„გურია თუდეი“ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებს!

ქართული მედიასაშუალებების ნაწილი, მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად, რამდენიმე საათით მუშაობას წყვეტს. უფრო კონკრეტულად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საპროტესტოდ, 17:00 საათიდან 20:00 საათამდე მუშაობას აჩერებენ ტელევიზიებისა და ონლაინ მედიის ნაწილი. ამ პერიოდის განმავლობაში, გაფიცვაში ჩართული მედიასაშუალებების ტელეეკრანებსა და ვებ-გვერდებზე განთავსებული იქნება შავი ფონი, წარწერით: „ასეთი იქნება ქვეყანა კრიტიკული მედიის […]
“ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში“ _ დიდნენეის მოგონებები, ანუ როგორ ხვდებოდნენ ძველით ახალ წელს აჭარაში

„ნაძვის ხეს არ ვდგამდით, ჩვენთან დიდათ არ იცოდენ. ჩიჩილაკი ქი გვხონდა, მარა ყველას არა და რეიზა არ ვიცი. ნემეტარი გვიხაროდა ახალი წელი. ნენეი იმფერ საჭმელებს აკეთებდა, რუმ ყველას ჩვენსას უნდოდა ახლის აღნიშნა და ხირხიცი“ გურულ კალანდაზე რამდენიმე სტატია შემოგთავაზეთ. თუ როგორ ხვდებოდნენ ძველით ახალ წელს ჩვენს მეზობელ აჭარაში, ამის შესახებ ჟურნალისტი ზურა ბაუჟაძე საუცხოოდ წერს: […]
გახსოვთ, თათია გაბუნიას 39 „სეივი“ ჩემპიონთა ლიგაზე? „ლანჩხუთმა“ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე დაიბრუნა

„ლანჩხუთის“ კარს ეროვნული ნაკრების მეკარე თათია გაბუნია დაიცავს. 24 წლის ფეხბურთელი ერთწლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა მშობლიურ კლუბს, რომელთან ერთადაც 2023 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა, ხოლო ბოლო სეზონი თბილისის „კვარტალში“ გაატარა. თათია ჩოხატაურელია. 14 წლის იყო, როცა სერიოზულად გადაწყვიტა ფეხბურთის თამაში. მანამდე სტადიონზე ბიჭებთან ერთად თამაშობდა. სწორედ მაშინ შეამჩნიეს, საიდანაც მოხვდა “ლანჩხუთში“, შემდეგ კი _ საქართველოს […]
„ჰეიდა, აგუნა! კარი გამიღეთ, მეკვლე ვარ, ხვავი და ბარაქა მომაქვს“ _ როგორ ხვდებოდნენ კალანდას გურიაში

„ასი დედალი, ასი მამალი, ასი მისი მოჩხოროში, ეწერში გვიმრა, ზღვაში ქვიშა, ღმერთმა იმდენი ქათამი მოგცათ“ გურულები მუდამ განსაკუთრებულად ხვდებოდნენ კალანდას _ ოთახს ამშვენებდა კურკანტელას მარცვლებითა და ფოჩიანი კანფეტებით დამშვენებული ჩიჩილაკი, რომელსაც გურული კაცი თხილის ნედლი შტოდან თლის. მაგიური ძალა ჰქონდა ჩიჩილაკს, გადამდები სიხარულით აგავსებდა და ისეთი ლამაზი იყო, თვალს ვერ მოაშორებდი, თურმე. თოვლის პაპაც ჰყავდათ […]
ლანჩხუთელებს კალანდის ღამეს ვიოლეტა მგალობლიშვილი და საბა ღურწკაია უმღერებენ, ტრანსპორტი 01:00 სთ.-მდე იმუშავებს

ლანჩხუთის მერია მოსახლეობას კალანდის ერთად აღნიშვნისკენ მოუწოდებს. ამ მიზნით, 13 იანვარს, ღამის 11 საათზე, ქალაქის ცენტრში ადგილობრივი მეწარმეების მიერ დამზადებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. პარალელურად დაიწყება კონცერტი, რომელშიც ,,ქავერ შოუს“ გამარჯვებული ვიოლეტა მგალობლიშვილი და საბა ღურწკაია მონაწილეობენ. ლანჩხუთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალაქში დაგეგმილ კალანდის ღონისძიებასთან დაკავშირებით მუნიციპალური ტრანსპორტი 14 იანვრის 01:00 საათამდე უფასოდ იმუშავებს.
„ცეცხლი ოლიგარქიას, თავისუფლება სინდისის პატიმრებს!“ _ ლანჩხუთში სოლიდარობის აქცია გაიმართა

ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოს შენობასთან „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა სოლიდარობის აქცია გამართეს. ისინი მივიდნენ წინასწარი დაკავების იზოლატორთან, სადაც გუშინ ბათუმში მიმდინარე აქციაზე დაკავებული 8 პირი იმყოფება. „ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! ცეცხლი ოლიგარქიას, თავისუფლება სინდისის პატიმრებს! საქართველო გაიმარჯვებს!“ _ ამ შეძახილებისა და სტვენის ფონზე აქციამ რამდენიმე წუთს გასტანა, რის შემდეგაც მისმა მონაწილეებმა გეზი აიღეს ბათუმისკენ, სადაც ასევე საპროტესტო […]
შოთაძე, აბაშიძე, თოხაძე… გურიას კიდევ სამი მესამეადგილოსანი ჰყავს, ანუ 8 ფალავანი საქართველოს ნაკრებში!

ლანჩხუთელმა ფალავანმა, გიორგი შოთაძემ მესამე ადგილი დაიკავა საქართველოს ჩემპიონატში, რომელიც ბათუმში ჩატარდა. გიორგიმ ბრინჯაოს მედალი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს შორის 67 კგ. წონით კატეგორიაში მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ შოთაძე მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონია სხვადასხვა ასაკში და ახლაც ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა ამჯერად მას ფეხის ტრავმამ შეუშალა ხელი, თავისი შესაძლობლები სრულად ეჩვენებინა. ასევე მესამე ადგილი დაიკავა […]
“ე, გაჩთა! შობას გილოცავ, მალხაზია!… დილამდე ვიხსენებდით ადამიანებს და ამბებს ისე, რომ ერთმანეთის მარტოობა არ დაგვირღვევია”

მოდიოდა… არა, უფრო მოფრატუნებდა. არც ისეთი მოხუცი იყო, მაგრამ ცხოვრებამ ნაადრევად დააბერა. ხელში ცელოფანის ორი პატარა პარკი ეჭირა. მივესალმე და მოვიკითხე. – როვა ვიქნები, ქე ვარ ჯერემ რაცხა. მარტუა ვარ სახში, კი გეცოდინება, ჩემები ყველა ქალაქშია. – საახალწლოდ არ ჩამოსულან? – ვკითხე. – ოჰ, მეშვიდე წელია პირი არ უქნიენ აქით. ხანდახან რამეს თუ გამუაგზანიან, თვარა ისე […]
ლანჩხუთელი ფალავნების წარმატება _ ოთარ ჯანელიძე ვიცე-ჩემპიონი გახდა, გიორგი მახარაძე ბრინჯაოს დაეუფლა!

ლანჩხუთელი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 63 კგ. წონით კატეგორიაში ოთარ ჯანელიძე საქართველოს ჩემპიონატის ფინალში რუსთაველ ბექა გურულთან დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. მესამე ადგილი ოზურგეთელმა გიორგი ბერიძემ მოიპოვა. კიდევ ერთმა ლანჩხუთელმა ფალავანმა, გიორგი მახარაძემ 82 კგ. წონით კატეგორიაში, მესამე ადგილისათვის შეხვედრაში ოზურგეთელ საბა მამალაძეს აჯობა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. გიორგიმ საკმაოდ რთული შეხვედრის შემოტრიალება შეძლო, თავიდან […]
„შენ რას მომჩერებიხარ, მიდი ახლა, დროზე დოურეკე მაგ შენ ციალას, თუ ქალი ხარ!“

გურული მიკროავტობუსით მგზავრობს და თან მობილურზე ლაპარაკობს: – წარმოგიდგენია, ციალა, შევდივარ ჩვენს საძინებელში და რას ხედავს აი ჩემი დასაფსები თვალები?! ჩემი კაზახი მეზობლის გოგოსთან ჩემსავე საწოლში არ ფართხალებს?! ჰოდა, ჩუმად, ფეხის წვერებზე უკან გამოვდივარ, სამზარეულოში გავდივარ, ვიღებ… ვაიმე, ციალა, ცა, ჩემი გაჩერებაა! 6-ზე სამსახურიდან რომ გამუალ, დანარჩენს მაშინ მოგიყობი… საღამოს 6-ზე, იგივე ქალი იმავე მარშრუტის […]