მამა ანდრია, მიხეილ ბარამიძე, თამაზ კილაძე, ვაჟა ებრალიძე, გივი მიქანაძე, ლევან იოსელიანი და გია თავაძე ლანჩხუთის საპატიო მოქალაქეებად დასახელდნენ

„ლანჩხუთობაზე“ საპატიო მოქალაქეებად დასახელდნენ _ სამება-ჯიხეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი მამა ანდრია (კბილაშვილი), ექიმი მიხეილ ბარამიძე, სკოლის დირექტორი თამაზ კილაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძე, ბიზნესმენი ლევან იოსელიანი, მსახიობი ვაჟა ებრალიძე და ვეტერანი ფეხბურთელი გია (გიორგი) თავაძე. მამა ანდრია 1988 წლიდან სათავეში უდგას სამება-ჯიხეთის დედათა მონასტრის აღმშენებლობას და თავისი მრავალრიცხოვანი სულიერი შვილისა და მთელი გურიის […]
ცესკოს ორგანიზებით უსინათლო ამომრჩევლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა (R)

საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით უსინათლო ამომრჩევლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები იყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა შეხვედრის მონაწილეებს 4 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ინფორმაცია და საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნო. გიორგი სანტურიანმა დეტალურად ისაუბრა იმ სერვისების შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია […]
„მიწის ნაკვეთი აქვს ნაყიდიო…“ _ ბრიტანული განათლება, ცოლი და სამი შვილი: რა ქონებას ფლობს და რა არის ცნობილი გივი მიქანაძეზე, რომელიც დღეს ლანჩხუთის საპატიო მოქალაქედ დაასახელეს

ლანჩხუთის საპატიო მოქალაქედ სხვა 6 ცნობილ სახესთან ერთად განათლების მოქმედი მინისტრი გივი მიქანაძე დაასახელეს, რასაც სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. „ვინ არის გივი მიქანაძე, ლანჩხუთელია? და რა დამსახურება აქვს? არავინ არ იცის და იქნებ თქვენ იცოდეთ“ _ კითხულობს „გურია თუდეის“ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის კომენტარებში სამოქალაქო აქტივისტი ნინია ბარამიძე. მას ლანჩხუთელი ოპოზიციონერი ირინა ზარანდია პასუხობს _ […]
მისაკრავი სუვენირი „აჯანყებული გურულის“ გამოსახულებით _ „სოკარის“ საჩუქარი ლანჩხუთელებს… „გურია თუდეის“ გამოხმაურების შემდეგ, კომპანიამ მილოცვა მცდარი ფოტოთი წაშალა

ლანჩხუთის სახალხო ზეიმის აღსანიშნავად, „სოკარმა“ „აჯანყებული გურულის“ გამოსახულებით მისაკრავი სუვენირები დაამზადა და გვიმბალაურში, ავტოგასამართ სადგურზე მისულ მომხმარებლებს საჩუქრად გადასცემს. გუშინ საღამოს კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქის თემატიკის სუვენირებს დაარიგებდა, თუმცა არ იყო დაკონკრეტებული, რომ მასზე ლანჩხუთის სიმბოლოს, აჯანყებული გურულის ძეგლის გამოსახულება იქნებოდა დატანილი. სიურპრიზმა ლანჩხუთელები ძალიან გაახარა, რაც სოციალურ ქსელში კომენტარებიდანაც დასტურდება. მისაკრავი სუვენირი „აჯანყებული […]
„შემოიარე ლანჩხუთის ავტოგასამართ სადგურზე და მიიღე ქალაქის თემატიკის მაცივრის მაგნიტი“ – ლანჩხუთელებს სახალხო დღესასწაული „სოკარმა“ ფოთის ფოტოთი მიულოცა

დღეს დილით „სოკარმა“ ლანჩხუთის მოსახლეობას სახალხო ზეიმი ქალაქ ფოთის ფოტოთ მიულოცა. „28 სექტემბერს ლანჩხუთში სახალხო დღესასწაული აღინიშნება. შემოიარე SOCAR-ის ლანჩხუთის ავტოგასამართ სადგურზე და მიიღე ქალაქის თემატიკის მაცივრის მაგნიტი“ _ აღნიშნულია SOCAR Georgia Petroleum-ის ფეისბუქ-გვერდზე და გამოქვეყნებულია ფოთის ფოტო. მისალოცი სქრინშოტი SOCAR Georgia Petroleum-ის ფეისბუქ-გვერდიდან „ლანჩხუთობა“ წელს მეორედ აღინიშნება. საზეიმო ღონისძიებებთან ერთად, მოეწყობა „სოფელი“, სადაც ადგილობრივი […]
„ასეთი ტიპის შეხვედრები მათ მისცემს მოტივაციას, მეტად იყვნენ ჩართულები საარჩევნო საკითხებში“ – ცესკომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს უმასპინძლა (R)

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის მსმენელებსა და კურსდამთავრებულებს ცესკოში უმასპინძლა. შეხვედრის განმავლობაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა პირადად ცესკოს თავმჯდომარისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია არჩევნებისა და მისი მნიშვნელობის, საარჩევნო პროცესში […]
ცესკო: 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენს 3 513 818-ს (R)

საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრესსპიკერის ნათია იოსელიანის ბრიფინგი გაიმართა. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირება ხორციელდება სხვადასხვა უწყებების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს ამ პროცესში მჭიდრო თანამშრომლობისთვის და კოორდინაციისთვის. ასევე, მადლობას ვუხდით ამომრჩევლებს აქტიურობისთვის. მონაცემების გადამოწმებისთვის და სიების სრულყოფის პროცესში […]
რატომ ვერ წარადგინა „ლანჩხუთმა“ მათ მოთამაშეებზე მეტოქე გუნდის ქომაგების თავდასხმის მტკიცებულება? „ნიკე-ლუსო“ აცხადებს, რომ კლუბის იმიჯი დაზიანდა…

ლანჩხუთის ქალთა გუნდის მთავარი კონკურენტი „ნიკე-ლუსო“ ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას ეხმაურება: „[სფფ-ის] სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ორივე გუნდის ფეხბურთელები რამდენიმე მატჩით დისკვალიფიცირდნენ. კომიტეტს, რომელსაც ორივე გუნდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, განხილული იქნა შემდეგი საკითხები: გულშემატკივრის მხრიდან ფეხბურთელებზე შესაძლო ძალადობა, უსაფრთხოების ზომების დაცვა და ინციდენტი, რომელიც ანანო წიქარიძეს უკავშირდებოდა“ _ აღნიშნულია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. როგორც „ნიკე-ლუსოს“ ფეისბუქ-გვერდიდან ვიგებთ, კლუბი […]
სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებზე თავდასხმის საქმეზე სანქცია არ მიიღო… როგორ დასაჯეს „ნიკე-ლუსო“ და ორივე გუნდის ფეხბურთელები?

ლანჩხუთის ქალთა გუნდის პრეტენზიები, „ნიკე-ლუსოსთან“ მატჩის მიწურულს მომხდარს მკაცრი რეაგირება მოჰყოლოდა, სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა არ გაითვალისწინა. კერძოდ, „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებზე თავდასხმის საქმეზე სანქცია არაა მიღებულა. დაისაჯა მხოლოდ კონფლიქტში მონაწილე 5 ფეხბურთელი, აქედან ორი გურული კლუბის წევრია, ორივე ლეგიონერი _ სილმარის სმიტ-პაუელი 4 თამაშს გამოტოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს. ხოლო მარია მურილო მხოლოდ […]
გურული სამზარეულო, ეთნო სივრცე, სპორტული აქტივობები, ანიმატორები და კონცერტები – „ლანჩხუთობაზე“ საპატიო მოქალაქეებს და წლის საუკეთესო პედაგოგებს დაასახელებენ

ლანჩხუთის მერია სახალხო დღესასწაულის დღის განრიგს ავრცელებს. მაშ ასე, 28 სექტემბრის დღის 2 საათიდან თქვენ გელოდებათ: 14:00 – ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა; – ეთნო სივრცე – გურული სამზარეულო – ღვინის დაწურვა – არყის გამოხდა – სპორტული აქტივობები საბავშვო/გასართობი აქტივობები – აზოტის შოუ – თიხის მინიატურული ნამუშევრების მოხატვა – ანიმატორები – ფოტოზონა – ნახატების […]