”და ამასობაში, ბავშვმა ფლოსტები დაიხადა, მეორეს რომ მიხმარებოდა და ფლოსტები შემორჩა თხრილს…”

ბათუმში მომხდარ ტრაგედიას სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი ეხმაურება: “ხანდახან დეტალებს არ ვაქცევთ ყურადღებას და… გუშინ, 5 წლის ბავშვი,სიცივეში,ზამთარში,აი, ამ ფლოსტებით გამოტანტალდა (ფოტოზე მარცხნივ ქვემოთ)და ტრაქტორით მოსწორებული ადგილის მოჩხრეკვა დაიწყო,ტრაქტორი მიწას ამოატრიალებდა და ბევრი ალუმინი შეიძლება ამოჰყოლოდაო… და რატომ დარჩა ეს ფლოსტები ასე?ვინ იცის, 6 წლის ბავშვი რომ ჩავარდა,იქნებდა 4 წლისა შეეცადა მიხმარებოდა,ანდა – პირიქით.ფლოსტები გაიხადა […]

ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ 2 ბავშვი წყლით სავსე დაუცველ თხრილში ჩავარდა და დაიღუპა

რამდენიმე საათის წინ, ბათუმში ტრაგედია დატრიალდა _ არსებული ინფორმაციით, 3 და 6 წლის ბავშვები ე.წ. „ოცნების ქალაქში“ არსებულ წყლით სავსე დაუცველ თხრილში ჩავარდნენ და სამწუხაროდ, ექიმებმა მათი გადარჩენა ვერ შეძლეს. გავრცელებული ინფორმაციით, თხრილი, რომელშიც ბავშვები ჩავარდნენ, კუსტარულად იყო გაკეთებული და მასში კანალიზაცია ჩაედინებოდა. ბავშვები მეზობლები იყვნენ და მათ მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ. სავარაუდოდ, მათი ნახვა […]

„მაგ დალოცვილებს ჯერ კანალიზაცია გაეკეთებინათ და მერე დაეგოთ გზა“ _ რა მდგომარეობაა თბილისის ქუჩაზე

ლანჩხუთში, თბილისის ქუჩაზე შექმნილი მდგომარეობის შესახებ გაზეთი „გურია ნიუსი“ წერს. „საქმე ისაა, რომ დიდი ხანი არაა გასული, რაც თბილისის ქუჩაზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო, თუმცა ახლა იქაურობა ისევ გადათხრილია და შესაბამისად მოძრაობაც ნაწილობრივ შეფერხებული. ირკვევა, რომ ახლად რეაბილიტირებულ გზაზე ახლა საკანალიზაციო ჭების მოწესრიგება მიმდინარეობს და საამისოდ რამდენიმე ადგილზე ასფალტის ფენა ამოჭრეს” _ წერს გამოცემა. „პროექტში […]

გურიასა და თბილისში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში ყოფნის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ოზურგეთსა და დაბა ურეკში „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს. ამის შესახებ ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც ასევე ვკითხულობთ: „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებული არიან: 1991 წელს დაბადებული გ.ხ. მეტსახელად “ხოშტო” და წარსულში […]

[ექსკლუზივი] „ამ წუთას, ამერიკელმა ემიგრანტებმა ლადო აფხაზავას ავტომობილი აჩუქეს“ – ირინა ზარანდია

ლანჩხუთელი სამოქალაქო აქტივისტი ირინა ზარანდია „გურია თუდეის“ ექსკლუზიურ ინფორმაციას აწვდის _ მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს პირველ მფლობელს, 10 თებერვალს 5 ათასი ლარით დაჯარიმებულ ლადო აფხაზავას აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა ავტომობილი აჩუქეს! „ამ წუთას ლადო აფხაზავას ავტომობილი აჩუქეს, ამერიკელმა ემიგრანტებმა. შოკში ვართ ყველა ერთად“ _ გვითხრა ირინა ზარანდიამ. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე აფხაზავამ თქვა, […]

ლანჩხუთის 9 სოფელში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში 1.8 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

ლანჩხუთის მერიის პრესსამსახურის ცნობით, მუნიციპალიტეტში ჩიბათის, ნინოშვილის, აკეთის, ჯურუყვეთის, სუფსის, ჩოჩხათის, ნიგვზიანის და ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულებში სტიქიის შედეგად დაზიანებული ნაპირსამაგრების რეაბილიტაციის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა, რისთვისაც სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, ჯამში 1 816 515 ლ დაიხარჯება. ლანჩხუთის პირველი პირები სოფ. ნიგვზიანში სამუშაობის დათვალიერებისას იმავე ინფორმაციის მიხედვით, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მოადგილე თორნიკე ტიკაძესთან […]

„ვიღაცის შეცდომამ მოგცა უფლება, რომ ყველანაირად არასწორი ადამიანები იდგეთ და კითხვებს გვისვამდეთ“ _ ნინო წილოსანი

“სამწუხარო ინციდენტი იყო, თუმცა სამწუხარო იმიტომ იყო კიდევ უფრო მეტად, რომ თავიდან ბოლომდე არასწორი ადამიანი ხარ და ამ პატარა ინციდენტმა, ვიღაცის შეცდომამ მოგცა უფლება, რომ აქ [პარლამენტში] იდგე და რაღაცა უაზრო კითხვები დაგვისვა… რამდენიმე ადამიანის შეცდომამ, იმ ბევრ პოლიციელეში, თქვენ მოგცათ უფლება, რომ ყველანაირად არასწორი ადამიანები იდგეთ და კითხვებს გვისვამდეთ.” – უთხრა „ქართულიმ ოცნების“ ერთ-ერთმა […]

„ამ ჯარიმებმა გაგვაძლიერა, ჩემი საბანკო ანგარიშები რომ ნახონ, მიხვდებიან, რომ დამთავრებული არიან…“ _ ლადო აფხაზავა

ლანჩხუთელი მასწავლებლისა და სამოქალაქო აქტივისტის, ლადო აფხაზავას ანგარიშზე იმ თანხაზე გაცილებით მეტი შეგროვდა, ვიდრე სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმა _ 5 ათასი ლარია. ამის შესახებ მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი სოციალურ ქსელში წერს. „ჯერ მხოლოდ 6764-ზე მეტი მასწავლებლისგან ჩემს ანგარიშზე ჩარიცხული ლარნახევრებით მოგროვდა ჯარიმის გადასახდელზე გაცილებით მეტი თანხა, რომ აღარაფერი ვთქვა ყოფილი მოსწავლეების, ახლობლებისა და სრულიად […]

„არ მახსოვს, მოძალადე პოლიციელები ჰყოლოდა „ქართულ ოცნებას“… ვერ ვუშვებ ამას, არასწორია“ _ ვასილ ჩიგოგიძე

გურიის დელეგატი „ქართული ოცნებიდან“ ერთპარტიულ პარლამენტში ვასილ ჩიგოგიძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ მოძალადე პოლიციელები არ ჰყავს. “მე არ მახსოვს მომენტი, რომ მოძალადე პოლიციელები ჰყოლოდა „ქართულ ოცნებას“, პირიქით. არა, ნუ, ახლა თუ შენ იძალადებ, რა ქნას პოლიციელმა, თავი ხომ უნდა დაიცვას?!”, – უთხრა მან „ფორმულას“ ჟურნალისტ გურამ როგავას, რომელმაც მასზე თავდასხმის შესახებ ჰკითხა.. ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს […]

ლანჩხუთელი ოთარ ჯანელიძე საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებთან ერთად საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას

დღეს დილით, საქართველოს 23-წლამდელთა ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად. ეროვნული გუნდის შემადგენლობაშია ლანჩხუთის სპორტული ცენტრის მოჭიდავე, ქვეყნის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი ოთარ ჯანელიძე, რომელიც 63 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზებს. მისი პირადი მწვრთნელია დავით მჟავია. ტურნირი ქალაქ სოფიაში 13-18 თებერვალს ჩატარდება.