სიღარიბე, ნახევრად დანგრეული სახლები და დაცარიელებული სოფლები… როგორ გამოააშკარავა დიდთოვლობამ გურიის სიღატაკე?

სიღარიბე, ნახევრად დანგრეული სახლები და დაცარიელებული სოფლები – დიდთოვლობამ გურიაში მოულოდნელად კიდევ ერთი პრობლემა წარმოაჩინა – მძიმე ყოფა და სიდუხჭირე რეგიონებში _ გურიის რეგიონზე სტატიას „რადიო თავისუფლება“ აქვეყნებს. „მარტოხელა მოხუცს სჭირდება შეშა“; „მოხუცს ესაჭიროება საჭმელი და წამლები“; „აქვს წელის პრობლემა. ესაჭიროება გამაყუჩებლები“ – ეს არის პოსტები moxalise.ge-დან. ამ ვებსაიტზე წერდნენ, რას ითხოვდნენ დიდთოვლობის გამო გარე […]

„დღე არ გასულა შენი ხსენების გარეშე…“ [შოთა გურგენაძის ტკივილიანი გახსენება]

მე-40 დღეა შენი გარდაცვალებიდან, კეთილო ადამიანო. ზამთრის იმ სუსხიან დღიდან მოყოლებული, როცა მშობლიური სოფლის მიწამ გულში ჩაგიხუტა, დღე არ გასულა შენი ხსენების გარეშე… ეს ხსენება ისევ და ისევ შენს მიერ გაცემული სიკეთის სამადლობელო სიტყვები და სინანული იყო… იმ სიკეთის, ოჯახმაც რომ არ იცოდა და ახლა იგებს თანდათან…  როგორ შესძელი ამდენი? კიდევ რამდენს შეძლებდი თურმე? მე […]

„ლუკა იყო სული და გული, უკეთილშობილესი, ზრდილობიანი და სიკეთის განსახიერება“ _ რას ამბობენ ახლობლები ქუთაისში მომხდარი ავარიისას გარდაცვლილ ლანჩხუთელ ბიჭზე

წუ­ხელ, გვი­ან ღა­მით ქუ­თა­ი­სის გა­სას­ვლელ­თან ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას სამი ახალ­გაზ­რდის სიცოცხლე შე­ე­წი­რა. შემ­თხვე­ვა წყალ­წი­თე­ლას ხიდ­თან მოხ­და – ავ­ტო­მან­ქა­ნა მდი­ნა­რე­ში გადავარდა და მას­ში მსხდო­მი ახალ­გაზ­რდე­ბი დაიღუპნენ. ერთ-ერთი მათგანი ლუკა ებრალიძეა, ლანჩხუთელებისთვის კარგად ნაცნობი ილო ებრალიძის შვილიშვილი. “რამდენი რამის დაწერა მინდა, მაგრამ ვერც სიტყვებს ვპოულობ და ვერც აზრებს ვალაგებ. ბოლოს დიდთოვლობას გნახე თებერვალში და ჩვენებურად მაგრად გადავეხვიეთ ერთმანეთს. […]

„როგორ გიყვარდა სიცოცხლე, სილამაზე, სითბოს დარიგება…“ [ნუნუ ჯორბენაძე-ჩხაიძის გამოსათხოვარი]

ჩვენო ნუნუ, კეთილშობილო,  ლამაზო, საიმედო დასაყრდენო და კარგო ადამიანო, მშვიდად განისვენე. გულისტკივილია ჩვენთვის შენი ამ ქვეყნიდან მოულოდნელი გასვლა… როგორ გიყვარდა სიცოცხლე, სილამაზე, სითბოს დარიგება… შენში ხომ უხვად იყო ადამიანური განცდები თავმოყრილი. მადლობა უბადლო მანდილოსნობისთვის, ღირსეული ოჯახის ბურჯობისთვის, სამაგალითო მეზობლობისთვის. თანავუგრძნობთ შენს დიდ ოჯახს. ყოველთვის გვემახსოვრები, ჩვენო მოფუსფუსე, თბილღიმილა ქალბატონო. შენი სამეზობლო

„უზომოდ გვაკლიხარ და გვენატრები ისე, თითქოს გაჩერდაო დროის დინება“ [კახა კოსტავას გახსენება]

შენნაირი ადამიანები ასე ნაადრევად არ უნდა მიდიოდნენ ამქვეყნიდან, კახა. სულ სითბოსა და სიკეთეს ასხივებდი, ჩვენო ალალმართალო ბიჭო… ყველას ძალიან დაგვწყვიტე გული, ყველას დაგვიტოვე იარა… 12 ტკივილიანი წელი გავიდა, რაც შენი ნათელი სული ზეცად ამაღლდა და მარადისობას შეუერთდა.  მონატრებაზე ძნელი არაფერი ყოფილა… უშენობა გადახსნილ იარასავით გვტკივა. უზომოდ გვაკლიხარ და გვენატრები ისე, თითქოს გაჩერდაო დროის დინება.  ჩვენს […]

„ექვსი წლის წინ დიდი კაცი წავიდა ამ ქვეყნიდან და თან წაიღო მთელი ეპოქა“ [რამაზ ურუშაძის გახსენება]

6 წლის წინ, წავიდა ჩვენგან გამორჩეული ინტელექტისა და ერუდიციის მქონე, აკადემიურობითა და ამავდროულად დახვეწილი იუმორითა და მგრძნობიარე გულით გამორჩეული ადამიანი, რომელიც სამაგალითო იყო კოლეგებისათვის თავისი პროფესიონალიზმით, პოზიტივითა და ახალგაზრდული ენთუზიაზმით. დააკლდით სრულიად სამედიცინო საზოგადოებას. თქვენ იყავით ჩვენი მეგობარი, უდიდესი გულშემატკივარი, ჩვენი დარდის და ვარამის გამზიარებელი. მუდამ გაგიხსენებთ, როგორც შესანიშნავ ადამიანს, ბრწყინვალე მეგობარს, რომელსაც ირგვლივ მხოლოდ […]

„მაგრად ჩაგიკრავთ გულში და ერთად ვიქნებით სამუდამოდ“ [სერგი მირზაშვილის მონატრება]

სერგი, მოვიდა ის საშინელი დღე, 25 მარტი, რომელმაც შენი სიცოცხლე შეიწირა 11 წლის წინ და მხოლოდ მოგონებები დაგვიტოვა. შენ იყავი ერთი უბრალო, სულით და გულით ლამაზი ბიჭი. გიყვარდა ცხოვრება და მეგობრები. ყველა გეცოდებოდა, მაგრამ   შენ არავინ შეგიცოდა. ყველასგან გამორჩეულს სიკვდილიც გამორჩეული, შემზარავი გარგუნეს. მოვდივარ შენთან, გინთებ სანთლებს და უფალს ვთხოვ, ნათელში მიმყოფის შენი ლამაზი სული. […]

„ეს სასაცილო თანხაა ზარალთან შედარებით… გლეხს შემოდგომაზე რომ არაფერი ექნება ნალიაში შესაყარი, მერე იყვირებს, თუმცა ნალიებიც სადაა ფეხზე?“ _ ამირან მორჩილაძე

გაზეთ „ლანჩხუთის მოამბეს“ ყოფილი რედაქტორი ამირან მორჩილაძე, რომელიც ბოლო წლებში სოფლის მეურნეობის კუთხით აქტიურად საქმიანობს, სოციალურ ქსელში წერს, რომ გურიისთვის გამოყოფილი 2 მილიონი ლარი სტიქიის სალიკვიდაციოდ საკმარისი არ არის. „როგორც მითხრეს, მთავრობამ დიდთოვლობით „დანგრეული” გურიისთვის 2 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. მიმაჩნია, რომ ეს სასაცილო თანხაა ზარალთან შედარებით. ბევრი სახლი დაინგრა, ასევე დამხმარე ნაგებობები, ერთი ღობე […]

„ლანჩხუთმა“ „ბათუმი“ ისევ დიდი ანგარიშით დაამარცხა და ლიგაში ერთადერთია, რომელმაც ყველა შეხვედრა 3 და მეტი ბურთით მოიგო

ლანჩხუთის ქალთა გუნდმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში გაიმარჯვა. ამჯერად გურულებმა აჭარის წარმომადგენელი „ბათუმი“ დაამარცხეს 3:0. ეთერ სულაშვილმა დუბლი მიითვალა _ მე-3 წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 70-ეზე საბოლოო შედეგი დააფიქსირა. „ლანჩხუთის“ ლიდერმა ამ სეზონში უკვე 6 გოლი გაიტანა (4 შეხვედრაში, ანუ საშუალოდ მატჩში 1,5(!) გოლი გაქვს). სადებიუტო გაიტანა გუნდის ახალწვეულმა, ანანო წიქარიძემ _ მან „ბათუმს“ გოლი, 45-ე […]

ლანჩხუთელი ნიკა ცეცხლაძე საქართველოს ვიცე-ჩეპიონია, მის ძმას საპრიზომდე ცოტა დააკლდა… გურულების 9 მედალი U17-ზე!

ლანჩხუთის სპორტული ცენტრის მოჭიდავე ნიკა ცეცხლაძე 2025 წლის საქართველოს ვიცე-ჩემიონია 17-წლამდელთა შორის, 51 კგ. წონით კატეგორიაში. მისი მწვრთნელის, დავით მჟავიას თქმით, ნიკამ ფინალამდე ყველა შეხვედრა აშკარა უპირატესობით მოიგო. თან ისე, რომ ქულაც არ დაუკარგავს. „ფინალური შეხვედრის პირველი პერიოდიც 3:0 მოიგო, მაგრამ მეორეში ვერ შეძლო უპირატესობის შენარჩუნება და მინიმალური სხვაობით დამარცხდა. ამ შეჯიბრისთვის ნიკა სათანადოდ ვერ […]