„ლანჩხუთობა“ 28 სექტემბერს ჩატარდება _ რა ღონისძიებები იგეგმება სახალხო დღესასწაულზე, რომელიც პირველად შარშან გაიმართა

|

Loading

ლანჩხუთობა-2024

„გურია თუდეის“ ინფორმაციით, „ლანჩხუთობა“ 28 სექტემბერს გაიმართება. ქალაქის ცენტრში „გაცოცხლდება“ გურული სოფელი, მოეწყობა სახელდახელო დახლები და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფება-გაყიდვა.

პირველად ღონისძიება 2024 წლის 12 ოქტომბერს ჩატარდა, როცა ასევე აღნინიშნა „გურიას“ 100 წლის იუბილე. დასახელდნენ საპატიო მოქალაქეები: ექიმები – ავთანდილ და ჯონი ჯორბენაძეები, რომან კვაჭაძე და დავით ურუშაძე, ფეხბურთელი თემურ ჩხაიძე, პროფესორი ალეკო ცინცაძე, ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია და ბიზნესმენი ბადრი წილოსანი.

გასული საუკუნის 80-იან წლებში ლანჩხუთში სახალხო დღესასწაული „ეგნატეობა“ ტარდებოდა, რომელიც მასშტაბური იყო – მასში სოფლის კოლმეურნეობები იღებდნენ მონაწილეობას.