გურიაში ხმის მიცემა სულ 102 359 ამომრჩეველს შეუძლია, რომლის 56%-ზე მეტი ოზურგეთზე მოდის (57 926 ამომრჩეველი). მეორე ადგილზეა ლანჩხუთი 27 095 ამომრჩევლით, ხოლო ყველაზე ცოტა ამომრჩეველი (17 338) ჩოხატაურს ჰყავს.
ცესკოს მონაცემებით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს. საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.




