„მე ვნახე, როგორ ემშვიდობებოდა ორი ანგელოზი… უცოდველ ცრემლებს პაწია ნიკაპებზე უსკვნიდნენ გზას და ვერახსნილ და ვერგაგებულ ტკივილს სტიროდნენ…“

ლანჩხუთელმა პოეტმა, ნანა ნანო შაინიძემ უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულ დის შვილიშვილს, 5 წლის ნიაკო დარჩიძეს ლექსი მიუძღვნა. „ოთხი დღე გედექი საპატიო ყარაულში, ჩემო ნიაკო, ჩემო პატარა ანგელოზო… ვიდექი და ვუყურებდი, როგორ მოდიოდა ზღვა ხალხი, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ანგელოზის სანახავად, უკანასკნელ გზაზე რომ გაეცილებინე… და მე ვნახე – როგორ ემშვიდობებოდა ორი ანგელოზი (ნიას და-ძმა _ ემილი […]

„ლანჩხუთის“ ჩამოწერას ნუ იჩქარებთ! ხუთოსანი დანელია და კამარგოს დუბლი _ პენტატრიკი ბებიასათვის

წინა ტურში, „ნიკე-ლუსოსთან“ მოულოდნელი ანგარიშით მარცხის შემდეგ, „კვარტალთან“ უნდა გამოჩენილიყო, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ღრმა კრიზისშია, თუ თბილისური 0:4 მაინც უფრო უიღბლობა იყო. მეორე დედაქალაქური გუნდი დასაკვირვებლად ნამდვილად გამოდგება _ ბოლო წლებში, „ლანჩხუთისა“ და „ნიკე-ლუსოს“ საჩემპიონო მარათონისთვის ხელშეშლას ხომ მხოლოდ ის ცდილობს და მყარად უკავია ქვეყანაში მესამე გუნდის პოზიცია. თან „კვარტალი“ გვიმბალაურში უდანაკარგოდ ჩამოვიდა. „გურია […]

ლანჩხუთის ცენტრში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის აგება ილია II-მ 36 წლის წინ იწინასწარმეტყველა… რატომ უწოდა პატრიარქმა ჯიხეთის მონასტერს „საიდუმლო სამოთხე“?

გაზეთი „ლანჩხუთის მოამბე“ არქივიდან აქვეყნებს ფოტოს, რომელიც 1989 წელს ჯიხეთის დედათა მონასტერშია გადაღებული. მაშინ პატრიარქმა მონასტერში ნათლობა ჩაატარა [მთავარ ფოტოკოლაჟში ფოტო აღდგენილია AI-ს მიერ]. „[ლანჩხუთში] ერთ-ერთი მოგზაურობის დროს, ილია II-მ [ქალაქის ცენტრში მდებარე] სკვერში ის ადგილი მონახულა, სადაც ძველად წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მდებარეობდა და აკურთხა, ხოლო საზოგადოება, რომელიც პატრიარქთან შესახვედრად გამოვიდა, დალოცა. ერის სულიერმა […]

„ყველაზე მძიმე ორშაბათი – ნიაკოს გარეშე… მაგრამ მუდამ ჩვენს გულებში“ _ გურიაში ტრაგედია დატრიალდა: უბედური შემთხვევის შედეგად, 5 წლის გოგონა გარდაიცვალა

„ყველაზე მძიმე ორშაბათი – ნიაკოს გარეშე… მაგრამ მუდამ ჩვენს გულებში“ _ასეთი წარწერა აქვს გაკეთებული ლაითურის #2 საბავშვო ბაღის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს, სადაც ამავე ბაღის შესასვლელ  ჭიშკარზე სიმბოლურად სათამაშოებია ჩამოკიდული. „მთელი კოლექტივი სიტყვებს ვერ ვპოულობთ ამ აუტანელი ტკივილის გამოსახატად… ნიაკოს ნათელი ღიმილი, მისი ცელქი გამოხედვა და უსაზღვრო სითბოს გამოხატვა სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში და […]

[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ხატიჯე არტიმეს ასული სიხარულიძე

შვილები: არჩილი, ნატო, აღათი (ნინო); შვილიშვილები, შვილთაშვილები, რძლები, სიძეები და ახლო ნათესავები მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ხატიჯე არტიმეს ასული სიხარულიძე. დაკრძალვა: ხუთშაბათს, 26 მარტს, 15 სთ.-ზე, სოფ. აცანა. „გურია თუდეი“ გამოთქვამს გულისტკივილს და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.

[ნეკროლოგი] გარდაიცვალა რუზანა კალანდაძე-ზოიძისა

მეუღლე გენო ზოიძე; შვილი ხათუნა; შვილიშვილები: ანიკა დარსაველიძე, ნიკა გუგუციძე; სიძეები: თემურ დარსაველიძე, გოჩა გუგუციძე; მაზლი თემურ, მული გულნაზ ზოიძეები; რძლები ზაირა ქარჩავა, შორენა ჯიბლაძე; ძმისშვილები: მარიამ, დავით კალანდაძეები, მაზლიშვილები, მულიშვილები და ახლო ნათესავები მწუხარებით იუწყებიან რუზანა კალანდაძე-ზოიძის გარდაცვალებას. დაკრძალვა: სამშაბათს, 24 მარტს, 15 სთ.-ზე.გამოსვენება: ქ. ლანჩხუთი, რ. ებრალიძის ქუჩა #28-დან. „გურია თუდეი“ გამოთქვამს მწუხარებას […]

„ჩაგიხუტებს შენი 33 წლის უნახავი შვილი…“ _ 1993 წელს დახვრეტილი ლანჩხუთელი ჟურნალისტის, დავით ბოლქვაძის დედა გარდაიცვალა

„წავიდა დათოსთან ჩემი სულგამწარებული დედა“ _ დაწერა 20 მარტს სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა და პროდიუსერმა თამარ ბოლქვაძემ, 1993 წელს, ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას დახვრეტილი დავით ბოლქვაძის დამ. წინადღეს, 19 მარტს დათოს 57 წელი შეუსრულდებოდა. „გინდობდა სიკვდილი, კრძალვით გექცეოდა, რამდენჯერმე თვალიც კი აგარიდა, არ წაგიყვანა… ჩემო უძლიერესო, აუტანელის ამტანო, ყველაზე მზრუნველო, სულში სამყაროს ჩამტევო, სიკეთის და სიყვარულის მთესველო, […]

სხვანაირი დილა მოდის… თბილი, მაგრამ ცივი, ტკივილიანი… ერი და ბერი ერთად _ ამაზე დიდი და საოცარი სანახავი არაფერია. 04:08-ს აჩვენებს საათი…

04:08-ს აჩვენებს საათი. დილისკენ მიდის დრო. მალე ცისკარი აღმოსავლეთს ვარდისა ფერად შეღებავს… ალაგ-ალაგ წვიმს, მარტის თვეა, მისთვის დამახასიათები სუსხიც ახლავს არე-მარეს… ცივა? არა. სხვანაირი დილა მოდის… თბილი, მაგრამ ცივი, ტკივილიანი… ერი და ბერი ერთად. ამაზე დიდი და საოცარი სანახავი არაფერია. 04:08-ს აჩვენებს საათი… კარები იღება. ცოტა ხნით მიხურული და ისევ ხალხისთვის ღიად-ქმნილი. ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს ათასობით, […]

„მე დავიბადე და გავიზარდე ეზოში, სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები…“ _ რა სთხოვა ილია მეორემ ლუკა მაჭუტაძეს

ლანჩხუთელი პოლიტიკოსი ნიკა მაჭუტაძე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალებას ეხმაურება: „ღვთივგანისვენა დიდმა მეუფემ, მამამან ჩვენმან ილიამ. მე დავიბადე და გავიზარდე ეზოში, სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები: დიდი მეუფეები ჩვენი ეკლესიის – იოსებ და მაქსიმე მაჭუტაძეები. საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქები. გურიაში, ნიგოითში… ასე მოიხსენიებოდნენ ისტორიულ დოკუმენტებში: ბატონს/პატრონს კათოლიკოს იოსებს; ბატონს/პატრონს კათოლიკოს-პატრიარქს მაქსიმეს… ქრისტეანეს […]

ყველაზე ძლიერი ქალი ,,რკინის ქალამნებით“ _ „მე ვიცი, რატომ არ მოვხვდი მანდ და რატომ გადარჩა ყველა… დღეს დედა 78 გახდებოდა“

ლანჩხუთელი პოლიტიკოსი ლელა ჩახვაძე, რომელიც ემიგრაციაშია, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „ყველაზე ძლიერი წიგნი, რაც წამიკითხავს, შენი გავლილი ცხოვრებაა, ყველაზე ძლიერი ქალი, რომელიც მინახავს ,,რკინის ქალამნებით“, შენ იყავი, სამართალი რაც ასე აკლია ცოდვილ დედამიწას, შენში მოჭარბებით იყო. ხშირად გეტყოდი, ბოლომდე რომ გესწავლა და შენი კარიერა შეგექმნა, უძლიერესი მმართველი იქნებოდი-მეთქი. სამი გმირის გამზრდელო ქალბატონო, შენი ყველა […]