ლანჩხუთის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დიდთოვლობის გამო, სასწავლო პროცესი გადაიდო

„გურია თუდეის“ ინფორმაციით, ლანჩხუთის ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 2 დღით გაჩერებულია, ხოლო საბავშვო ბაღები სამი დღე დაისვენებენ. შესაბამისად, სკოლები მუშაობას ოთხშაბათიდან, ხოლო ბაღები _ ხუთშაბათიდან განაახლებენ. ლანჩხუთში რამდენიმე დღეა, თოვს, რამაც ქალაქსა და სოფლებში პრობლემები შექმნა. მართლია, არსებული ტექნიკა გზების გაწმენდაზე აქტიურად მუშაობს, მაგრამ ჯერ კიდევ მრავლად რჩება ქუჩები, მათ შორის სოფლების დამაკავშირებელი, რომლის […]

„ჩემი მშობლები არიან სახლში, რომელიც ჩანგრევის პირასაა, ვითხოვე დახმარება, მაგრამ ჯერ არავინ გამოჩენილა“… ეწერი-ჯურუყვეთის გზაზე 1 მეტრი სიმაღლის თოვლია!

ლანჩხუთის სოფლებში გზების გაწმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა, როგორც გამოჩნდა, მუნიციპალიტეტს არ აქვს საკმარისი ტექნიკა, ამიტომაც გზების ნაწილი ჯერაც თოვლითაა დაფარული და მოძრაობა პარალიზებულია. ეწერი-ჯურუყვეთის გზის ფოტოს აქვეყნებს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და თემის ყოფილი მაჟორიტარი ამირან გიგინეიშვილი. “ეს სახლიდან გადავიღე. ეწერი-ჯურუყვეთის გზა, რაც თოვა დაიწყო, არავის გაუწმინდავს. დევს შუა გზაზე მეტრი სიმაღლის თოვლი ზუსტად ისე, […]

„დილის 4 საათიდან შეკვეთილის წრიულზე ვარ ჩარჩენილი… 112-ს დავურეკე ასჯერ, აზრი ნული… აბა, დავიწყო ყვირილი _ კარგი სასამართლო მინდა-თქო, 10 ეკიპაჟი მოვა“

გურიაში, წვერმაღალას რკინიგზის სადგურთან თოვლში ჩარჩენილია და დახმარებას ითხოვს ნანკა გოგუაძე: „მეგობრებო, აქ ვარ ზუსტად ჩარჩენილი – ავტობანამდე არ მისული 200 მ. იქნებ ხართ ვინმე ახლოს მაღალი გამავლობის მანქანით? დაბალი მანქანით ვერ მოხვალთ“ _ წერს იგი სოციალურ ქსელში. მანამდე მან შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა: “S. O . S! ღამის 4 საათის მერე ჩარჩენილი ვარ თოვლში – […]

სუფსა-ჯუმათის მონაკვეთზე, ბათუმი-თბილისის მატარებელი დიდთოვლობის გამო გაჩერებულია… „საქართველოს რკინიგზა“ ხვალის რეისებსაც აუქმებს

ლანჩხუთში, სუფსა-ჯუმათის მონაკვეთზე გაჩერებულია თბილისი-ბათუმის მატარებელი. მიზეზი დიდთოვლობაა. „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ აღნიშნული მარშუტის ორივე მიმართულების მატარებელი შეფერხებით მოძრაობს. ამჟამად, გურიის მონაკვეთზე მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები. „საქართველოს რკინიგზამ“ უამინდობის გამო ოზურგეთი-თბილისისა და ბათუმი-ოზურგეთის ხვალის რეისები გააუქმა. მანამდე უწყებამ იგივე მიმართულებით მოძრაობა 22-23 თებერვალსაც შეაჩერა. მგზავრებს, რომლებსაც ბილეთები შეძენილი აქვთ, ღირებულება სრულად აუნაზღაურდებათ. ლანჩხუთის საკრებულოს წევრი […]

„მადლიერი ვართ იმ სიყვარულისა და სითბოსთვის, რასაც შენს გამო ათწლეულების მანძილზე ვიღებთ [ქეთევან ნაკაშიძის ხსოვნას]

40 დღე გავიდა, რაც დაგვტოვე, ჩვენო სათაყვანებელო ქალბატონო… ერთი დღეც არ ყოფილა, შენზე არ გვეფიქროს. ეს არაა ტრაფარეტული სიტყვები _ შენმა ცხოვრებამ და მოღვაწეობამ ბევრი გასახსენებელი დაგვიტოვა… თუნდაც „ლანჩხუთი პლუსში“ 25-წლიანმა დაუღალავმა შრომამ და თავდადებამ, თანამშრომლებსა და მკითხველებთან ურთიერთობამ იმდენი სითბო და სიყვარული გვანახა, მთელი ცხოვრების საგზლად გვეყოფა… იყავი სამაგალითო დედა და მეუღლე, ბრწყინვალე ბებია […]

სოფელ სუფსის მოსახლეობას ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება აღუდგა [რედაქტირებული]

„გურია თუდეის“ ინფორმაციით, სოფელ სუფსის მოსახლეობის დიდ ნაწილს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალი. „არც გაზი გვაქვს და არც შუქი. ამბობენ, შუქი დღესვე შეიძლება მოვიდეს, მაგრამ გაზი 24 თებერვლამდე არ იქნებაო. შუქი რომ არაა, წყალიც გათიშულია, დასაბანი წყალიც არ გვაქვს, სასმელს ვინ ჩივის. ხალხმა შეშის ღუმელები აიღო, გაიჭირვა, ბუნებრივი აირი შემოიყვანა, გამათბობელი დადგა. მაგრამ […]

გრიგოლეთი-ლანჩხუთი-სამტრედიის მიმართულებით მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გურიაში ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ16-კმ57 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობითვე, ზემოთ აღნიშნული გარდა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის, ასევე საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია.

გურიაში დიდთოვლობის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ ოზურგეთის მიმართულებით რეისებს აუქმებს

გურიაში მოსული დიდი თოვლის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ 22 და 23 თებერვალს რამდენიმე რეისს აუქმებს ოზურგეთის მიმართულებით. უწყების ცნობით, გაუქმებულია შემდეგი რეისები _ 22 თებერვალი: ოზურგეთი – თბილისი, ბათუმი – ოზურგეთი; 23 თებერვალი: თბილისი – ოზურგეთი, ბათუმი – ოზურგეთი – ბათუმი. „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ მგზავრებს, რომლებსაც ბილეთები შეძენილი აქვთ, სრულად აუნაზღაურდებათ ღირებულება.

საქართველოს ანდორასთან „ლანჩხუთის“ ექს-ლიდერმა მოაგებინა… ჩემპიონის 5-ივე გამოძახებულმა ფეხბურთელმა ითამაშა

დღეს, საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დაიწყო. ჩვენებურებმა ანდორის ნაკრებს ბოლო 7 წუთში „შემოუტრიალეს“ და 2:1 დაამარცხეს. ქართველთაგან გოლები მაიკო ბებიამ (11-მეტრიანით) და თეონა ბაქრაძემ გაიტანეს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო „ლანჩხუთის“ ხუთივე გამოძახებულმა ფეხბურთელმა, მათ შორის გუნდში ახლახან დაბრუნებული თათია გაბუნია კაპიტანი გახლდათ. მის გარდა თამაში სრულად ჩაატარეს უკანახაზელებმა _ ნინო ჩხარტიშვილმა და […]

ლანჩხუთში თოვლის საფარისგან გზის გაწმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს _ მერიის პრესსამსახური

ლანჩხუთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში შესაბამისი ტექნიკა მობილიზებულია და თოვლის საფარისგან გზების გაწმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. „ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე სოფელს. ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები ადგილზე მუშაობენ, რათა დროულად მოხდეს ელექტროენერგიის აღდგენა“ _ აცხადებენ მერიაში. გზის გაწმენდის სამუშაოებს ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდმარე ბესიკ ტაბიძე, მერის მოადგილე თორნიკე ტიკაძე და გურიის მხარეში […]