„გააფთრებული ებრძოდა შინდისში ვერაგულად ჩასაფრებულ მტერს. იმ დღეს დედამ არ იცოდა, რომ შვილი უკვე აღარ ჰყავდა… დილით, შინიდან გამოვიდა _ ეკლესიაში მიდიოდა.
დედა: „მეზობლები სხვანაირად მიყურებდნენ, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, თურმე, ყველამ იცოდა ჩემი შვილის გარდაცვალების ამბავი“.
დედა ავტობუსში ავიდა, მის უკან ზურგით მეზობლის გოგონა იჯდა და თანასოფლელს უყვებოდა, სამი ძმანი რომ არიან, იმათგან ერთი მოუკლავთო.
დედა: „შევცბი. იმ გოგოს ვკითხე, ვისზე ლაპარაკობ-მეთქი, გაოგნებული მიყურებდა. მერე მითხრა, თქვენ არ იცნობთ, ოზურგეთში ცხოვრობსო. თურმე, ჩემი შვილის სიკვდილის ამბავს ყვებოდა“.
დედა ტაძარში შევიდა. ყველა მას უყურებდა და ტიროდნენ.
დედა: „გამიკვირდა. ვიფიქრე, ქვეყანაში ომია და ყველა დაძაბულია-მეთქი. მეც ავტირდი… თურმე, ჩემს შვილს დასტიროდა ხალხი ტაძარში!“
ტაძრიდან გამოსულმა დედამ მეუღლეს მიაკითხა სამსახურში.
მეუღლე იქ არ დახვდა…
დედა: „გამიკვირდა, ცუდად ვიგრძენი თავი. იქვე მეზობლის ბიჭი ვნახე და ვთხოვე ქვიანში, ჩვენს სოფელში ავეყვანე“.
დედა შინ დაბრუნდა და მიხვდა, რა უბედურებაც ტრიალებდა მის თავს“ _ ესაა ნაწყვეტი წიგნიდან „გმირი“ და ლანჩხუთელი რუსლან წულაძის ისტორიას მოგვითხრობს.
ასევე წაიკითხეთ: „მალე ქორწილი უნდა ჰქონოდა… „სულ ომს რომ ახსენებდა, არ მომწონდა… სახლიდან გასვლის წინ, ვერცხლის ჯვარი მაჩუქა, მითხრა, ეს შენ ატარეო“ https://shorturl.at/g2OrQ




