„მწარე რეალობის წინაშე დაგვაყენე, მაგრამ მაინც არ მინდა დავიჯერო…“ – ცნობილი ლანჩხუთელი ბიზნესმენის, თემურ ჩხაიძის შვილი ტრაგიკულად დაიღუპა

|

Loading

მარცხნიდან პირველი - მამუკა ჩხაიძე

ცნობილი ლანჩხუთელი ბიზნესმენის, თემურ ჩხაიძის შვილი – მამუკა ჩხაიძე ტრაგიკულად დაიღუპა. ახლობლების განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ იგი ურეკში, ზღვაში დაიხრჩო, არ დასტურდება. გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

“მწარე რეალობის წინაშე დაგვაყენე, მაგრამ მაინც არ მინდა დავიჯერო, რომ ჩვენს შორის აღარც შენ აღარ ხარ, ჩვენო ერთგულო, კეთილო, უალალესო” – წერს სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი მანანა ჩხაიძე.

გარდაცვლილის ძმაც ცნობილი ბიზნესმენია – გურიის ყოფილი გუბერნატორი გიორგი (გოგიტა) ჩხაიძე. ოჯახი ასევე ცნობილია საქველმოქმედო საქმიანობით, მათ შორის, დააფინანსეს შუხუთის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობა.

“გურია თუდეი” მწუხარებას გამოთქვამს მამუკა ჩხაიძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნიბს ოჯახს, ახლობლებს.