15 წლის ბიჭი, რომელსაც მაშველები და მყვინთავები მდინარე სუფსაში რამდენიმე საათის მანძილზე ეძებდნენ, სამწუხაროდ, გარდაცვლილი იპოვეს
|
ინფორმაცია, რომ მოზარდს ეძებდნენ, “გურიის მოამბემ” გაავრცელა. გამოცემას ადგილობრივებმა აცნობეს, რომ მოზარდი თანატოლ მეზობელთან ერთად მდინარეში იმყოფებოდა, როცა მოულოდნელად ის დინებამ ჩაითრია.
“გურია თუდეი” მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.