მამალაძის რევანში, ორი ღლონტის და ოთხივე ლანჩხუთელი ფალავნის ბრინჯაო საქართველოს პირველობაზე

რამდენიმე წუთის წინ, გორის სპორტის სასახლეში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 23 წლამდე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის. ლანჩხუთიდან მასში სპორტული ცენტრის ოთხი სპორტსმენი მონაწილეობდა და ყველა მათგანი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. საქართველოს მოქმედმა ვიცე-ჩემპიონმა ოთარ ჯანელიძემ 67 კგ. წონით კატეგორიაში დაიკავა მესამე ადგილი. თამაზ აბაშიძე სამეულში 77 კგ. წ/კ-ში შევიდა, ხოლო გიორგი მახარაძემ იგივე 82 კგ. წ/კ-ში მოახერხა. […]
“ყვითელი ჟიგულით დადის ქალაქში, კარგი ქალია, ქვია ნანული, დამეთანხმებით, ალბათ, ამაში _ სიმღერა იცის გენიალური!“

ეს ექსპრომტი პოეტმა თემურ ფირცხალაიშვილმა მიუძღვნა სიმღერის გენიალურ შემსრულებელს _ ლოტბარ ნანული ჩავლეიშვილს. ის გახლდათ ქალბატონი, რომელმაც წლების განმავლობაში დიდი შრომა ჩადო ქართული კულტურის მემკვიდრეობის აღდგენა-შენარჩუნებაში. მან დღევანდელობას შემოუნახა ქართული სამუსიკო ხელოვნების გასაოცარი ჰარმონია, სილაღე და ნატიფი ჟღერადობა. ცნობილი ჟურნალისტი ქეთევან ნაკაშიძე მასზე წერდა: „ნანული ჩავლეიშვილს თუ არ იცნობთ, თქვენ ნაღდი ლანჩხუთელი არ ყოფილხართ და […]
“63 წლის პაციენტმა საკვებად მიიღო ნაყიდი ღორის ხორცი და კუპატი” _ გურიაში ტრიქინელოზით დაავადების ფაქტი დაფიქსირდა!

გურიაში ტრიქინელოზის შემთხვევა დაფიქსირდა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 27 იანვარს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება დადასტურებული შემთხვევაზე. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული. სააგენტოს განცხადებით, შეტყობინების თანახმად, 63 წლის პაციენტს დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე რამდენიმე დღით ადრე საკვებად მიღებული აქვს ოზურგეთში ნაყიდი ღორის ხორცი და კუპატი (ხორცი მიიღო ოჯახის სხვა წევრმაც, […]
„სულ თანამდებობებზე იყავი, მაგრამ დღემდე ბაბუის დანატოვარ საუკუნის დროინდელ სახლში ცხოვრობ“ _ ვისზე წერს დარეჯან ბიწაძე

„მაგალითი ხარ საზოგადოებისათვის, რომ პატიოსანი შრომით ვერ გამდიდრდები“ _ ასე ეხმაურება ლანჩხუთის შემოქმედთა მუზეუმის დირექტორი დარეჯან ბიწაძე თავისი ძმის, პოლიტიკოს რომან ბიწაძის მიერ გაზიარებულ ჟურნალისტ მამუკა ქანთარიას სტატუსს: „ვინც რა უნდა თქვას მასზე და რაც არ უნდა თქვას მან ჩვენზე, ”ჰო და არასთვის” საუკეთესო რესპონდენტია ეს კაცი… გაზეთის ნომერი თუ გივარდება და არაფერი გაქვს „გამხსნელი“, […]
ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს სუფსაში ნავთობის მოპოვების შესახებ ისტორიული დოკუმენტები გადასცეს

ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს გურულების სიძე, გერმანელი ისტორიკოსი ჟანო ფრიდშენი სტუმრობდა. მისი მეუღლე თამუნა ხავთასი სოფ. სუფსიდანაა და ამჟამად ცხოვრობენ გერმანიაში. მათ მუზეუმს საჩუქრად გადასცეს დოკუმენტები გურიაში, კერძოდ სუფსაში ნავთობწარმოების ისტორიის შესახებ, რომელიც ბატონმა ჟანომ შემთხვევით მოიკვლია ქ. კასელის არქივში, პროფესიული საქმიანობის დროს. დოკუმენტები ქალაქ კასელის არიქვიდან ეს დოკუმენტები XX საუკუნის დასაწყისს განეკუთვნება, როცა გურიაში, მათ […]
რა ბედნიერებაა, ,,მიდიხარ სახელიანი” _ ზოია მარგალიტაძის გამოსათხოვარი

,,ცრემლს სად შეეძლო ის ეთქვა, როგორც მე გულში ვტიროდი”… დიახ! ცრემლი ვერ გამოხატავს იმას რასაც განვიცდი, გულით გლოვა სხვა განზომილებაა… ვერ ვპოულობ სიტყვებს გრძნობების გადმოსაცემად და გრძნობებს ახალი სიტყვებისთვის… ჩემს სულს ყველაზე მეტად მათი კვალი ემჩნევა, ვინც ვარსკვლავებივით მომწყდა გულიდან და ამ ცხოვრების სიცარიელეში გაუჩინარდა. ერთ-ერთი მათგანი ხარ, ჩემო ზოია. მეხსიერების ბარათს ვხსნი… განათლების განყოფილებაში […]
ყველა გახარებულია, რომ მათი გაკეთებული გადამდები იქნება და ლანჩხუთის ქუჩები ხატსაყუდელებით გამშვენიერდება!

თუკი სადმე არის შემორჩენილი ძველებური მეზობლობა, სიყვარული და სტუმართმოყვარეობა _ ერთ-ერთი სწორედ წმინდა ნინოს ქუჩაზე ის ადგილია, სადაც ლანჩხუთის სინამდვილეში პირველი ხატსაყუდელი მოეწყო! დილიდანვე ფუსფუსი იყო წმინდა ნინოს ქუჩის II შესახვევთან. ადგილობრივებმა წმინდანის დღესასწაულს საოცარი და შეიძლება ითქვას, ისტორიული ამბავი დაამთხვიეს: ლანჩხუთში პირველი ხატსაყუდელის _ ნიშის საზეიმო გახსნა. იდეა წლების წინ ამ კუთხის მაცხოვრებელს, უსაყვარლეს ლანჩხუთელს, […]
„19 წლისა ვიყავი, 20 არ გადამეხადა“- ერთად წავიდნენ ბაღში, სკოლაში, სამშობლოს დასაცავადაც და ერთად დაიღუპნენ…

„თავგანწირვით იბრძოდნენ… ტყვია-წამალი გამოლევიათ და ალყაში მომხდარა რამდენიმე ბიჭი. ერთად დაცხრილეს და მიწაში ერთად ჩაყარესო, ასე ჰყვებოდა მათი უფროსი, რომელიც ჩამოსვენების შემდეგ დასაფლავებამდე არ წასულა. ერთ დღეს დაასაფლავეს ტყვიების ზუზუნით, საზარელი დღე იყო…“ ლანჩხუთელ გმირ ბიჭებზე უნდა გიამბოთ _ ნიკა იმნაძე და პაატა პაპიძე 1993 წლის 3 ივლისს სამშობლოსათვის ბრძოლაში დაიღუპნენ, ისინი 20 წლისაც არ […]
უშენოდ ერთი დღეც არაა ჩვენს სულსა და გულში _ ირაკლი ნოდიას ტკივილიანი მონატრება

დღეს, ჩემი ძმის, ირაკლი ნოდიას დაბადების დღეა – 55 წლის იუბილე აქვს სექტემბერში 30 წელი ხდება, რაც ჩვენთან ფიზიკურად აღარ ხარ, იკა, ისე კი, უშენოდ ერთი დღეც არაა ჩვენს სულსა და გულში. ყველას მომკითხავი და პატივისმცემელი იყავი და მიხარია, რომ ბევრს ახსოვხარ დღესაც… დიდ სინათლეში იქნები, ვიცი, ძმაო. აცხოვნოს შენი კეთილი სული უფალმა! ალეკო ჭყონია
ლანჩხუთის I საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ ჯოჯუა „კინგსი საქართველოს“ კონკურსის გამარჯვებულია!

ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ჯოჯუამ „კინგსი საქართველოს“ მათემატიკის კონკურში, ქვეყნის მასშტაბით, II ადგილი დაიკავა. ნიკოლოზი „კინგსი საქართველოს“ დაჯილდოებაზე მას ორგანიზატორებმა სიგელი და საჩუქარი გადასცეს. ნიკოლოზს მათემატიკასა და უცხო ენაში აქამდეც ჰქონდა წარმატებები, როგორც „კინგსი საქართველოს“, ასევე „ევერესტის“ კონკურსებში, სადაც ოქროსმედალოსანი გახლდათ. „გურია თუდეი“ ულოცავს ნიკოლოზ ჯოჯუას და წარმატებებს უსურვებს.