რატომ დაარქვეს „გოშა“ და როგორ „გადაუხადა სამაგიერო“ უახლოეს მეგობარს გია ორმოცაძემ _ ცნობილი ლანჩხუთელი ფსიქიატრის უცნობი ისტორია

„არა მარტო ლანჩხუთის, სრულიად სამედიცინო საზოგადოების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი იყო. საინტერესო პიროვნება, პროფესიონალი. კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს, ფსიქონევროლოგიურ ცენტრ „ნევრონსა“ და მის თითოეულ თანამშრომელს. ის იყო კაცი, ვისაც ზუსტად ისე უხაროდა მოკეთის წარმატება და სტკიოდა სხვისი ტკივილი, როგორც _ თავისი. გაჭირვების ტალკვესი, დიდთან დიდი და პატარასთან _ პატარა… ამოუწურავია მასზე გასახსენებელი, ხან ღიმილით და ხან […]

„როცა 5 წლის მერე დაბრუნებულს, ფიქრებად _ ჩახუტებულს, ტკივილების  დასაოკებლად გამზადებულს, ჭიშკართან მითხრეს, რომ აღარ მყავდი“ _ 15 წლის ნიკო გვარჯალაძის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა

დღეს, ნიკო გვარჯალაძის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა. 15 წლის ბიჭი გასულ წელს ავტოავარიას ემსხვერპლა. „მითენდება დღე, რომელიც შენთვის საბედისწერო დარჩა, დედი… მითენდება დღე _ ყველაზე მძიმე და რთული ჩემს ცხოვრებაში… დღე, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ჩემი ცხოვრება, ცხოვრება შენს გარეშე… ერთი წელი გავიდა იმ საშინელ დღიდან, როცა შენ აღარ მყავხარ, შვილო… როცა 5 წლის მერე დაბრუნებულს, […]

ზოგმა საკუთარი თვალით ნახა ვაჟას დასახიჩრებული სხეული… _ სულისშემძვრელი ამბავი ლანჩხუთელ გმირზე, რომელიც სასტიკმა წამებამაც ვერ გატეხა: „ერთ საუკუნეში გმირულად სიკვდილი დანარჩენ საუკუნეებში უკვდავებას ნიშნავს!“

დღეს ლანჩხუთელი გმირი ვაჟა თოდუა 55 წლის გახდებოდა… იგი დაიბადა 1971 წლის 14 მარტს, სოფელ ომფარეთში. სწავლობდა ლანჩხუთის #3 საშუალო სკოლაში. როდესაც მოსწავლეთა სასახლეში ქანდაკების წრეზე დაიწყო სიარული. გადაწყვიტა, ხელოვანის გზა გაეგრძელებინა და მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ჩაირიცხა. სამხედრო სავალდებულო სამსახური გერმანიაში მოიხადა, საიდანაც მშობლებმა არაერთი სამადლობელო ბარათი მიიღეს. იქიდან დაბრუნებულმა სწავლა არქიტექტურისა და მშენებლობის […]

[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ვლადიმერ ჩხაიძე

მეუღლე ნინო ჯიჯიეშვილი; შვილები: ეთუნა, თამთა ჩხაიძეები; სიძე ალექსანდრე მაღალაშვილი; შვილიშვილი ანასტასია; და მანანა; დისშვილები: გოჩა, ხათუნა გოგეშვილები; ბიძაშვილები; დეიდაშვილები და ახლო ნათესავები მწუხარებით იუწყებიან ვლადიმერ ჩხაიძის გარდაცვალებას. დაკრძალვა: სამშაბათს, 17 მარტს, 15 სთ.-ზე, სოფ. აცანაში.

რა დაემართა „ლანჩხუთს“? საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს ეროვნულ ლიგაში ასეთი ანგარიშით არასდროს წაუგია…

2018 წლის 12 აპრილს, „ლანჩხუთმა“ მაშინ მოქმედ ჩემპიონ „მართვესთან“ 1:4 წააგო. მანამდეც ერთხელ, პირველ ჩემპიონატშიც იგივე ქუთათურებთან დათმეს 0:3… ეს იყო და ეს _ შემდეგ 7 ჩემპიონატში გურულები დიდი ანგარიშით არ დამარცხებულან. ეგ კი არადა, გასულ 10 ჩემპიონატში სულ 18 წაგება აქვს ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდს, ანუ „ციცები“ სეზონში საშუალოდ 2 თამაშსაც არ აგებენ. ამ […]

ლანჩხუთელს ფეხბურთი უხსენე და საყურებლად ფოთშიც კი ჩამუაო… რატომ გაგვახსენა დათა სიჭინავამ 80-იანი წლების „გურია“ და მერაბ ჟორდანია?

ამ ლიგაში „გურიას“ გაჩერება, ალბათ, შეუძლებელია. ლანჩხუთელებმა ტიტულოვანი და გამოცდილი ფეხბურთელები შეკრიბეს და სტარტიც ისეთი აიღეს, ალბათ, შემთხვევითობა იქნება, თუ გოჩა ტყებუჩავას გუნდი რომელიმე მეტოქესთან წაიფორხილებს. მატჩის ფოთში გადატანამ [ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე სამუშაოები მიმდინარეობს] სტუმრებს შვება ვერ მოუტანა _ „ფაზისზე“ ლანჩხუთელი ქომაგები მრავლად იყვნენ და ეჭვგარეშეა, მესამე ლიგაში ასპარეზობის მიუხედავად, ლანჩხუთში სტადიონი ყველა თამაშზე […]

კახი ჟორდანია _ „ჩვენი მიზანი ნათელია და მიღწევადი: ეროვნულ ლიგაში აღზევება და ევროტურნირებზე წარმატებული ასპარეზობა!“ _ 37 წლის შემდეგ, „გურიამ“ მატჩის პროგრამა დაბეჭდა [ექსკლუზივი]

ლანჩხუთის „გურიამ“, 37-წლიანი პაუზის შემდეგ, საშინაო მატჩის პროგრამა გამოუშვა, რომელიც გულშემატკივრებს 12 მარტს, ფოთის სტადიონზე, თამაშის წინ დაურიგდება. როგორც ცნობილია, ევგრაფ შევარდნაძის სახელობის სტადიონზე მიმდინარე სამუშაოების [მინდვრის საფარი] გამო, გურულები სამ საშინაო შეხვედრას „ფაზისზე“ გამართავენ. პროგრამა 8 გვერდიანია და მაღალი პოლიგრაფიული ხარისხითაა დაბეჭდილი. მასში წაიკითხავთ ჩემპიონატის დებულებას, რომლის მიხედვითაც, მესამე ლიგაში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები […]

8 მარტი ციცების დღეა! დიდი ანგარიშით და „მშრალად“ _ „ლანჩხუთმა“ სეზონი მოგებით დაიწყო: ახალწვეულთა და გაბრიელა კამარგოს გოლებით!

ლანჩხუთის ქალთა გუნდმა სეზონის გახსნის მატჩი დიდი ანგარიშით მოიგო და 4 გოლი გაიტანა, თანაც საკუთარი კარი „მშრალად“ შეინახა. სამი გოლი დებიუტანტებმა გაიტანეს. ლანჩხუთელთა თავკავმა, გიორგი ჩხაიძემ 7 ახალწვეული ათამაშა, აქედან 6 _ საწყისი წუთებიდან. ციცებმა 4:0 სოხუმის „დინამო“ დაამარცხეს _ ლიზი მწყერაშვილის, ნინო ბუხრიკიძისა დანინო პასიკაშვილის სადებიუტო, ასევე გაბრიელა კამარგოს გოლებით. მატჩის დაწყებამდე „ლანჩხუთისა“ და […]

„მოედანზე დანავარდობთ, ვიცით გამარჯვების ფასი, უკაცრავად კი ვართ, მარა… გეგმაში გვაქვს ევროთასი“ _ „ლანჩხუთი“ დღეს იწყებს

ეს მისალოცი აფიშა იური ბაბუმ და ფანებმა  „გურულის ძეგლის“ გვერდით, ჭადარზე გააკრეს და მაშინდელია, როცა „ლანჩხუთმა“ პირველად აიღო საქართველოს თასი და მოიპოვა ჩემპიონობა… მას შემდეგ თითქმის 7 წელი გავიდა… ლანჩხუთს კი ქალთა ფეხბურთში ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ჰყავს, რომელმაც საქართველოდან პირველმა იასპარეზა ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე. დღეს „ლანჩხუთი“ ახალ სეზონს იწყებს _ გვიმბალაურში სოხუმის „დინამოს“ დაუპირისპირდება.

„არც ფოთში გვეშლება ხელი გურულებს მეგრელ ძმებთან ერთად…“ _ როგორ აღმოჩნდა სამეგრელო-ზემო სვანეთის შემადგენლობაში მყოფი საპორტო ქალაქი გურიის „საზღვრებში“?

საქართველოს ისტორიის მე-10 კლასის სახელმძღვანელოში, 143-ე გვერდზე გამოქვეყნებულ ეთნოგრაფიულ რუკაზე, ფოთი გურიის საზღვრებშია მითითებული. ამას ყურადღებას არ მივაქცევდით, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება _ აქამდე არაერთხელ გაჟღერდა გურიის პრეტენზია საპორტო ქალაქის კუთვნილებაზე. ამასთან, წიგნში ფოთის გურიის ეთნოგრაფიულ კუთხედ წარმოჩენამ ბევრი გაანაწყენა. ამ თემაზე „გურია თუდეის“ ფეისბუქ-გვერდზე მწვავე პოლემიკაც გაიმართა, თუმცა ზღვარს არ გასცდენია. ლაშა ზარგინავა […]