გურიაში, კურორტ გომისმთიდან მომავალი მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა, 12 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | გომისმთა და მიკროავტობუსის პირობითი ფოტო

გუშინ, გურიაში, კურორტ გომისმთაზე მგზავრებით სავსე ავტობუსი ავარიაში მოჰყვა. შსს-ს ცნობით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა. დაშავებული მგზავრები ოზურგეთის „მედალფას“ კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

არსებული ინფორმაციით, მგზავრებს შორის არიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე ტურისტები ბელარუსიდან.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმედ დაზიანება გამოიწვია.