„19 წლისა ვიყავი, 20 არ გადამეხადა“- ერთად წავიდნენ ბაღში, სკოლაში, სამშობლოს დასაცავადაც და ერთად დაიღუპნენ…

„თავგანწირვით იბრძოდნენ… ტყვია-წამალი გამოლევიათ და ალყაში მომხდარა რამდენიმე ბიჭი. ერთად დაცხრილეს და მიწაში ერთად ჩაყარესო, ასე ჰყვებოდა მათი უფროსი, რომელიც ჩამოსვენების შემდეგ დასაფლავებამდე არ წასულა. ერთ დღეს დაასაფლავეს ტყვიების ზუზუნით, საზარელი დღე იყო…“ ლანჩხუთელ გმირ ბიჭებზე უნდა გიამბოთ _ ნიკა იმნაძე და პაატა პაპიძე 1993 წლის 3 ივლისს სამშობლოსათვის ბრძოლაში დაიღუპნენ, ისინი 20 წლისაც არ […]

ირაკლი ნოდიას ტკივილიანი გახსენება

დღეს, ჩემი ძმის, ირაკლი ნოდიას დაბადების დღეა – 55 წლის იუბილე აქვს სექტემბერში 30 წელი ხდება, რაც ჩვენთან ფიზიკურად აღარ ხარ, იკა, ისე კი, უშენოდ ერთი დღეც არაა ჩვენს სულსა და გულში. ყველას მომკითხავი და პატივისმცემელი იყავი და მიხარია, რომ ბევრს ახსოვხარ დღესაც… დიდ სინათლეში იქნები, ვიცი, ძმაო. აცხოვნოს შენი კეთილი სული უფალმა! ალეკო ჭყონია

ლანჩხუთის I საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ ჯოჯუა „კინგსი საქართველოს“ კონკურსის გამარჯვებულია!

ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ჯოჯუამ „კინგსი საქართველოს“ მათემატიკის კონკურში, ქვეყნის მასშტაბით, II ადგილი დაიკავა. ნიკოლოზი „კინგსი საქართველოს“ დაჯილდოებაზე მას ორგანიზატორებმა სიგელი და საჩუქარი გადასცეს. ნიკოლოზს მათემატიკასა და უცხო ენაში აქამდეც ჰქონდა წარმატებები, როგორც „კინგსი საქართველოს“, ასევე „ევერესტის“ კონკურსებში, სადაც ოქროსმედალოსანი გახლდათ. „გურია თუდეი“ ულოცავს ნიკოლოზ ჯოჯუას და წარმატებებს უსურვებს.

„ბიბი ჰაუსი“ გურულებს გერმანული მაღალი ხარისხის პროდუქციას და დაბალ ფასებს სთავაზობს _ „ჩვენთან ყოველთვის აქციებია!“

ლანჩხუთში, ნინოშვილის 60-ში გახსნილი ჰიგიენისა და საოჯახო წვრილმანის მაღაზია „ბიბი ჰაუსმა“ პირველივე დღეებიდანვე შეძლო მომხმარებლის დაინტერესება მაღალი ხარისხის პროდუქციით და გასაოცრად დაბალი ფასებით. აქ, ფაქტობრივად, საბითუმო ფასებში შეიძენთ ჰიგიენის საშუალებებს, საოჯახო წვრილმანს თუ სათევზაო მოწყობილობებს. „ბიბი ჰაუსში“ მუდმივად დაბალი ფასებია, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ყოველთვის სააქციო ფასებია! მაგალითად, „სელპაკის“ ტუალეტის ქაღალდს, 32 ცალს 32 […]

„ცარიელ ფურცლებს უხდება სევდა, დროის ნაპრალებს აავსებს ქარი, მე დღესაც მელის სოფელში დედა, ცისფერთვალება, ლამაზი ქალი“

ლანჩხუთელი ილიკო კილაძე მრავალ სფეროშია წარმატებულია _ ყოფილი ფეხბურთელი და მომღერალი ამჟამად ჟურნალისტურ საქმიანობას ეწევა, წერს კარგ ლექსებს, არის კომპანია „ვაინპაკის“ დირექტორი. Winepack ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა, თუმცა უკვე 100-ზე მეტ ღვინის კომპანიასთან და მარანთან თანამშრომლობს,  მეწარმეებს აწვდის პრემიუმ ხარისხის ღვინის შესაფუთ მასალებს (საცობს, ბოთლს, ჩაჩს, ყუთსა და ეტიკეტს). გთავაზობთ ილიკო კილაძის ლექსს, რომელსაც დედას […]

„ხშირად საქმის გარჩევებშიც ვმონაწილეობდი…“ – თენგიზ კიკვაძის გზა ფოსტალიონობიდან პოლიცმაისტერობამდე

დღეს ლანჩხუთის პოლიციის ყოფილი უფროსი თენგიზ კიკვაძე იუბილარია. მართალია „თლა მრგვალი“ იუბილე გაისად აქვს, მაგრამ ამ რაჭველმა კაცმა ისეთი სისწრაფით გააქროლა თავისი კარიერა, არა უშავს, თუ ერთი წლით ჩვენც „ვიჩქარებთ“ და თითქმის 25 წლის წინ ჩაწერილი ინტერვიუთი მივულოცავთ, რომელიც მაშინ გაზეთ „ალიაში“ გამოქვეყნდა და თქვენმა მონა-მორჩილმა ჰონორართან ერთად მსუყე პრემიაც დაიმსახურა, რასაც მერე სულ „მაძახებდა“. […]

ლანჩხუთელი თენგიზ ხუხუნაიშვილი საქართველოს 2024 წლის წლის საუკეთესო მოხალისედ დასახელდა!

ლანჩხუთის მერის ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარე თენგიზ ხუხუნაიშვილმა 2024 წლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში გაიმარჯვა და საუკეთესო მოხალისე გახდა. აღსანიშნავია, რომ 69 მუნიციპალიტეტიდან გამოავლინეს 14 მოხალისე და ჩვენთვის სასიხარულოდ, ლანჩხუთელი ახალგაზრდა მათ შორისაა. ამავე დროს, თენგიზ ხუხუნაიშვილი საჭადრაკო კლუბ „ლანჩხუთის“ პრეზიდენტია და მის სახელს უკავშირდება ლანჩხუთში ნოე ჟორდანიას სახელობის საერთაშორისო ტურნირის დაარსება. „გურია თუდეი“ ულოცავს წლის მოსახლისედ […]

ლანჩხუთის შემოქმედთა მუზეუმში ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს!

დღეს, თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმში მოსწავლეთა ლიტერატურული კონკურსის ,,ჩემი შობა“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს. კომპენტენტურმა ჟიურიმ შემოსული ნაშრომებიდან შეარჩია 11 საუკეთესო, რომელიც გადაანაწილა ორი ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით. შემოქმედთა მუზეუმისა და მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლიტერატურულ კლუბ ,,კვირტების“ ინიციატივით გამოცხადებულ კონკურსში მუნიციპალიტეტის სკოლების IV-XII კლასელები მონაწილეობდნენ. IV-VI კლასები, პოეზია: I ადგილი _ ზურა გვარჯალაძე (მე-3 საჯარო სკოლა, […]

„ტყვეობაშიც არ დაიხია უკან, აფხაზებმა  ჯერ კონდახებით სცემეს, შემდეგ კი დაცხრილეს“… სამი გმირი სოფელ წყალწმინდიდან

ჩვენს ულამაზეს სამშობლოში ბევრი განთქმული ქალაქი თუ სოფელია თავისი გმირული წარსულითა და ნათელი მომავლით. ერთ-ერთი გახლავთ წყალწმინდა. სოფელი, რომელმაც უამრავ გამოჩენილ ადამიანთა შორის აღზარდა უმშვენიერესი გმირი ვაჟკაცები, რომლებსაც „აფხაზეთის ბიჭები“ ჰქვია: დავით გურამის ძე რამიშვილი, ნიკა ვახტანგის ძე იმნაძე და პაატა ბონდოს ძე პაპიძე. ამ მძიმე ცხოვრებაში როგორ მოგვენატრა მათი სათუთი მოპყრობა და უბრალო ვაჟკაცური […]

ლანჩხუთელი გეიმდეველოპერის თამაშს ყოველთვიურად 200 000 აქტიური მომხმარებელი, ჯამში კი – 23 მილიონი ვიზიტორი ჰყავს!

ლანჩხუთელი 23 წლის რატი მენაღარიშვილი გეიმდეველოპერია. ნიჭიერმა ახალგაზრდამ თავის გუნდთან ერთად, Roblox-ის პლატფორმაზე ახალი თამაში, Steel Titans შექმნა და იმდენად გაითქვა სახელი, რომ მისით ტექნოლოგიებისა და ინოვაციების თემებზე მომუშავე ცნობილი მულტიმედია marketer.ge დაინტერესდა. როგორც რატი გამოცემასთან ყვება, თამაშს თითქმის 23 მილიონი ვიზიტი აქვს და თვეში საშუალოდ 200,000 აქტიური მომხარებელი ჰყავს. ის საომარი ჟანრის არის და […]