„გავქვავდით, დავპატარავდით… იქ დედიკო ჩაგიკრავს გულში… სამყარომ ულამაზესი ქართველი ქალი დაკარგა. არსებობაც გვცხვენია“ _ ნინო ფირცხალაიშვილს მშობლიური სკოლა ემშვიდობება

|

Loading

ნინო ფირცხალაიშვილი

ლანჩხუთელ ახალგაზრდა დედას, ნინო ფირცხალაიშვილს მშობლიური ქვიანის სკოლის პედაგოგები ემშვიდობებიან:

„გავქვავდით…

გავიყინეთ…

დავპატარავდით….

ძალი და უნარი წაგვერთვა, რომ რამე გითხრათ…

ჩვენო ნინიკო!

ჩვენო საამაყო!

ჩვენო გონიერო და გამორჩეულო გოგოვ!

ნინომ ეს ფოტო გუშინ გამოაქვეყნა საიუნივერიტეტო ჰოსპიტალიდან წარწერით: „ყველა საპატიო ვადა ოფიციალურად გავიდა. 41 კვირა. გელით მოუთმენლად ჩვენს საყვარელ სამშობიაროში.

როგორ გვიხაროდა შენი ამ დგომარებოაში ყოფნა, ხელმეორედ უნდა გამხდარიყავი დედა“, მაგრამ ვაიიი… ვაი, წუთისოფელო…

შენ თვითონ გვირჩიეე,რა ვუთხრათ იური მასწავლებელს, შენს ძამიკოს, რადგან არა აქვს სიტყვა და ახსნა ამ ყველაფერს.

იქ დედიკო ჩაგიკრავს გულში.

მოგეფერება, მუხლებზე დაგსვამს, ტკივილებს დაგიამებს, მაგრამ არ გაუხარდება ასე ნაადრევად შენი მისვლა, ნიი.

გვაპატიე, ნინიკო, შენდა საკადრისად თუ ვერ დავწერეთ და გადმოვეცით სათქმელი, ჩვენო თბილო და ხალისით სავსევ. გვეწვის სული, სამყარომ ულამაზესი ქართველი ქალი დაკარგა. არსებობაც გვცხვენია.

შენი სული ნათელში დაივანებს, გვჯერა

ნინოს დედა რამდენიმე წლის წინ დაეღუპა _ ნუნუ თავაძე ქვიანის საჯარო სკოლის დირექტორი გახლდათ, მამა _ იური ფირცხალაიშვილი ამავე სკოლის მასწავლებელია.

“შენი პატარას მოვლენას მთელი კუთხე სულმოუთქმელად ველოდით… დადუმდა ჩვენი კუთხე და სოფელი” _ ლანჩხუთი კიდევ ერთ ულამაზეს გოგოს ემშვიდობება https://shorturl.at/JTw9M