კახა ასკურავა: „ოპოზიციის გაერთიანება რეგიონებშიც მოხდება. არ მინდა მოვლენებს დავასწრო“ _ ნეტა, შენ თუ გჯერა შენი ნათქვამიო და ცალ-ცალკე ხო გლეჯდით ყველაფერსო…

„ამ ერთობით, პირველ რიგში, ვუპასუხეთ საპროტესტო ელექტორატის უდიდესი უმრავლესობის დაკვეთას. დიდი ხანია, ისინი ამას არა მხოლოდ მოითხოვდნენ, არამედ გარკვეულ ზეწოლასაც ახდენდნენ პროდასავლურ ოპოზიციაზე, რომ შემდგარიყო დიდი გაერთიანება“ _ უთხრა „გურიის მოამბეს“ ოპოზიციის გაერთიანების თემაზე კომენტირებისას ლანჩხუთელმა ოპოზიციონერმა, „ნაცმოძრაობის“ ადგილობრივმა ლიდერმა, კახა ასკურავამ. მისი თქმით, მართალია ამ ეტაპისთვის ყველა პროდასავლური ოპოზიციის ერთობა ვერ მოხდა, მაგრამ ეს იმას […]
ანდრო ნემსაძე: „მერაბ და კახი ჟორდანიების პროექტის მიზანია, ლანჩხუთის „გურიამ“ ძველი დიდება დაიბრუნოს, ძლიერ ევროპულ გუნდად იქცეს“

„ასეთი ნდობისთვის, კახი და მერაბ ჟორდანიას მადლიერი ვარ. კარგად მესმის, რომ მათ საკუთარი თავის რეალიზების შანსი მომცეს… მათ წინადადებაზე თანხმობა იმანაც გადამაწყვეტინა, რომ “გურიაში” ერთი დიდი საფეხბურთო ოჯახი შეიკრიბა. ყველანი მოტივირებულები და ერთიანები ვართ ამ რთულ გზაზე. ასეთი მდიდარი წარსულის მქონე კლუბისთვის ლიგა 3-დან გრანდებში დაბრუნება იოლი არ იქნება, ეს რთული გზაა, მაგრამ მჯერა, ერთობით […]
ბექა, რას აკეთებ?! ლანჩხუთელები იტანენ და სატურნირო ცხრილში სამივე მოწინავე ადგილს იკავებენ: „გურიას“ დამაჯერებელი სტარტი

„გურია“ არამხოლოდ დღევანდელი მატჩის ფავორიტი იყო, არამედ ზედა ლიგაში დაწინაურების მთავარი პრეტენდენტია. გუნდმა გამოცდილი ფეხბურთელები დაიმატა, ნაყოფიერი მოსამზადებელი შეკრებაც გაიარა და როგორც მთავარი მწვრთნელი გოჩა ტყებუჩავა ამბობს, სრულ მზადყოფნაში არიან და არანაირი ხელისშემშლელი მიზეზი არ არსებობს, რომ დიდი ტრადიციების მქონე გუნდმა ქართულ ფეხბურთში თავისი ადგილი დაიბრუნოს. რა თქმა უნდა, ერთი გამარჯვება არაფერს წყვეტს, მაგრამ სასტარტო […]
„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სტადიონიდან გახარებულები დაბრუნდეთ“ _ დათა სიჭინავა წინასასეზონო შეკრებაზე, „ლოკომოტივთან“ მატჩსა და „გურიას“ მიზნებზე

დღეს, „გურია“ სეზონის პირველ შეხვედრას თბილისში, „ლოკომოტივთან“ გამართავს. ფანკლუბ „ფირალების“ ფესიბუქ-გვერდმა დათა სიჭინავასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც გუნდის ახალწვეული და კაპიტანი წინასასეზონო შეკრებაზე, მოახლოებულ მატჩსა და „გურიას“ მიზნებზე საუბრობს. _ პირველ რიგში, როგორ შეაფასებ შენს გადმოსვლას ლანჩხუთის „გურიაში“ და რა ფაქტორმა გადაგაწყვეტინა კლუბთან შეერთება? _ როცა კლუბიდან დამიკავშირდნენ და შევხვდით, გამაცნეს გუნდის სამომავლო გეგმები და ამბიციები. […]
4 დათა/დავითი, 3 ვანო, 2 ლუკა და 14, არცერთი მოგვარე _ „გურიას“ განაცხადი ცნობილია: გოჩა ტყებუჩავამ 23 შეარჩია

„გურია თუდეისთვის“ ცნობილია „გურიას“ განაცხადი, რომელიც კლუბმა ფეხბურთის ფედერაციაში დაამტკიცა. გოჩა ტყებუჩავა 23 ფეხბურთელით შეეცდება ლიგა-2-ში დაწინაურებას. ლანჩხუთელთა მთავარ მწვრთნელს წინა სეზონის წარმატების მთავარი შემოქმედი თემურ ლორია და მისი თანაშეწმე გიგლა იმნაძე დაეხმარებიან, მეკარეებთან იმუშავებს ირაკლი ხვედელიძე. კიდევ ერთი მწვრთნელი კი გია ჩხაიძე იქნება _ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ლანჩხუთელი ფეხბურთელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. რაც შეეხება […]
[ნეკროლოგი] გარდაიცვალა მერი ვლადიმერის ასული გვარჯალაძე

შვილები: ვახო, ავთო ქურიძეები; რძლები: მარიკა გიგინეიშვილი, ქეთევან კუნჭულია, ელენა ღაჟონია, რუსუდან ბერიძე; სიძე გრიგოლ იმნაძე; ძმისშვილი ნონა გვარჯალაძე; შვილიშვილები: დათო, ნინო, გიორგი, ეკა ქურიძეები; შვილთაშვილები და ახლო ნათესავები ოჯახებით იუწყებიან მერი ვლადიმერის ასული გვარჯალაძის გარდაცვალებას. დაკრძალვა: ხუთშაბათს, 5 მარტს, 15 სთ.-ზე. გამოსვენება: ქ. ლანჩხუთი, სამების ქ. # 3-დან „გურია თუდეი“ გამოთქვამს მწუხარებას და თანაუგრძნობს […]
„დამრჩა ამ ფარნის შუქი სამუდამო დარდად… ნუთუ მართლა ფიქრობდა, რომ ცოტათი მაინც მინათებდა გზას?! დავუნთებ ხოლმე სანთელს, დავიჩოქებ, მაგრამ ვერაფერს ვშველი ჩემს დარდს…“

დედის დღეს ყველაზე მეტად უხდება რევაზ ინანიშვილის მოთხრობა, რომელსაც ყოველი წლის 3 მარტს ვთავაზობთ ჩვენს მკითხველს: „დედაზე მე ისეთი რა უნდა ვთქვა, მაგრამ ჩემი მოსაყოლი მაინც უნდა მოვყვე. შარშან, გვიან შემოდგომაზე, ნოემბერში, ჩემს სოფელში ჩავედი. დამხვდა საცოდავი დედაჩემი _ თითებდამჭკნარი, მაჯებდაწვრილებული. მაინც მიღიმოდა და ისე მეუბნებოდა,_ ხან ვწევარ, შვილო, ხან აი, ასე დავრაცრაცებო. ვიყავი ერთ […]
– დედა, მაპატიე-ე-ე!.. ყურმილში ხრიალის ხმამ შემძრა… „ისინი ყოველთვის გვპატიობენ, რადგან ვუყვარვართ!“

ტელეფონის ზარმა დაიწკრიალა. – გამარჯობა! – მოისმა ყურმილში უცნობის ხმა. – ღმერთმა გამარჯვებული გატაროთ, ბატონო! – პასუხი არ დამიყოვნებია. – არ გაგიკვირდეთ, სასაფლაოდან გირეკავთ! – საიდან?! – სასაფლაოდან… არა, მკვდარი არ გეგონოთ, ნახევრადმიცვალებული ვარ. – ასე უშნო ხუმრობა?!. რომელი ხარ? – არ გეხუმრებით, 85 წელს გადაცილებული მოხუცი ვარ. – შევატყვე ხმა გაებზარა. – რით დაგეხმაროთ, […]
„შენზე ძვირფასი ამ ქვეყნად, ვინ უნდა მყავდეს, ნეტაო, სხვამ ყველამ გული მატკინა, დედამ ვერ გამიმეტაო“ _ ვალოდია წულაძის უცნობი ლექსი [+ფოტო]

გთავაზობთ ლანჩხუთის კოლორიტის, ქართული კინოსა და თეატრის ბრწყინვალე მსახიობისა და რეჟისორის, ვარლამ (ვალოდია) წულაძის დედისადმი (ელპიტე სიხარულიძე) მიძღვნილ ლექსს, რომელიც მისი სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმმა მოგვაწოდა. დედას დედაო, შენი ჭირიმე,ჩემო ძვირფასო დედაო,29 წლისა სიკვდილმა,ქვრივობა დაგიბედაო. გულს ცეცხლი მომკიდებია,სიტყვის თქმას ვერა ვბედაო,ობლებს რომ გვზრდიდი,შენს ტკივილს,ახლაც ვგრძნობ, ახლაც ვხედავო. ვალოდია წულაძე (შუაში) დედასა და ძმასთან ერთად […]
4 ნინო, 2 მეკარე და სულაშვილის დაბრუნება _ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩისთვის, საქართველოს ნაკრებში „ლანჩხუთის“ 11 ფეხბურთელი გამოიძახეს

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა საბერძნეთთან მატჩისთვის ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდიდან 11 ფეხბურთელი გამოიძახა: სვეტლანა გაბელაია, ეკა თაბაგარი, ნინო ჩხარტიშვილი, ნინო გუჯაბიძე, სოფიკო ნარსია, ნინო პასიკაშვილი, ტატიანა მატვეევა, ნათია დანელია, ეთერ სულაშვილი, ნინო ბუხრიკიძე და ლიზი მწყერაშვილი. აქედან 9 მოთამაშემ მონაწილეობა მიიღო ეროვნული ნაკრების იანვრის შეკრებაში. მათ „ლანჩხუთის“ ერთ-ერთი ლიდერი ეთერ სულაშვილი […]