„გურიას“ წინასასეზონო ტესტი: 3 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება, 18 გოლიდან 15 _ ხუთმა გაიტანა… ახალი გუნდით და ახალი ლოგოთი 5 მარტს ვიწყებთ!

„გურიამ“ ახალი სეზონისთვის მზადება თითქმის დაასრულა. რამდენიმე დღეში ჩემპიონატი იწყება. ლანჩხუთელებმა პირველი მოგება მეორე საკონტროლო მატჩში იზეიმეს. თბილისის „მერანთან“ (3:1) ანგარიში ისეთი გოლით გახსნეს, ნებისმიერი ევროპული ტოპ ლიგა მოაწერდა ხელს. „გურიას“ ახალწვეული და კაპიტანი დათა სიჭინავა ჯარიმიდან გატანილი გოლებით განთქმულია და ეს ლანჩხუთელთა მაისურით პირველად მოახერხა. ყოფილ კლუბში დაბრუნება გოლით აღნიშნა დავით მაისაშვილმა, ხოლო სადებიუტო […]
ფერების თერაპია და ქალის სიძლიერე… _ გზავნილი ლანჩხუთელი ემიგრანტი მხატვრის ტილოებიდან და ნანატრი გამოფენა ფლორენციაში: ფერებით წერა მისი სტიქიაა!

[ქართველი ტალანტები მსოფლიოში] ირმა ცინცაძე გურიიდან, კერძოდ კი, ლანჩხუთიდანაა წარმოშობით. ნიჭიერი ქართველი მხატვრის ბავშვობა ბედნიერი და უდარდელი იყო. აღიზარდა კულტურულ და განათლებულ ოჯახში. მზრუნველი მშობლები პირველივე წლებიდან ამჩნევდნენ მის ხატვის განსაკუთრებულ ნიჭს და მტკიცედ სჯეროდათ, რომ მათი შვილი მომავალში მხატვარი გახდებოდა. 11 წლის ასაკში უკვე გამოკვეთილი ნიჭი ჰქონდა. მშობლების მხარდაჭერა, განათლების სიყვარული, მეგობრობისა და ადამიანური […]
„გურიაში ნამდვილი ზამთარი თებერვალში იცოდა… პირველად უკაცო და ქვრივების სახლებს მიხედავდენ, სირცხვილად ითვლებოდა მთელი სოფლისთვის დაუთოლავობით სახლის დანგრევა და ამიტომ“

გურიაში ნამდვილი ზამთარი თებერვალში იცოდა. დეკემბერში ერთი ჩამოთოვა, ჩამოთოვდა მაღალ საყორნიას, ბახმაროს, გომისმთას და ჩვენთან, ბარის სოფლებში გამოიდარებდა. მეორე ცდაზე, მაღალ მთებს დაამატებდა, ტოლების კალთებს ჩამოათეთრება და ისევ გამოიდარებდა. მესამე გზობა მთლად მოგვიახლოვდებოდა და აგერ უკანავას, მთისპირის, ვანისქედის, მეწიეთის და ჭაჭიეთის თავამდე მოვიდოდა სითეთრე. აშიშხათდებოდა, გათბა ცეხლი, ახლა ჩვენთანც დაყრის არ აგვცდებაო, იტყოდა ბაბუა. ისე […]
[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ვახტანგ ხოფერია

შვილები: თენგიზი, თამარი, ლამარა, რუსიკო, ლია, მანანა; შვილიშვილები; რძალი ლაურა; სიძეები; ძმიშვილები; დისშვილები და ახლო ნათესავები მწუხარებით იუწყებიან ვახტანგ ხოფერიას გარდაცვალებას. პანაშვიდი: ორშაბათს, 2 მარტს. დაკრძალვა: სამშაბათს, 3 მარტს. მისამართი: ლანჩხუთი, სოფ. ეწერი … თეა ჩიქოვანი ოჯახით დიდ მწუხარებას გამოთქვამს ოჯახის უახლოესის, ვახტანგ ხოფერიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს შვილებს: თენგიზს, თამარს, ლამარას, რუსიკოს, ლიასა […]
„ხოდა, უთხარით თქვენს გურულ უფროსს, ლანჩხუთლები აგიჯანყდებიან-თქო“ _ „მეტრო ჯორჯიამ“ გადაწყვეტილება შეცვალა: ავტობუსები ქალაქის ცენტრში ისევ შემოვლენ

ლანჩხუთის ცენტრში „მეტრო ჯორჯიას“ ავტობუსები ისევ შემოვლენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საკრებულოს წევრმა ელისო ჭიჭინაძემ დაწერა. „სასიამოვნო ინფორმაცია ჩვენი ლანჩხუთელებისათვის!! ხვალიდან [25 თებერვლიდან] აღდგება „მეტროს“ ავტობუსების შემოსვლა ლანჩხუთის ცენტრში“ _ დაწერა სოციალურ ქსელში ლესის მაჟორიტარმა დეპუტატმა. რამდენიმე დღის წინ, „მეტრო ჯორჯიას“ ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ლანჩხუთის ცენტრიდან მგზავრთა აყვანისა და ჩამოსმის ლოკაცია ავტობანთან გადაიტანა, რასაც ადგილობრივი […]
„პირაკრული და ხელებშეკრული მანქანაში შეაგდეს, საშინლად გაუსწორდნენ, ფეხებზე ქამარი მოაბეს და მიწაზე ათრიეს“ _ დიომიდე ორაგველიძე, სამშობლოსათვის წამებული რაინდი შუხუთიდან

[2023 წლის 25 თებერვალს პირველად გამოქვეყნდა გაზეთში „გურია Today“] ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმის ფონდში დაცულია უნიკალური მასალა, რომელიც მოგვითხრობს 1923-24 წწ. აჯანყების ერთ-ერთი მეთაურის გურიის მხარეში _ დიომიდე ორაგველიძის მოწამეობრივი ცხოვრების შესახებ. მასალა მოგვაწოდა ლანჩხუთის ეგ.ნინოშვილის სახ. სახალხო თეატრის მსახიობმა, როზა ნოზაძემ, რომელსაც დიომიდე ორაგველიძე ბაბუად ერგებოდა. მოგონება ბებიის, ვარდო ორაგველიძისაგან ჩაიწერა […]
ლუკა ჩაგანავას ჰეთ თრიკი და ერთი ტესტი ჩემპიონატამდე… „გურიამ“ შარშანდელი ჯავრი იყარა _ ფოთის „კოლხეთი-2“ 7:0 დაამარცხა

ლანჩხუთელებმა რიგით მეოთხე ამხანაგურ შეხვედრაში ფოთის „კოლხეთი-2“ გაანადგურეს. მატჩი ქობულეთში გაიმართა, სადაც „გურია“ ორკვირიან შეკრებას გადის. ფოთელებთან ჰეთ თრიკი ლუკა ჩაგანავამ შეასრულა, თითო გოლი კი, კახა კახაბრიშვილმა, დავით მაისაშვილმა, სანდრო ხუნდაძემ და იოანე ტაბატაძემ გაიტანეს სხვათა შორის, გასულ სეზონში „გურიამ“ იმავე გუნდს ერთხელაც ვერ მოუგო (შინ 0:0 ეთამაშა, სტუმრად კი სულაც 2:3 წააგო). ბოლო ამხანაგური […]
„გია თვალავაძე ერთ-ერთი ყველაზე წესიერი საჯარო მოხელეა, ვისაც კი ოდესმე უმუშავია ამ ქვეყანაში. იგი დააკავეს იმის გამო, რომ დააჯარიმა აფთიაქები, რომელსაც ოთარ ფარცხალაძე „კრიშავდა“

ლანჩხუთის საპატიო მოქალაქის, გია თვალავაძის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ სკანდალური განცხადება „ტვ-პირველის“ ეთერში გააკეთა. „მინდა ვახსენო ერთი პიროვნები, რომელიც ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე წესიერი საჯარო მოხელეა, ვისაც კი ოდესმე უმუშავია ამ ქვეყანაში. გია თვალავაძე _ თუ გეუბნებათ რამეს ეს სახელი და გვარი. ის იყო [ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების] სააგენტოს უფროსი, რომელიც დააკავეს, რომლის მიმართაც […]
გურიიდან იტალიაში: ანანო წიქარიძე „რომაში“ ითამაშებს! მიიღებს თუ არა სენსაციური ტრანსფერიდან თანხას „ლანჩხუთი“, რომლის შემადგენლობაში ქართველმა ტალანტმა ჩემპიონთა ლიგაზე 16 წლისამ გაიტანა

„ლანჩხუთის“ ყოფილი შემტევი, 16 წლის ანანო წიქარიძე იტალიაში 16 მარტს გაფრინდება და წინასწარ კონტრაქტს გააფორმებს, ხოლო მთავარ გუნდს, რომელიც სერია ა-ში ასპარეზობს, მას შემდეგ შეუერთდება, რაც სრულწლოვანი გახდება. ექსკლუზიურ ინფორმაციას ქართველი ჟურნალისტი ნიკა მითაიშვილი ავრცელებს, რომელიც ქალთა ფეხბურთზე წერს და აღნიშნულ ტრანსფერში წვლილიც შეიტანა. ანანო გასულ სეზონში, „ლანჩხუთის“ შემადგენლობაში გახდა ევროპის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეოთხე […]
[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ნინო მურმანის ასული ჩილაჩიძე

დედა ნანი; მეუღლე გოჩა ბეზუაშვილი; და ირმა; ძმა იოსები; რძალი ხათუნა გელაშვილი; ძმისშვილები: საბა, დემეტრე; დისშვილიშვილები: ანა, ანდრია; სიძეები: გია ჯიბლაძე, იმედა ბაბლუანი; ბიძა გიორგი შოთაძე; ბიცოლა ია; ბიძაშვილები და ბიძაშვილის შვილები იუწყებიან ნინო მურმანის ასული ჩილაჩიძის გარდაცვალებას. გამოსვენება: სამშაბათს, 24 თებერვალს, 14 სთ.-ზე.მისამართი: თბილისი, თემქა, აბაის ქ.#22დაკრძალვა: მუხიანის დაჩების სასაფლაოზე. … დათო ჩილაჩიძე ოჯახით […]