ბაბუ, უკვე ძალიან მენატრები! [ილია მორჩილაძის ტკივილიანი გახსენება]

ილო ბაბუ, მე _ ანასტასია, შენი პირველი შვილიშვილი ვარ და როგორც შენ ამბობდი, პირველი დიდი სიხარული დეიდას და დედიკოს შემდეგ. უკვე თორმეტი წლის გავხდი, ამიტომ მე უფრო კარგად გიცნობდი, ვიდრე _ ელენე, ნიკო და ანანიკო. მე უფრო მეტი დრო გავატარე შენთან, უფრო მეტი სითბო და სიყვარული მივიღე შენგან. შენ იყავი ჩემი მესაიდუმლე, ყველაფრის შემსრულებელი ბაბუა. […]

რატომ ცხოვრობდა მიშა მესხი ლანჩხუთის პროფსასწავლებლის საერთო საცხოვრებელში და ვის შეასვა ლეგენდამ სკვინჩას სადღეგრძელო?

ლანჩხუთელი სპორტის ქომაგი ომარ დარჩია საინტერესო ისტორიას იხსენებს მიშა მესხთან დაკავშირებით. ბევრს არ ეცოდინება, რომ ქართული ფეხბურთის ლეგენდა ერთი თვის განმავლობაში ლანჩხუთში იმყოფებოდა და #83 პროფტექნიკური სასწავლებლის საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. ომარ დარჩია: _ ეს იყო 80-იან წლებში. მაშინ ჩვენი მინდვრის საფარი საუკეთესო იყო. მიშა მესხმა სურვილი გამოთქვა, თავისი ბავშვთა გუნდი „ავაზა” ლანჩხუთში ჩამოეყვანა და შეკრება […]

მერაბი, ხვიჩა და ლანჩხუთელი ბიჭი… ჩემპიონმა მათე დარჩიას ავტოგრაფიანი ხელთათმანი აჩუქა

ლანჩხუთელ მათე დარჩიას ქართველი შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლმა, მოქმედმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა კრივის ხელთათმანი გადასცა თავისივე ავტოგრაფით. ამის შესახებ გვიამბო მათეს ბაბუამ _ ომარ დარჩიამ და ფოტოებიც გადმოგვცა. ლანჩხუთელი ილია დარჩიას ოჯახი წლებია, იტალიაში ცხოვრობს. მისი შვილი _ მათე კრივზე ვარჯიშობს. ისინი ნეაპოლში ცხოვრობენ და რა თქმა უნდა, როცა ჩვენი კაშკაშა ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ამ […]

”და ამასობაში, ბავშვმა ფლოსტები დაიხადა, მეორეს რომ მიხმარებოდა და ფლოსტები შემორჩა თხრილს…”

ბათუმში მომხდარ ტრაგედიას სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი ეხმაურება: “ხანდახან დეტალებს არ ვაქცევთ ყურადღებას და… გუშინ, 5 წლის ბავშვი,სიცივეში,ზამთარში,აი, ამ ფლოსტებით გამოტანტალდა (ფოტოზე მარცხნივ ქვემოთ)და ტრაქტორით მოსწორებული ადგილის მოჩხრეკვა დაიწყო,ტრაქტორი მიწას ამოატრიალებდა და ბევრი ალუმინი შეიძლება ამოჰყოლოდაო… და რატომ დარჩა ეს ფლოსტები ასე?ვინ იცის, 6 წლის ბავშვი რომ ჩავარდა,იქნებდა 4 წლისა შეეცადა მიხმარებოდა,ანდა – პირიქით.ფლოსტები გაიხადა […]

ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ 2 ბავშვი წყლით სავსე დაუცველ თხრილში ჩავარდა და დაიღუპა

რამდენიმე საათის წინ, ბათუმში ტრაგედია დატრიალდა _ არსებული ინფორმაციით, 3 და 6 წლის ბავშვები ე.წ. „ოცნების ქალაქში“ არსებულ წყლით სავსე დაუცველ თხრილში ჩავარდნენ და სამწუხაროდ, ექიმებმა მათი გადარჩენა ვერ შეძლეს. გავრცელებული ინფორმაციით, თხრილი, რომელშიც ბავშვები ჩავარდნენ, კუსტარულად იყო გაკეთებული და მასში კანალიზაცია ჩაედინებოდა. ბავშვები მეზობლები იყვნენ და მათ მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ. სავარაუდოდ, მათი ნახვა […]

„მაგ დალოცვილებს ჯერ კანალიზაცია გაეკეთებინათ და მერე დაეგოთ გზა“ _ რა მდგომარეობაა თბილისის ქუჩაზე

ლანჩხუთში, თბილისის ქუჩაზე შექმნილი მდგომარეობის შესახებ გაზეთი „გურია ნიუსი“ წერს. „საქმე ისაა, რომ დიდი ხანი არაა გასული, რაც თბილისის ქუჩაზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო, თუმცა ახლა იქაურობა ისევ გადათხრილია და შესაბამისად მოძრაობაც ნაწილობრივ შეფერხებული. ირკვევა, რომ ახლად რეაბილიტირებულ გზაზე ახლა საკანალიზაციო ჭების მოწესრიგება მიმდინარეობს და საამისოდ რამდენიმე ადგილზე ასფალტის ფენა ამოჭრეს” _ წერს გამოცემა. „პროექტში […]

გურიასა და თბილისში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში ყოფნის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ოზურგეთსა და დაბა ურეკში „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს. ამის შესახებ ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც ასევე ვკითხულობთ: „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებული არიან: 1991 წელს დაბადებული გ.ხ. მეტსახელად “ხოშტო” და წარსულში […]

[ექსკლუზივი] „ამ წუთას, ამერიკელმა ემიგრანტებმა ლადო აფხაზავას ავტომობილი აჩუქეს“ – ირინა ზარანდია

ლანჩხუთელი სამოქალაქო აქტივისტი ირინა ზარანდია „გურია თუდეის“ ექსკლუზიურ ინფორმაციას აწვდის _ მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს პირველ მფლობელს, 10 თებერვალს 5 ათასი ლარით დაჯარიმებულ ლადო აფხაზავას აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა ავტომობილი აჩუქეს! „ამ წუთას ლადო აფხაზავას ავტომობილი აჩუქეს, ამერიკელმა ემიგრანტებმა. შოკში ვართ ყველა ერთად“ _ გვითხრა ირინა ზარანდიამ. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე აფხაზავამ თქვა, […]

ლანჩხუთის 9 სოფელში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში 1.8 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

ლანჩხუთის მერიის პრესსამსახურის ცნობით, მუნიციპალიტეტში ჩიბათის, ნინოშვილის, აკეთის, ჯურუყვეთის, სუფსის, ჩოჩხათის, ნიგვზიანის და ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულებში სტიქიის შედეგად დაზიანებული ნაპირსამაგრების რეაბილიტაციის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა, რისთვისაც სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, ჯამში 1 816 515 ლ დაიხარჯება. იმავე ინფორმაციის მიხედვით, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მოადგილე თორნიკე ტიკაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად დაათვალიერა.

„ვიღაცის შეცდომამ მოგცა უფლება, რომ ყველანაირად არასწორი ადამიანები იდგეთ და კითხვებს გვისვამდეთ“ _ ნინო წილოსანი

“სამწუხარო ინციდენტი იყო, თუმცა სამწუხარო იმიტომ იყო კიდევ უფრო მეტად, რომ თავიდან ბოლომდე არასწორი ადამიანი ხარ და ამ პატარა ინციდენტმა, ვიღაცის შეცდომამ მოგცა უფლება, რომ აქ [პარლამენტში] იდგე და რაღაცა უაზრო კითხვები დაგვისვა… რამდენიმე ადამიანის შეცდომამ, იმ ბევრ პოლიციელეში, თქვენ მოგცათ უფლება, რომ ყველანაირად არასწორი ადამიანები იდგეთ და კითხვებს გვისვამდეთ.” – უთხრა „ქართულიმ ოცნების“ ერთ-ერთმა […]