ლანჩხუთელმა ინფლუენსერებმა, ნინია ბარამიძემ და ლუი ორაგველიძემ ახალი ფეისბუქ-ჯგუფი შექმნეს _ „საქართველოს ირგვლივ / All around Georgia“, რომელსაც ერთ დღეში უკვე ჰყავს 500-მდე წევრი.
ეჭვი არავის ეპარება, რომ ჯგუფი წარმატებული იქნება. ამ ადამიანებმა კოვიდ-19-ის დროს შექმნეს „This is ლანჩხუთი“, რომელიც დაუბლოკეს და თავიდან შემოიკრიბეს 30 ათასამდე გურული თუ გურულების მოყვარული ადამიანი.
ჯგუფმა ძალიან დიდი მისია იტვირთა _ იგივე პანდემიის თუ სტიქიების დროს ადამიანების მობილიზების, გვერდზე დგომისა და დახმარების საქმეში.
ამ ჯგუფში ადამიანებმა გაიცნეს ერთმანეთის, თანაქალაქელთა წარმატებების შესახებაც ბევრი გაიგეს.
„This is ლანჩხუთი“ არის არა მარტო ადგილობრივი მედიის დამხმარე თუ პოპულარობის მომტანი ჯგუფია. ბევრი აქ დაბეჭილი სტატიით გაგვიმდიდრებია გაზეთის ნომრები.
დღეს, უბრალოდ, ამ ჯგუფის გარეშე ლანჩხუთელების ცხოვრება წარმოუდგენელია…
ჰოდა, ახლა, როცა ორი ჩვენებური ინფლუენსერი, სამოქალაქო აქტივისტი და ყველას გვერდში მდომი ასეთ რთულ საქმეს შეეჭიდა, ჩვენი მხარდაჭერა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრს არაფერს გვთხოვენ, გამოვიწეროთ გვერდი „საქართველოს ირგვლივ / All around Georgia“, სადაც ძალიან ბევრ საინტერესოს გავიგებთ.
როგორც თავად წერენ, ჯგუფში საქართველოს ყველა კუთხიდან იქნება საინტერესო ფოტოები, ჩანახატები, რეპორტაჟები. აქ არ შეგაწუხებთ განცხადებები „20 კილოიანი გოჭების“ თუ „ჩაის სერვიზი კოფიზა“ ყიდვა-გაყიდვაზე. არც პოლიკურ სიმპატიებს მოგახვევენ თავზე.
რადგან თავიდან მხოლოდ გურულები იყვნენ, აქაური ამბებით დაიწყეს. ახლა მოდერატორებიც ემატებიან სხვადასხვა კუთხიდან და უკვე გაჩნდა რეპორტაჟები ულამაზესი რაჭიდან თუ სვანეთიდან.
აქ წაიკითხავთ გურული ბრინჯულას რეცეპტსა თუ „ტაბერნე აცანას“ შესახებ, აქვე შეხვდებით ქორულდის ულამაზესი ტბის ფოტოებს, სოფელ ბეჩოდან ჩანჩქერ შდუგრას ვიდეოს, დატკბებით დარიალის ხეობის ფანტასტიკური ხედებით…
ეს მხოლოდ დასაწყისია…
„მოგესალმებით საქართველოს გულში. აქ თქვენ დაიწყებთ მოგზაურობას საქართველოს ყველაზე მშვენიერ კუთხეებში – იქ, სადაც მწვანე ველებს თოვლით მოფენილი მთები ხვდება და სადაც ისტორია ჩურჩულით გვესაუბრება უძველესი ქვებიდან და მარადიული ტრადიციებიდან.
ეს სივრცე მხოლოდ ჯგუფი კი არაა; ეს არის ფანჯარა საქართველოს სულში. აქ შეხვდებით ჩვენი სულით გამხნევებულ მეწარმეებს, აღმოაჩენთ ჩვენი კულტურის სიღრმეს და გაიტაცებთ ისტორიები ქვეყნისა, რომელიც საუკუნეების მანძილზე ამაყად დგას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.
ვინც ოცნებობს საქართველოში ჩამოსვლაზე, ამ ჯგუფს ექნება გზამკვლევის ძალა – ის განათებული ფარანი, რომელიც დაგანახვებთ იმ ადგილებს, სადაც თქვენი გული უნდა მივიდეს, იმ ბილიკებს, რომლითაც უნდა გაიაროთ და იმ წამებს, რომლებიც სამუდამოდ უნდა დაიმახსოვროთ.
არც ერთი მოგზაურობა აქ სრულფასოვანი არ იქნება ჩვენი ლეგენდარული სამზარეულოს დაგემოვნების გარეშე. ცხელ-ცხელი ხაჭაპურიდან პირდაპირ ღუმლიდან და ჩვენი უძველესი ღვინის სიღრმემდე – თქვენ შეიგრძნობთ ისეთ გემოს, როგორიც მდიდარი და სულიერია ჩვენი მიწა.
ეს ჯგუფი მთლიანად საქართველოს კულტურას ეძღვნება – მის სულს, სილამაზესა და სტუმართმოყვარეობას. შემოდით და საქართველოს გული სითბოთი მიგიღებთ“ _ წერს ნინია ბარამიძე ჯგუფის მისასალმებელ სიტყვაში.
გვერდის გამოწერა მარტივია _ მოძებნეთ ფეისბუქზე: საქართველოს ირგვლივ / All around Georgia ან გადადით ბმულზე: https://shorturl.at/Y6eL4




