„ლანჩხუთი“ თასის ნახევარფინალში „კვარტალთან“ დამარცხდა და ამით „ნიკე-ლუსოსთან“, როემლსაც ჩემპიონობა დაუთმო, რევანშის შანსი დაკარგა.
არადა, ოთხივე საჩემპიონატო მატჩი დიდი ანგარიშით (4:1, 3:0. 6:0, 5:2) მოუგეს გურულებმა დედაქალაქელებს, თანაც 18 გაუტანეს და რაც იმ ოთხ შეხვედრაში ჯამურად, 3 გოლი ახლა ერთ შეხვედრაში გაუშვეს.
პირველი ტაიმიც „კვარტალმა“ მოიგო და 61-ე წუთისთვის უკვე 2:0 იგებდა წინა სეზონის ვიცე-ჩემპიონი. მერე გაბრიელა კამარგომ 16 წუთში 2 გაიტანა და ძირითადი დრო 2:2 მორჩა.
„ლანჩხუთი“ უკეთ უტევდა, მაგრამ მწარედ იჩხვლიტებოდნენ მასპინძლებიც, თუმცა გოლი არ გადიოდა…
ის იყო, გუნდები პენალტებისთვის ემზადებოდნენ, როცა გურულთა მეკარემ ბურთი ახლოს მოიგერია, იქვე ჩასაფრებულმა ანი ძაძუამ კი, სათასო სენსაცია დააფიქსირა.
უკვე დროც აღარ იყო, მატჩი 3:2 დასრულდა და „ლანჩხუთი“, რომელიც ყველაზე წარმატებული ქართული ქალთა გუნდია, წელს უტიტულოდ დარჩა…
12.11.2025 | თბილისი, ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრი | კვარტალი 3:2 (დდ) ლანჩხუთი
1:0 კანკია (27), 2:0 წოწერია (61), 2:1, 2:2 კამარგო (64, 80), 3:2 ძაძუა (118)
ლანჩხუთი: ჭრიკიშვილი, გუჯაბიძე, წულაია, ტელესი, მატვეევა, რასელი, კამარგო, წიქარიძე, ბოლქვაძე, ჭიჭინაძე, სულაშვილი; სათადარიგოები: გაბუნია, ჯანიკაშვილი, მურილო, დიმოპულუ, ონიევუენი, სმიტი, ჰირჩიცი.

