მერაბია მეგრელაძე, შვიდმეტრიან კარს ერთი ბეწო ბურთს აცილებ და ამ პატარა ორმოს ამხელა მანქანა ვერ ააცილეო? _ როგორ იხსენებენ ლეგენდას ლანჩხუთელი მეგობრები

„თუ სტენლი მეტიუზს ინგლისის დედოფალმა სერის ტიტული მიანიჭა, ქართველებმა მერაბ მეგრელაძე ლორდად უნდა მოვიხსენიოთ“ _ მოსწრებულად თქვა ცნობილმა კომენტატორმა ნუგზარ ჯუღელმა და როგორც ყოველთვის, „ათიანში“ მოარტყა. ლანჩხუთელი მეგობრები კეთილშობილ, უმაგრეს თავდამსხმელს მერაბ მეგრელაძეს გაიხსენებენ და ამისთვის „ლანჩხუთი პლუსის“ მდიდარ არქივს გამოვიყენებთ. ჯემსუატ ურუშაძე, „გურიას“ ყოფილი მეკარე, კლუბის მეისტორიე: ,,1977 წელს ,,გურიაში’’ მოვიდა აგრესიული, შემტევი, სწრაფი […]
„გეფერები, ჩემო ჯაჯი და მადლობა, ლომგულა ბიჭო!“ _ ლანჩხუთელი ოპოზიციონერის ემოციური წერილი საფრანგეთიდან

ლანჩხუთელი ოპოზიციონერი ლელა ჩახვაძე სოციალური ქსელით ულოცავს დაბადების დღეს ჯამბულათ ხოფერიას, რომელიც სამი ათეული წლის წინ, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას შეეწირა. „დღეს შენი დღეა, ჯამბულათ,55 წელს გილოცავ იმიერში. გამონაკლისია ჩემს ცხოვრებაში, ვერ მოვალ, ვერ მოგიტან ყვავილებს, მადლობას აქედან გეტყვი გმირობისთვის, იმ სითბოსა და სიყვარულისთვის, რაც დღემდე მაქვს შენგან. ამიერიდან ვერ დაგაშორებ შენს სისხლს და ხორცს, ჩვენს […]
„ახლა ორი გმირი ბუმბერაზი გვყავს იმიერში…“ [ჯამბულათ ხოფერიას ტკივილიანი დაბადების დღე]

დაბადების დღეს გილოცავ, იმიერში, ჩემო ბომბორა, ჩემო გოლიათო, ჩემო შეუდარებელო ვაჟკაცო. როგორ მინდა, ერთი წუთით მაინც ისევ დაბრუნდეს ის ბედნიერი წლები და დღეები, ისევ „მოროხროხდე“, შორიდან მეძახდე _ ,,დეიდაა“. ჩვენც, მე და გოგოები შენს ხმაზე გამოვცვივდეთ , შეგეგებოთ, ისევ აგვიტაცო ხელში, სათითაოდ დაგვატრიალო და ჩვენი ეზოკარი ისევ აივსოს ბედნიერი ხმებით… ბევრი ცრემლი და ტანჯული დღეები […]
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა, ოთახში სასმელების ბოთლები ეყარა… _ „გურიას“ ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია

იყო პერიოდი, როცა „გურიაში“ ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობდნენ, სულ მცირე, საბჭოთა კავშირის მასშტაბით. ერთ-ერთი ასეთი მოთამაშე ანდრეი ივანოვი გახლდათ, რომელიც გუნდში 1990 წელს ჩაირიცხა, თუმცა იმის გამო, რომ „გურია“ და თბილისის „დინამო“ სსრკ-ის ჩემპიონატიდან გავიდნენ, ლანჩხუთელთა რიგებში მხოლოდ ამხანაგური მატჩების ჩატარება მოასწრო. როგორც რუსული პრესა წერდა, ანდრეი შეიძლება ყოფილიყო ნიკოლაი გოგოლის ან ანტონ ჩეხოვის […]
„შენ გახდი ჩემთვის საუკეთესო მასწავლებელი…“ _ ლანჩხუთის მართლმადიდებლური სკოლის პედაგოგი ტრაგიკულად დაღუპულ მოსწავლეზე

ლანჩხუთის მართლმადიდებლური სკოლის დირექტორის მოადგილე ლევან გიორგაძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, რომელიც ტრაგიკულად დაღუპულ მოსწავლეს, ნიკოლოზ გვარჯალაძეს ეძღვნება: „არ შეგეშინდეს, შვილო! შენ სახლში დაბრუნდი… მამის სახლში დაიდე ბინა… იქ, შენს სახლში, ყველა გულში ჩაგიკრავს, მოგეფერება… ღმერთის დედა გიმღერებს იავნანას. მის საბურველში გაგახვევს და თბილად ეყოლები… ყველა წმინდანი, ვისაც იცნობდი, იქ გელოდება… “ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის […]
ლანჩხუთელი მოჭადრაკის ტრიუმფი _ 6 წლის ლიკა კლდიაშვილმა 8-წლამდე გოგონებს შორის 7-დან 7 პარტია მოიგო და ჩემპიონი გახდა!

ლანჩხუთის სპორტული ცენტრის მოჭადრაკეებმა წარმატებით იასპარეზეს ქალაქ ფოთში გამართულ საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშებაში. განსაკუთრებით გამოსარჩევია ლიკა კლდიაშვილის წარმატებული გამოსვლა _ მან 8-წლამდე გოგონებს შორის 7-დან შვიდივე შეხვედრა მოიგო და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ ლიკა ჯერ მხოლოდ 6 წლისაა. დემეტრე სარჯველაძე და ანასტასია ებრალიძე იმავე ასაკში ბიჭებს შორის ვიცე-ჩემპიონი გახდა დემეტრე სარჯველაძე, ხოლო 10 […]
„მოაშორეთ ეს ამორტიზებული მანქანები სოფლებს! მერე არავინ თქვას, არ ვიცოდით, არავის უთქვამსო…“ _ რა საფრთხეებზე საუბრობს კახა ასკურავა

ლანჩხუთის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ კახა ასკურავა იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც მისი თქმით, შეიძლება გამოიწვიოს გაუმართავი და გადატვირთული მანქანებით ინერტული მასალების მთავარ სამანქანო მაგისტრალზე გადატანამ. „ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ჯაპანა-შუხუთის სამანქანო გზის მონაკვეთზე, ორჯერ გადავარდა სატვირთო მანქანა ცენტრალური გზიდან. ეს ის სატვირთო მანქანებია, რომლებიც იმერეთიდან ეზიდებიან ინერტულ მასალას ავტობანის მშენებლობისთვის. საბედნიეროდ, იმ მომენტში, ქვეითად მოსიარულე […]
15:0, 4:1, 5:1… ლანჩხუთმა ზედიზედ მესამედ მოიგო დიდი ანგარიშით _ ამჯერად „ციცებმა“ ყოფილ კონკურენტებზე იყარეს ჯავრი

ლანჩხუთის ქალთა გუნდმა სტუმრად „ელიტა“ 5:1 დაამარცხა და 9 ქულით თბილისის „ნიკე-ლუსოსა“ და ჩხოროწყუს „სამგრელოსთან“ ერთად ლიდერობს გათამაშებას. გიორგი ჩხაიძის შეგირდებმა იოლად დაამარცხეს ყოფილი კონკურენტები საჩემპიონო ბრძოლებში. „ელიტა“ სახელშეცვლილი „ნიკეა“, რომელიც ბოლოს „ნიკე-ლუსოს“ სახელით ასპარეზობდა. მოგეხსნებათ, ამ ჩემპიონატის წინ თურქმა ბიზნესმენმა, კომპანია „ლუსოს“ მფლობელმა, ბურხან იალვაჩმა „ელიტა“ იყიდა და „ნიკე-ლუსო“ დაიქვა, შესაბამისად, გუნდებმა სახელები გაცვალეს. […]
[ნეკროლოგი] გარდაიცვალა გულიკო ორმოცაძე

◼️ | შვილი ზვიად ქინქლაძე; სიძე ჯემალ მურვანიძე; დისშვილები; დისშვილიშვილები; რძლები და ახლო ნათესავები იუწყებიან გულიკო გრიგოლის ასული ორმოცაძის გარდაცვალებას. ◼️ | დაკრძალვა: ხუთშაბათს, 20 მარტს, 15 სთ.-ზე; სოფ. ჭყონაგორა.
[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ლია ებრალიძე

◼️ | შვილი ნინო; და ნანა; შვილიშვილები: ლიკა, ლუკა; სიძე გურამ ლოლაშვილი; რძალი რუსუდან თხილაიშვილი; შვილთაშვილები: მატილდა, ნიკოლასი; დისშვილები: სოფიკო, ეთუნა კუხიანიძეები; დისშვილიშვილები: მამუკა, ნინიკო მეიშვილები, შოთიკო, ანანო იმნაიშვილები და ახლო ნათესავები იუწყებიან ლია ვახტანგის ასული ებრალიძის გარდაცვალებას. ◼️ | დაკრძალვა: ხუთშაბათს, 20 მარტს, აგარაკის სასაფლაოზე. ◼️ | გამოსვენება: 15 სთ.-ზე, ქ. ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ.#130-დან.