ლანჩხუთში, მთავარ მაგისტრალზე, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა [ფოტოები]

დღეს, დილით ავარია მოხდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი, დისტრიბუციის მანქანა და ტრაილერი შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას „გურია TV“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ავარიის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ავარია ჯურუყვეთში | ჯაბა ტუღუშის ფოტოები
„ლადო კვაჭაძის პროფესიული საქმიანობა გამოირჩევა მაღალი ხარისხის პრაქტიკული და აკადემიური შედეგებით“ _ ქართული გადაუდებელი მედიცინის ჟურნალი

ლანჩხუთელი ლადო კვაჭაძე ქართული გადაუდებელი მედიცინის ჟურნალის რედაქტორია. მის შესახებ ზემოაღნიშნული ონლაინ-გამოცემა წერს: ლადო კვაჭაძე არის კარდიოლოგიის მიმართულებით გამოცდილი ექიმი და პედაგოგი, რომლის პროფესიული საქმიანობა მოიცავს როგორც კლინიკურ პრაქტიკას, ასევე სამეცნიერო და აკადემიურ მუშაობას. მას აქვს საერთაშორისო გამოცდილება, მიღებული გერმანიისა და პოლონეთის წამყვან გულის ცენტრებსა და ჰოსპიტალებში სასწავლო-პრაქტიკული კურსების ფარგლებში. ის მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა […]
ლანჩხუთელი ფალავნების მონაგარი _ ნიკა ცეცხლაძე და თაზო აბაშიძე ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, გიორგი მახარაძე მესამეზე გავიდა!

ლანჩხუთელი მოჭიდავეები, ნიკა ცეცხლაძე და თაზო აბაშიძე 20-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ. 17 წლის ნიკამ, 55 კგ. წ/კ-ში, ფინალური მატჩი აჭარის წარმომადგენელ გიორგი კოჩალიძესთან დათმო. ის მესამედ დაეუფლა ვიცე-ჩემპიონის ტიტულს, ასევე საქართველოს ჩემპიონია 17-წლამდელთა შორის. თაზო აბაშიძე მარჯვნიდან მეორე 18 წლის თაზოს 77 კგ. წ/კ-ში, გადამწყვეტი შეხვედრა თბილისელ გიორგი ალადაშვილთან ჰქონდა. ის მეორედ გახდა […]
„ის სუნი _ ძველი დარბაზის, გრძელი ოდნავ ჩაბნელებული ჰოლის, ბებოს კაბინეტის, ძველი წიგნების _ დღემდე თავში მაქვს…“ _ თამთა ჩხაიძე

ლანჩხუთის „გურიას“ ყოფილი პიარი თამთა ჩხაიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ადრე ცენტრალური ბიბლიოთეკა, ახლა რომ ახალი მუსიკალური სკოლაა, იქ იყო. ბებო მრავალი წლის განმავლობაში იყო ბიბლიოთეკის დირექტორი. დედაც ბიბლიოთეკარი გახლდათ. ერთად მუშაობდნენ. დილით გამოივლიდა ბებო, მე სკოლისკენ, ბებო და დედა „ჩაპადრუჩკებული“ _ ბიბლიოთეკისკენ. დღემდე ის შენობა ბებიაჩემის საკუთრება მგონია.. ჩემი ბავშვობის […]
ორი წითელი, პენალტი და… „სამართალმა პური ჭამა“? _ 10 კაცით დარჩენილმა „გურიამ“ ქულადაუკარგავი ლიდერი შეაჩერა

დღეს, „გურიამ“ მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე გამართა. ზედიზედ ორმა მოგებამ ლანჩხუთელ ქომაგს ქულადაუკარგავ ლიდერთან 3 ქულის აღების იმედი გაუჩინა. შესაძლებელიც იყო, თემურ ლორიას გუნდს გამარჯვებების სერია გაეგრძელებინა, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს, „გურია“ მოედანზე 10 მოთამაშით დარჩა. მსაჯმა 41-ე წუთზე ლაშა ჯღამაია გააძევა და მასპინძლების მდგომარეობა გაართულა. არც მეორე ტაიმში წყალობდა არბიტრი გურულებს _ 65-ე წუთზე, […]
ლანჩხუთელი ნიკა ცეცხლაძე და თამაზ აბაშიძე ფინალში იჭიდავებენ, გიორგი მახარაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს…

ლანჩხუთის სპორტული ცენტრის 4 მოჭიდავე მონაწილეობს საქართველოს 20 წლამდელთა ჩემპიონატში. მათი მწვრთნელია დავით მჟავია. ნიკა ცეცხლაძე 2024 წლის საქართველოს ჩემპიონია 17-წლამდელთა შორის, ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა 15 და 17-წლამდელთა შორის. ასევე, მსოფლიოსა და ევროპის პირველობაზე მე-5 ადგილი დაიკავა. გიორგი იაშვილი რესპუბლიკური ტურნირების ჩემპიონი და პრიზიორია. თამაზ აბაშიძე საქართველოს ვიცე-ჩემპიონია 15 წლამდელთა შორის და 3-გზის ბრინჯაოს პრიზიორი […]
თემურ ჩხაიძის ნაკვალევზე… „გურიის“ ლეგენდარული კაპიტნის საიუბილეო ტურნირი ლანჩხუთელებმა მოიგეს!

დღეს დასრულდა „გურიას“ ლეგენდარული კაპიტნისა და საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებული თემურ ჩხაიძის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტურნირი ფეხბურთში 2011-12 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის. შეჯიბრი გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პატრონაჟით გაიმართა, რომელიც მსგავს ტურნირებს სისტემატურად ატარებს. მას მხარდაჭერას უწევენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და ლანჩხუთის მერია. წლევანდელ გათამაშებას სპონსორული დახმარება გაუწია „ტრენაჟორების სახლმა“. […]
გურული ქალები არ(ასდროს) ხუმრობენ: 55 გოლი 7 შეხვედრაში! „ლანჩხუთმა“ ქუთაისში 8:0 მოიგო და პირველ ადგილზე გადავიდა

დღეს, ლანჩხუთის ქალთა გუნდმა მე-7 ტურის შეხვედრა ქუთაისში გამართა და საქართველოს ორგზის ჩემპიონ „მართვეს“ 8:0 მოუგო. მოქმედმა ჩემპიონებმა მასპინძლებს პირველივე ტაიმში მოუთავეს საქმე. ანგარიში მე-12 წუთზე ეთერ სულაშვილმა გახსნა, რასაც ლელა ჭიჭინაძის დუბლი (20′, 39′), ხოლო გოლებს შორის ანასტასია ბოლვაძისა (26′) და ტატიანა მატვეევას (34) თითო კინკილა მოჰყვა. მეორე ნახევარში სტუმრებმა სამი გოლი გაიტანეს _ […]
10:0 _ „გურიას“ ბოლო ორი მატჩის მონაგარი: ზედიზედ მეორე მოგება, ორივე დიდი ანგარიშით და გოლგაუშვებლად…

დღეს, „გურიამ“ ახალსოფელში „მაჭახელა“ 6:0 დაამარცხა. ანგარიში 21-ე წუთზე თემურ შარაშენიძემ გახსნა, პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა ვანო წილოსანმა _ ეს ლანჩხუთელთა შემტევის ზედიზედ მეორე შეხვედრაში გატანილი წყვილი გოლია. თუ წინა შეხვედრაში მას ამისთვის 20 წუთი დასჭირდა, ახლა ორი გოლის გასატანად 12-იც ეყო: „გურიას“ მთავარმეგოლემ 30-ე და 42-ე წუთებზე პენალტები გამოიყენა. ლანჩხუთელებმა მეორე ნახევარშიც სამი გოლი […]
ნინო წილოსანი: „ეკლესიის მაშენებელი ოჯახი მყავს, ორი ეკლესია ააშენა მამაჩემმა, გურიაში ადამიანი არ მოიძებნება, ვინც იტყვის, რომ ჩემი ოჯახი გვერდით არ დაუდგა“

ლანჩხუთის ყოფილი მაჟორიტარი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, რომ „აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულებზე ნამდვილად არ ღირდა ნანა დიხამინჯიასთვის მეპასუხა, თუმცა დღეს უკვე აუცილებლად გამოვეხმაურები მის პოსტს და დავეხმარები გარკვევაში“. „როცა კითხვას სვამს, თუ რა გააკეთა ჩემმა ოჯახმა, თავის „ბაბლში“ ნამდვილად ვერ მოუყვებიან, რომ ეკლესიის მაშენებელი ოჯახი მყავს. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ უფლის შეწევნით, ორი ეკლესია ააშენა […]