„ამ ჯარიმებმა გაგვაძლიერა, ჩემი საბანკო ანგარიშები რომ ნახონ, მიხვდებიან, რომ დამთავრებული არიან…“ _ ლადო აფხაზავა

ლანჩხუთელი მასწავლებლისა და სამოქალაქო აქტივისტის, ლადო აფხაზავას ანგარიშზე იმ თანხაზე გაცილებით მეტი შეგროვდა, ვიდრე სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმა _ 5 ათასი ლარია. ამის შესახებ მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი სოციალურ ქსელში წერს. „ჯერ მხოლოდ 6764-ზე მეტი მასწავლებლისგან ჩემს ანგარიშზე ჩარიცხული ლარნახევრებით მოგროვდა ჯარიმის გადასახდელზე გაცილებით მეტი თანხა, რომ აღარაფერი ვთქვა ყოფილი მოსწავლეების, ახლობლებისა და სრულიად […]
„არ მახსოვს, მოძალადე პოლიციელები ჰყოლოდა „ქართულ ოცნებას“… ვერ ვუშვებ ამას, არასწორია“ _ ვასილ ჩიგოგიძე

გურიის დელეგატი „ქართული ოცნებიდან“ ერთპარტიულ პარლამენტში ვასილ ჩიგოგიძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ მოძალადე პოლიციელები არ ჰყავს. “მე არ მახსოვს მომენტი, რომ მოძალადე პოლიციელები ჰყოლოდა „ქართულ ოცნებას“, პირიქით. არა, ნუ, ახლა თუ შენ იძალადებ, რა ქნას პოლიციელმა, თავი ხომ უნდა დაიცვას?!”, – უთხრა მან „ფორმულას“ ჟურნალისტ გურამ როგავას, რომელმაც მასზე თავდასხმის შესახებ ჰკითხა.. ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს […]
ლანჩხუთელი ოთარ ჯანელიძე საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებთან ერთად საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას
დღეს დილით, საქართველოს 23-წლამდელთა ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად. ეროვნული გუნდის შემადგენლობაშია ლანჩხუთის სპორტული ცენტრის მოჭიდავე, ქვეყნის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი ოთარ ჯანელიძე, რომელიც 63 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზებს. მისი პირადი მწვრთნელია დავით მჟავია. ტურნირი ქალაქ სოფიაში 13-18 თებერვალს ჩატარდება.
რაც სასამართლო სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ლადო აფხაზავას ველოსიპიედი მოპარეს, გერმანიაში მცხოვრებმა ლანჩხუთელმა საჩუქრად გამოუგზავნა

„მას შემდეგ, რაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ განსასჯელს, ცნობილ პედაგოგს, ლადო აფხაზავას ველოსიპედი მოპარეს, გერმანიაში მცხოვრებმა ლანჩხუთელმა ლადოს საჩუქრად იქ შეძენილი ველოსიპედი გამოუგზავნა“ _ წერს სოციალურ ქსელში „გურიის მოამბეს“ დამფუძნებელი და რედაქტორი ვლადიმერ მენაბდე. ქუთაისში გამართული სასამართლო სხდომის დროს ლანჩხუთელმა მასწავლებელმა განაცხადა, რომ არ აქვს დიდი შემოსავლები და ვერ გადაიხდის ჯარიმას. […]
ლანჩხუთში ირანელი ექიმი ჩამოვა: სახის ბოტოქსი – 120, ფილერი – 150, ტუჩის კორექცია – 170, ღაბაბის პლასტიკა – 800, საჯდომის კორექცია – 1000 ლარი…

ლანჩხუთში წლების წინ პოპულარული „ღარიბების მაღაზიის“ დამაარსებელი ლელა წილოსანი პოპულარულ ფეისბუქ-ჯგუფში „This is ლანჩხუთი“ წერს, რომ პარასკევს ირანელი ექიმი ჩამოვა, თუ მსურველები იქნებიან. „ირანელი ექიმი ესტუმრება ლანჩხუთს პარასკევს, თუ, რა თქმა უნდა, იქნება მოთხოვნა… სახის ფილერი _ 150 ლარი, ტუჩის კორექცია _ 170 ლარი, სახის ბოტოქსი _ 120 ლარი, სახის ძაფით ბოტოქსი _ 150 ლარი, […]
„თქვენ არჩეულში ყველა ოჯახის იმედი იყავით…“ [გივი ჭანტურიას ტკივილიანი დაბადების დღე]

„შენ არ მომკვდარხარ, გარდაიცვალე, უსასრულობის შეცურე ზღვაში, შენ მხოლოდ ბინა გამოიცვალე, დედამიწიდან გაფრინდი ცაში“ 11 თებერვალი თქვენი დაბადების დღეა! ამ დღეს ისევ ვიკრიბებით და აღვნიშნავთ თქვენს დაბადების დღეს, მაგრამ რაოდენ დასანანია, რომ თქვენს გარეშე… თქვენ კი ზეციური სასუფევლიდან, ალბათ, ყველაფერს ხედავთ და ვიცით თქვენეული სითბოთი ლოცავთ ყველას. უპირველეს ყოვლისა, თქვენს ლამაზ ოჯახს და თქვენს ყველა […]
ქალი, რომელიც დააკლდა ქალაქს… _ დამშვიდობება ლარისა ცინცაძესთან

მეხის გავარდნას გავდა შენი გარდაცვალების ამბავი. ყველას დამხმარე, მშველელი, მრჩეველი და პატრონი იყავი. საკუთარ თავს ვერ გაუფრთხილდი, სიცოცხლის უკანასკნელი საათიც კი სხვის დასახმარებლად დახარჯე, ყველას _ მთელ კუთხეს, სამეზობლოს, ძალიან ბევრ ლანჩხუთელს შენი იმედი გვქონდა, რომ გვიჭირდა. დაუზარებლად, უანგაროდ, თბილი ღიმილითა და გამამხნევებელი სიტყვებით გვაიმედებდი და გვეხმარებოდი, გამოცდილი ექთანი იყავი, საუკეთესო მედდა, ხალხის სამსახურში გაატარე […]
ლანჩხუთელი შემტევი შოთა გვარჯალაძე საქართველოს 17-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებს კვიპროსზე ახლავს

ლანჩხუთელი შოთა გვარჯალაძე საქართველოს 17-წლამდე ნაკრებთან ერთად კვიპროსზე იმყოფება, სადაც მასპინძელი ქვეყნის ასაკობრივ გუნდთან 11 და 13 თებერვალს 2 ამხანაგური მატჩია დაგეგმილი. შოთა ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და ამჟამად ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფოთის „კოლხეთის“ მოთამაშეა. გასულ წელს მან მონაწილეობა მიიღო 17-წლამდელთა ნაკრების საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრებში. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები, #6 შოთა გვარჯალაძე საქართველოს ასაკობრივი […]
„არასდროს მითქვამს, რომ სხვისი შვილის სამკურნალოდ გავყიდე დედ-მამის სახლი… ვერ გადავიხდი ჯარიმას…“ _ ლადო აფხაზავა მოსამართლეს

ლანჩხუთელმა სამოქალაქო აქტივისტმა, მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს პირველმა მფლობელმა, ლადო აფხაზავამ დღეს ქუთაისის საქალაქოს სასამართლოს მოსამართლეს თხოვა, მისი ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, არ დაეჯარიმებინა, თუმცა მისმა მოყოლილმა მძიმე ისტორიამაც ვერ მოახდინა გავლენა ციცინო მოსიძის ვერდიქტზე. “ჩემთან ცხოვრობენ ბიჭები, ძალადობა გამოვლილი ბავშვები, ვცდილობ, რომ პროფესია მოვუძებნო, ვუმკურნალო. 2024 წლის მაისში, როდესაც აღდგომის დღესასწაულზე დედაჩემის და მამაჩემის საფლავზე მივდიოდი, […]
ლანჩხუთელი მასწავლებელი, საკრებულოს წევრი, აქტივისტი და კიდევ 6 პირი სასამართლომ 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა – რა უთხრა ლადო აფხაზავამ მოსამართლეს?

ლანჩხუთელი სამოქალაქო აქტივისტი, მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა, ლანჩხუთის საკრებულოს წევრი გივი ცინცაძე და მისი მეუღლე, სამოქალაქო აქტივისტი ირინა ზარადნია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ციცინო მოსიძემ 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა. მოსამართლეს აფხაზავამ თხოვა, თუ საქმეს არ შეწყვეტდა, მისთვის ჯარიმა არ დაეკისრებინა და შენიშვნით შემოფარგლულიყო, რაზეც ციცინო მოსიძემ უპასუხა, რომ შენიშვნა მხოლოდ იმათთან გამოიყენება, ვინც […]