ლანჩხუთის „გურიას“ ყოფილი პიარი თამთა ჩხაიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ადრე ცენტრალური ბიბლიოთეკა, ახლა რომ ახალი მუსიკალური სკოლაა, იქ იყო.
ბებო მრავალი წლის განმავლობაში იყო ბიბლიოთეკის დირექტორი. დედაც ბიბლიოთეკარი გახლდათ. ერთად მუშაობდნენ.
დილით გამოივლიდა ბებო, მე სკოლისკენ, ბებო და დედა „ჩაპადრუჩკებული“ _ ბიბლიოთეკისკენ.
დღემდე ის შენობა ბებიაჩემის საკუთრება მგონია..
ჩემი ბავშვობის კერაა…
ღმერთო, როგორი ძვირფასი დრო იყო…
სკოლიდან აუცილებლად გავივლიდი, რაღაცნაირად მიხაროდა, ის სუნი _ ძველი დარბაზის, გრძელი ოდნავ ჩაბნელებული ჰოლის, ბებოს კაბინეტის, ძველი წიგნების _ დღემდე თავში მაქვს…
პატარა ,,ფეჩი” იდგა მთავარ სამყოფელ ოთახში, გრძელი, ნათელი, თვალუწვდენელი ფანჯრები ჰქონდა, ამ ოთახში სულ ყავის სუნი იდგა. ამ ყავას პირდაპირ ჭიქაში ჩაამზადებდნენ და დგამდნენ შეშის ღუმელზე.

თამარ წერეთელი ლანჩხუთელთა დიდი ტკივილია
ბავშვობიდან ამ გოგოების გარემოცვაში ვიზრდებოდი… ცოტა ცელქი რომ ვიყავი… მაგრამ დიდად მიგებდნენ და ვუყვარდი ყველას. მე ახლაც ძალიან მიყვარს ეს გოგოები… ახლაც მენატრება ძველი დრო…მენატრება დრო, ბებო რომ ცოცხალი იყო…
დედა…
დღეს ბიბლიოთეკარების დღე ყოფილა…
ბევრი რამის გახსენება კი მინდა, მაგრამ…
…
გილოცავთ, გოგოებო!
უთვალავი წელი გემსახუროთ იქ, სადაც სრულიად ახალგაზრდებმა დაიწყეთ სამსახური. დაფასებულიყოს თქვენი შრომა…
დედას და ბებოს სახელს, სანამ თქვენ მანდ ხართ, ზუსტად ვიცი, დავიწყება არ ექნება…
უთქმელ მადლობაში მიყვარხართ…“ _ წერს თამთა.
ცნობისთვის, მის მიერ ნახსენები დედა და ბებო, ლანჩხუთელებისთვის უსაყვარლესი ქალბატონები _ თამარ წერეთელი და ჯანიკო ტყეშელაშვილი ათწლეულების მანძილზე ერთგულად ემსახურებოდნენ საზოგადოებას.