯდომარის მიმართვა ახალგაზრდა ამომრჩეველს, მას ვინც პირველად მონაწილეობს არჩევნებში (R)

4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება. საქართველოს მოქალაქეები ოთხი წლის ვადით აირჩევენ საკუთარი მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების წევრებს. ამ მოქალაქეებს შორის იქნები შენც და კიდევ 46 000-ზე მეტი ის ახალგაზრდა, ვინც წელს პირველად შეძლებს არჩევნებში მონაწილეობას. აქტიურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში შენი პირველი ნაბიჯი საარჩევნო უფლების გამოყენებაა. სწორედ ამ არჩევნებზე შენ პირველად გაქვს შესაძლებლობა მიიღო […]
„ლანჩხუთის“ ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენი გუნდის მოთამაშეს“ – „ნიკე-ლუსოს“ განცხადებაში არაფერია ნათქვამი მათი ქომაგების მიერ ნაცემ ფეხბურთელებზე

„ლანჩხუთთან“ მომხდარ გახმაურებულ სკანდალში „ნიკე-ლუსო“ მეტოქე გუნდის ფეხბურთელს ადანაშაულებს _ გავრცელებულ განცხადებაში ზოგადად დაგმობილია ძალადობა, მაგრამ არაფერია ნათქვამი მათ ქომაგებზე, რომელთაც გურული კლუბის ფეხბურთელებზე თავდასხმაში ადანაშაულებენ. “ლანჩხუთთან გამართულ შეხვედრაში დაფიქსირდა სამწუხარო და მიუღებელი ფაქტი. მატჩის დასრულებისთანავე, მსაჯის საბოლოო სასტვენის შემდეგ, „ლანჩხუთის“ ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენი გუნდის მოთამაშეს. აღნიშნულმა ფაქტმა გამოიწვია დაძაბულობა მოედანზე. მიუხედავად […]
„მეტოქე გუნდის ქომაგებმა მოედანზე შემოსვლა საფინალო სასტვენამდე დაიწყეს… ჩვენს ფეხბურთელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს” – “ლანჩხუთი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„დღევანდელ მატჩში დაფიქსირდა სამწუხარო ფაქტი – მოედანზე შემოჭრილმა „ნიკე-ლუსოს“ ჩვენ შეცნობით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა თურქი ეროვნების გულშემატკივრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ქსკ ლანჩხუთის ფეხბურთელებს, დაზიანება მიიღო ასევე არასრულწლოვანმა ანანო წიქარიძემ, რაც ვიზუალურადაც თვალსაჩინოა” – აღნიშნულია კლუბის განცხადებაში. “ლანჩხუთი” ასევე აცხადებს, რომ მასპინძელი გუნდის გულშემატკივარმა მოედანზე შემოსვლა დაიწყო საფინალო სასტვენამდე: “ჩვენს მეტოქეებს გვინდა შევახსენოთ, რომ ფეხბურთში კრივისაგან […]
[სკანდალი] „ლანჩხუთის“ ფეხბურთელს, 16 წლის ანანო წიქარიძეს მეტოქე გუნდის ქომაგმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

ამის შესახებ თავად ფეხბურთელი საუბრობს – შემთხვევა დღეს გამართული “ნიკე-ლუსო”-“ლანჩხუთის” მატჩის შემდეგ მოხდა. “თამაშის დამთავრებისას მოხდა ინციდენტი ფეხბურთელებს შორის, რომელშიც მე პირადად არ ვმონაწილეობდი. ამ დროს ტრიბუნიდან, ყოველგვარი წინაააღმდეგობის გარეშე, შემოვარდნენ “ლუსოს” თურქი გულშემატკივრები, რომლებიც ჩაერთნენ ჩხუბში, ერთ-ერთმა გულშემატკივარმა „კაცმა” შემომატრიალა უცებ და სახეში დამარტყა მუშტი” – ამბობს ანანო. “ლანჩხუთის” ფეხბურთელი აცხადებს, რომ თავს დაცულად […]