1845 წელს გურიის მაზრაში 499 მეიარაღე იყო! კვაჭაძე, სალუქვაძე, ჩხარტიშვილი… _ ვინ იყვნენ პირველი გურული მეიარაღეები?

საქართველოში და მათ შორის გურიაში ხმლის და ხანჯლის საპირე მასალა შემოდიოდა ევროპიდან. ძირითადად ეს იყო ფერარას ფოლადი (Andrea Ferrara ვენეციელი მეიარაღე). ევროპული ფოლადისაგან მზადდებოდა გურიაში ე.წ. „გურული ხანჯლები“, რომლებიც ახლაც პოპულარულია კოლექციონერებში. ასევე ევროპიდან შემოდიოდა პისტოლეტების მექანიზმები, რომლიდანაც გურიაში აწყობდნენ კაჟიან ე.წ. „ფიშტოს“, რომლის დასახელებაც Pistol-ის გურული ვარიანტია (ისევე როგორც დიდი ალბათობით „ფირალი“ – Pirat, […]
ცესკოში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა არჩევნებზე რეგისტრირებული პარტიების და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან (R)

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს არჩევნებში ჩართულიმხარეების ინფორმირებას მიმდინარე საარჩევნო საკითხების შესახებ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) ორგანიზებით მორიგი საინფორმაციო შეხვედრა მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიებისა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაიმართა. ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძესთან და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელთან ნათია […]
[ნეკროლოგი] გარდაიცვალა მევლუდ ალექსანდრეს ძე სარიშვილი

◼️ | მეუღლე დინერი ჩხაიძე; შვილები: ლარისა, კახა; რძლები: ირმა მახარობლიძე, ეკა კილაძე; სიძე გოჩა თავაძე; შვილიშვილები; შვილთაშვილები; ძმისშვილები; დისშვილები; მძახლები და ახლო ნათესავები იუწყებიან მევლუდ ალექსანდრეს ძე სარიშვილის გარდაცვალებას. დაკრძალვა: შაბათს, 27 სექტემბერს, სოფ. ქვემო მამათში. „გურია თუდეი“ თანაუგრძნობს ოჯახსა და ახლობლებს.
„ძლიერი საქართველო-ლელოს” პოლიტიკური ლიდერები, სხვადასხვა ქალაქის მერობის კანდიდატებს და რეგიონის მაჟორიტარებს შეხვდნენ (R)

“ლელო-ძლიერი საქართველოს“ ინფორმაციით, ცენტრალურ შტაბში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემო და რეგიონებში არსებული ვითარება შეაფასეს. როგორც „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, შეხვედრის მიზანი იყო წინა საარჩევნო კამპანია შეეჯამებინათ. მისივე თქმით, ოპოზიცია მზადაა იბრძოლოს თითოეული ხმისთვის და უზრუნველყოს ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზაცია არჩევნების დღეს. „შეხვედრა გვქონდა “ძლიერი საქართველო-ლელოს”კანდიდატებთან რეგიონებში, იმისათვის, რომ შეგვეჯამებინა ინფორმაცია […]
„ლანჩხუთობის“ სახალხო ზეიმთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს საღამოს 9 საათამდე და უფასოდ მოემსახურება

28 სექტემბერს, ლანჩხუთელებს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას ლანჩხუთის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. „ლანჩხუთობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 28 სექტემბერს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ავტობუსები უფასოდ მოემსახურება. ტრანსპორტი იმოძრავებს დილიდან ჩვეული განრიგით, საღამოს კი, სამი საათი დაემატება და ქალაქ ლანჩხუთიდან ბოლო გასვლა 21:00 საათზე შესულდება“ _ აცხადებენ კომპანიაში.
„გურიამ“ ისევ წააგო, ამჯერად გასავარდნ ზონაში მყოფ „სამგურალი-2“-თან… ბოლო 7 თამაშში ეს მესამე წაგება _ თუ გადასვლა გინდა, მხოლოდ „მერცხალის“ იმედად ვერ იქნები!

ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო „გურიამ“, რომელიც მეორე წრეში არ ჰგავს იმ გუნდს, რომელმაც გათამაშების პირველ ეტაპზე წაუგებელი და გოლგაუშვებელი სერიები გამოაცხო. ბოლო 7 შეხვედრაში 3 წაგება (მანამდე 14-ში მხოლოდ 1-ხელ დამარცხდა!) მეტისმეტად ბევრია და მხოლოდ 2 მოგება (აქედან ერთი _ უკვე ქვედა ლიგაში გავარდნილ „მაჭახელასთან“) ძალიან ცოტაა, თუ გუნდს ზედა ლიგაში დაწინაურება სურს. გოლებსაც ბევრს […]
„მერამდენედ უნდა გაგვეგლიჯოს გული, თითქოს ყველაფერმა ამ პატარა კუთხისთვის მოიცალა…“ _ ლანჩხუთელი ახალგაზრდა კაცი ესპანეთში ტრაგიკულად დაიღუპა: „სარეცხის თოკს აკეთებდა, დაუცდა ფეხი და გადმოვარდა“

ლანჩხუთი კიდევ ერთ ახალგაზრდას ემშვიდობება, სოფელ ჩოლობარგში დაბადებული და გაზრდილი გია (გიორგი) ხიტირი უცხო მიწაზე, ესპანეთში ტრაგიკულად დაიღუპა. მშობლიურ სოფელში გლოვაა, გარდაცვლილს ყველა საუკეთესო და სიკეთის მკეთებელ ადამიანად ახასიათებს. მას ახლობლები და ნათესავები ემშვიდობებიან: „ჩვენს უბედურ კუთხეს კიდე ერთი ახალგაზრდა მოაკლდა, კიდევ დაქუხდა შვილმკვდარი დედის ხმით მთელი ქვეყანა… მერამდენედ უნდა გაგვეგლიჯოს გული, მერამდენედ უნდა დაცოდვილდეს […]
[თანაგრძრძნობა] გია ხიტირის გარდაცვალების გამო

◼️ | ღრმა მწუხარებას ვუცხადებ დედა მერი თევზაძეს, და ნათია ხიტირს, მეუღლე ხათუნას, შვილებს, სანათესაოს უდიდეს მწუხარებაში კეთილშობილი ადამიანის, გია ხიტირის გარდაცვალების გამო. უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული. მიიღეთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი. თეა ჩიქოვანი „გურია თუდეი“ თანაუგრძნობს ოჯახსა და ახლობლებს.
ცესკოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის რეგისტრირებული პარტიული სიების, მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ (R)

საარჩევნო ადმინისტრაცია წარმოგიდგენთ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის ორგანოთა – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრირებული პარტიული სიების, ასევე მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ. არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია და პარტიული სია. თბილისში რეგისტრირებულია მერობის 9 კანდიდატი. თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა 12-ივე პოლიტიკურმა გაერთიანებამ. გარდა თბილისისა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში სულ […]
„შენ ის ხო ხარ, მიშას ლექსებს რო უძღვნიდი და გია [გოგუაძე] თუ გუბერნატორად გადავა, ამ შენობაში შემოსვლას რა აზრი აქვსო?“ _ ნინო მშვიდობაძე: „ამ ყველაფერს მე ვაკეთებდი? კარგად ხო ხარ, ზარბაზან? ლექსს დედაჩემსაც ვერ ვუწერ…“

„გურია თუდეის“ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ ქარდს [ნინიკო მშვიდობაძე: აქაც გააცოცხლეს მუმიები? „მძიმე არტილერია“ გამოაგორეს], რითაც ლანჩხუთის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ოპოზიციონერი რამაზ გვარჯალაძის ლანჩხუთის მერისადმი კრიტიკას უპასუხა, თავად ოპოზიციონერი გამოეხმაურა: „გული მწყდება პოეტ ქალბატონზე მ. ნინიკოზე, ნუთუ მეტი კომენტარი ვერ დავიმსახურე. შენ ის ხო ხარ, პრეზიდენტ სააკაშვილს ლექსებს რო უძღვნიდი? ის არა ხარ, ექს-გამგებელ […]